უსაფრთხო სათავგადასავლო ტურიზმი

სათავგადასავლო ტურიზმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც 2019 წლის მზარდი სტატისტიკაც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს, ექსპერტთა ვარაუდით, პანდემიის დამარცხების შემდეგ საერთაშორისო ტურიზმი ძველ მაჩვენებლებს მალევე დაუბრუნდება. თუმცა, სანამ ტურიზმი კვლავ ამუშაოვდება და მიაღწევს ძველ სიმძლავრეებს, აუცილებელია ტურისტული სააგენტოები და ტურისტული ინფრასტრუქტურა მომზადებული შეხვდეს ახალ ტურისტულ ნაკადებს, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც სავსეა სხვადასხვა რისკ-ფაქტირით და აუცილებელია ამ რისკების მინნომიზაცია. საიტერესოა, რა ბერკეტები აქვს მსოფლიოს ამისთვის?

 

უსაფრთხოების ნორმების დაცვა სათავგადასავლო ტურიზმის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ტიპის მოგზაურობის თან მრავალი რისკ-ფაქტორი ახლავს, რომლებაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც კი შეუქმნან საფრთხე. ამიტომაც, აუცილებელია არსებობდეს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უზრონველყოფენ კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას. 

 

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია მუშაობს ამ მხრივ და შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი სათავგადასავლო ტურიზმის უსაფრთხოების მხრივ. მათ შორის გამოსარჩევია ISO 21102 სტანდარტი, რომლის დახმარებით შეგვიძლია მოგზაურობისას კიდევ უფრო მეტად მშვიდად ვიგრძნოთ თავი. აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტების მიერ და ამკვიდრებ ს მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას, რომლის დახმარებითაც ტურისტული სააგენტოები და გიდები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ ტურისტების დაცულობას მოგზაურობის დროს.

 

 

 

ISO 21102 სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 228 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის განმავლობაში შემუშავებული აქვს 33 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 13 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

 

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

 

 

 

Please reload