top of page

ისო 9001:2015 - ახალი ვერსია გამოქვეყნებულია

დღეს, 2015 წლის 23 სექტემბერს "სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ" ოფიციალურად გამოაქვეყნა ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ახალი ვერსია, რაც ნიშნავს, რომ ისო 9001 საერთაშორისო სტანდარტის დიდი ხნის ნანატრი გადასინჯული ვარიანტი მივიდა დასკვნით ეტაპამდე და ისო 9001:2015 გადასინჯული სტანდარტი ხელმისაწვდომი იქნება სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოებში. საქართველოში სტანდარტის შესაძენად მიმართეთ „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს“ www.geostm.ge













ახლა, როდესაც ცნობილია ისო 9001:2015 სტანდარტის განახლებული მოთხოვნები, ორგანიზაციებს შეუძლიათ დასახონ სამიზნეები, რათა დაიწყონ ახალ სტანდარტზე გადასვლა.

სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად განახლებულ სისტემაზე.ისო 9001:2015 იფიკატის ვადის ამოწურვის დროს აუცილებლად უნდა გადავიდნენ იფიკატის ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნონ სისტემა სტანდარტის 2008 წლის ვერსიის შესაბამისად, ხოლო სერტიფიკატს ჯერ კიდევ აქვს მოქმედების ვადა, შეუძლიათ სერტაქვე გაცნობებთ, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე სერთიფიცირებულნი არიან ისო 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად და რომელთა სერტ


რა შეიცვალა?


განახლებული სისტემა არის ბიზნესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, ნაკლებად ბიუროკრატიული დოკუმენტაციის მოთხოვნის მხრივ და უფრო მეტად სისტემის შედეგიანობასა და გაუმჯობესებაზე მიმართული. აგრეთვე მოთხოვნები ფოკუსირდება რისკებზე დაფუძნებულ ხედვაზე და პრიორიტეტს ანიჭებს ანალიტიკურ სამუშაოებს ორგანიზაციის კონტექსტის განსაზღვრის მიზნით, რაც გაძლევთ კონკურენტუნარიანობის უპირატესობას.


რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ახალ სისტემაზე გადასასვლელად?


განახლებული სტანდარტების შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორც ტრენინგებსა და საკონსულტაციო სამუშაოებს, აგრეთვე აუდიტორულ შეფასებას (Gap Analysis).


ISO Consulting-ს, როგორც ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd’s-ის კონტრაქტორს, უკვე მომზადებული გვაქვს Lloyd’s-ის ლონდონის აკადემიის სატრენინგო თემატური პაკეტები, რომლებიც შემუშავებულია სპეციალურად ბიზნესის შედეგიანობის გასაუმჯობესებლად და ბიზნესისთვის ზიანის მიყენების რისკების შესამცირებლად. ეს ტრენინგებია:

ტრენინგები ორგანიზებული იქნება როგორც საჯაროდ, აგრეთვე ადგილზე, თქვენს ორგანიზაციებში.

განახლებული ტრენინგების მიზანია უზრუნველყოს ორგანიზაციების შეუფერხებელი გადასვლა სტანდარტის ახალ მოთხოვნებზე.


ISO Consulting პერიოდულად მოგაწვდით იმ სიახლეებს და განახლებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც უკავშირდება განახლებული სტანდარტების თემატურ საკითხებს.


თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს, რათა გაიგოთ პირველებისგან.


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page