ISO სტანდარტები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს და რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა - ქვეყნების უმეტესობამ ჩაკეტა საზღვრები, პრაქტიკულად ჩავარდა ტურისტული სეზონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ეკონომიკა განიცდის რეცესიას, მრავალმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და ამ ყველაფერთან ერთად, მსოფლიო ჯერ კიდევ შორსაა შექმნას COVID 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი. ამჟამად ერთადერთი საშუალება პანდემიასთან საბრძოლველად სოციალური დისტანცია, კონტაქტების შემცირება და პირადი ჰიგიენის დაცვაა. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ეპიდემიოლოგები შემოდგომისთვის ახალ ეპიდაფეთქებას ვარაუდობენ, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს. შეძლებს კი კაცობრიობა ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას? რა ბერკეტები გვაქვს ამისთვის?

 

მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტსა და ვაქცინაზე 24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სანამ ეს პროცესი დასრულდება მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვირუსს ეფექტურად ვებრძოლოთ და მისი გავრცელება შეძლებისდაგვარად შევაკაოთ. დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი 2021 წლის დასაწყისისთვის უკვე მზად იქნება და ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოთმინებით დაველოდოთ მეცნიერებს.

 

სწორედ ვირუსისა თუ ბაქტერიული ინფექციების გავრცელების შეზღუდვაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის განმავლობაში ამ განხრით მრავალი საერთაშორისო სტანდარტი შეუმუშავებია. 

 

ანტივირუსული ქსოვილები 

 

არსებობს ისეთი ქსოვილები, რომლისგან დამზადებულ ნაწარმს ანტივირუსული მოქმედება აქვს: მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ გავრცელებას, კლავს ვირუსის უჯრედებს და ახდენს მათ პრევენციას. მაგალითად ასეთი ანტივირუსული ქსოვილი გამოიყენება სამედიცინო პირბადეების დამზადებისას. ხოლო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემუშავებული საერთაშორისო ISO 18184 სრტანდარტი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა ანტივირუსული ქსოვილების მწარმოებელი ფირმებისთვის, რათა შექმნან საიმედო და ეფექტური ნაწარმი.

 *სამედიცინო პირბადეები ანტივირუსული ქსოვილისგანაა დამზადებული

 

 

ანტიბაქტერიული ქსოვილები

 

ადამიანის ჯამრთელობას მხოლოდ ვირუსები არ უქმნიან საფრთხეს, მიკროსკოპული ზომის ბაქტერიებიც საკმაოდ საშიშია, რომლებიც მიუხედავად ზომისა, ადამიანის იმუნურ სისტემასთან ბრძოლის "ვერაგი" მეთოდები აქვთ შემუშავებული. თუმცა, ანქტიბაქტერიული ქსოვილები მათ წინააღმდეგ მნიშვნელოვან უპირატესობას გვიქმნის. ამავე დროს, ISO-ც აქტიურად მუშაობს ამ სფეროში და შემუშავებული აქვს საერთაშორისო ISO 20743 სტანდარტი, რომელიც მსგავსად ISO 18184 სტანდარტისა მნიშვნელოვნად ეხმარება მწარმოებლებს.

 

მაგალითად, სწორედ ასეთი ქსოვილით დამზადებული ხალათები აცვიათ მედიკოსებს კლინიკებში.

 

 

სუფთა ჰაერი უკეთესი ჯამრთელობისთვის

 

ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სუფთა ჰაერია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სწორედ ჰაერის მეშვეობით ვრცელდებიან. თუმცა, თითქმის ყველა დიდი ქალაქის მნიშვნელოვანი პრობლემა დაბინძურებული ჰაერია. მიუხედავად ამისა, არსებობს გამოსავალიც - ჰაერის ფილტრები, რომლებიც ასუფთავებენ ჰაერს მავნე ბაქტერიებისა თუ ნივთიერებებისგან. ასეთი ფილტრები საუკეთესოა საცხოვრებელ სახლში სუფთა ჰაერის უზრუნველსაყოფად, ხოლო საერთაშორისო ISO 16890 სტანდარტი ხელს უწყობს ასეთი ფილტრების მაღალშედეგიანობას და საიმედოობას.

 

ყველა ეს სტანდარტი კი ერთად ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მესამე პუნქტს, რომლის მიზანიც ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა.