• გიორგი კიკაძე

ხარისხის საერთაშორისო დღე

დღეს, 14 ნოემბერს ჩვენ აღვნიშნავთ "ხარისხის საერთაშორისო დღეს", რომელიც მიზნად ისახავს ხარისხის პროფესიონალების წვლილის აღიარება გლობალურ დონეზე.



დღითიდღე იზრდება ადამიანების დამოკიდებულება ხარისხის მიმართ. სტანდარტიზაციის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საშუალებას აძლევს და ეხმარება ბიზნესოპერატორებს უზრუნველყონ მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები ხარისხის მიმართ და მუდმივად გააუმჯობესონ მიწოდებული პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხი. ISO 9001:2015 ადგენს მოთხოვნებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მიმართ ნებისმიერი ტიპის ბიზნესისათვის, რადგან ISO 9001:2015 სტანდარტი დაფუძნებულია მუდმივი გაუმჯობესების სისტემაზე და ეხმარება ორგანიზაციებს მოახდინონ სამუშაო პორცესების ოპტიმიზაცია, რომლის საშუალებით შესაძლებელია მიაღწიო სათანადო ხარისხს და შესაბამისად, ორგანზიაცია განაგრძობს წარმატებულ საქმიანობას.

რადგან თანამედროვე მსოფლიოსთვის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ხარისხის დონის ამაღლებით თითოული ჩვენგანის ცხოვრების დონეც უმჯობესდება, ამიტომ ნოემბრის თვის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება ხარისხის საერთაშორისო დღე, რომელმაც 1990 წლიდან, გაეროსა და ევროპის ხარისხის ორგანიზაციის შეთანხმების შედეგად აიღო სათავე და ყოველწლიური ხასიათი მიიღო. ღონისძიების მიზანია იმ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხთან და მის ზრდასთან.

"ISO Consulting" ყოველდღიურად ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურება და მომსახურების უფრო ფართო სპექტი შესთავაზოს ქართველ მომხმარებლებს. ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემების საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა საზოგადოებაში და მოგაწოდოთ:

  1. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული ტრენინგები, რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენს ცოდნასა და უნარებს. ჩვენი ტრენინგებით, თქვენ შეძლებთ შედეგიანი და მტკიცე ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შექმნას თქვენს ორგანიზაციაში;

  2. გაგიწიოთ საკონსულტაციო მომსახურება მენეჯმენტის სისტემების სტანდარტების დანერგვასა და გამოყენებაში, რათა მუდმივად გააუმჯობესით თქვენს მიერ მიწოდებული პროდუქტის და მომსახურების ხარისხი;

  3. დაგეხმაროთ ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის მიღებაში მსოფლიოს N001 აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd's-ის მიერ, რომლიც მომსახურების გაწევის 2,5 საუკენეზე მეტს ითვლის და წარმოადგენს ფლაგმანს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი აუდიტების მისაწოდებლად.

ჩვენთან თქვენ შეხვდებით Lloyd's-ის გამოცდილ და iTOL-ის მიერ ავტორიზებულ ტრენერებს. მათგან მიღებულ ცოდნას გამოიყენებთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობის გასაუმჯობესებლად. თქვენ შეძლებთ შეიმუშაოთ და დანერგოთ მენეჯმენტის სისტემა, შემდეგში კი, როგორც აუდიტორმა, შეაფასოთ და ხელი შეუწყოთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესებას.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.