top of page

ISO სტანდარტები და მდგრადი განვითარება

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო გააჩერა და ადამიანების უმეტესობა პრაქტიკულად სახლში გამოკეტა. ასევე გაჩერდა ეკონომიკის უმეტესი დარგებიც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბი - ჰაერი უფრო მეტად გასუფთავდა, ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობამ დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო სუფთა ჰაერი, ასევე გასუფთავდა ზღვის სანაპიროები, ტურიზმის გაჩერების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული ადგილების დატვირთულობა და შესაბამისად მათი დაბინძურების ხარისხიც. ამავე დროს, სახლში ყოფნის დროს უამრავი დრო გვქონდა დავფიქრებულიყავით, თუ რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს და რა მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ცნება.

1964 წელს ცნობილმა საბჭოთა ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა შეიმუშავა ცივილიზაციის განვითარების დონის განმსაზღვრელი შკალა. კარდაშევის შკალის მიხედვით შეგვიძლია ცივილიზაცია განვითარების დონის მიხედვით დავაჯგუფოდ 3 კატეგორიად. თავდაპირველად ნიკოლაიმ ენერგომოხმარების დონის მიხედვით ყოფდა სამივე კატეგორიას:

  • პირველი ტიპის ცივილიზაცია - ენერგომოხმარებით 10¹⁶ ვატი;

  • მეორე ტიპის ცივილიზაცია - ენერგომოხმარებით 10²⁶ ვატი;

  • მესამე ტიპის ცივილიზაცია - ენერგომოხმარებით 10³⁶ ვატი.

თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიდგომა დროთა განმავლობაში დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი სახე მიიღო. ცხადია, კაცობრიობა უნდა მიისწრაფვოდეს რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს მესამე ტიპს, რაც მხოლოდ ენერგოეფექტურობით, ტექნოლოგიური პროგრესით, ჯანდაცვის განვითარებით და მდგრადი განვითარებით მიიღწევა. ცნობილ ფიზიკოს, მიჩიუ კაკუს აზრით, მომავალი 100 წელი განსაზღვრავს იმას, შეძლებს თუ არა კაცობრიობა აღზევებას თუ გავქრებით დედამიწის ზედაპირიდან. ახლა კი კიდევ უფრო ჩავუღმავდეთ რას გულისხმობს ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა დონე:

პირველი დონის ცივილიზაცია

პირველი დონის ცივილაზაციას ბოლომდე უნდა ჰქონდეს ათვისებული საკუთარი პლანეტის რესურსები, მთლიანად უნდა აკონტროლებდეს პლანეტის ზედაპირზე დაცემული მზის სხივების ენერგიას, მთლიანად ათვისებული უნდა ქონდეს განახლებადი ენერგია (ქარი, წყალი, გეოთერმული თუ სხვა) ანუ პრაქტიკულად უნდა აკონტროლებდეს საკუთარ პლანეტას.

შთამბეჭდავია არა? თუმცა ამ დონის პროგრესი ახლოსაც ვერ მივა დანარჩენენი ტიპის ცივილიზაციურ პროგრესთან.

მეორე დონის ცივილიზაცია

ამ დონეზე ცივილიზაცია მთლიანად უნდა აკონტროლებდეს საკუთარი მზის ენერგიას, ანუ მზის მიერ გამოსხივებული სინათლეს მთლიანად უნდა გარდაქმნიდეს ელექტროენერგიად. ვარსკვლავის ენერგიის მთლიანად ათვისების რამდენიმე მასშტაბური პროექტის მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე უფრო პოპულარული დაისონის სფეროა (Dyson sphere)

რომელიც გარს შემოერტყმევა ვარსკვლავს და აითვისებს მის ენერგიას. როგორიც არ უნდა იყოს დაისონის სფერო, ცხადია ეს ყველაზე უფრო მასშტაბური პროექტი იქნება, თუ ამას კაცობრიობა ოდესმე განახორციელებს. სანამ იმაზე ვმსჯელობთ, თუ როგორი შეიძლება იყოს დაისონის სფერო ან არსებობს თუ არა ის უკვე სამყაროს რომელიმე გალაქტიკაში, მანამდე განვიხილოთ ცივილიზაციური პროგრესის უმაღლესი, მესამე დონის კატეგორია.

მესამე დონის ცივილიზაცია

მესამე დონის ცივილიზაცია უკვე საკუთარი გალაქტიკის მბრძანებელია, აქვს უამრავი კოლონია პლანეტებზე, აგებული აქვს უამრავი დაისონის სფერო, ახდენს პლანეტების ტერაფორმირებას, ტექნოლოგიური პროგრესი კი უკვე იმდენად წინაა, რომლის წარმოდგენა ძალიან გაგვიჭირდება. თუ კაცობრიობა ოდესმე ამ დონეს მიაღწევს, ის ახლანდელი ადამიანისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

ახლა კი დავუბრუნდეს რეალობას, მიმოვიხედოთ გარშემო და რეალობას ჩავხედოთ თვალებში - ახლანდელი მდგომარებით, ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ განვითარების ვერც ერთ დონესთან. ამ შკალის მიხედვით კაცობრიობა ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობს. თუმცა ადამიანური ბუნება ხომ ყოველთვის პროგრესისკენაა მიმართული? ჩვენ ჩვენი თავდაუზოგავი შრომით მრავალჯერ დაგვიმტკიცებია, რომ შეუძლებელი არაფერია. ასე რომ არ იყოს, არც არასდროს გამოვიდოდით გამოქვაბულებიდან და დღემდე იქ ვიქნებოდით. ბოლო რამდენიმე ათწლეულია ხომ საოცარი სისწრაფით ვპროგრესირებთ. თუ ცნობილ ფიზიკოსს, მიჩიუ კაკუს დავესესხებით, კაცობრიობას კიდევ 100 ან 200 წელი დასჭირდება პირველ დონის ცივილიზაციასთან მისაღწევად. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინაა - წინ ბევრი საქმე გვაქვს.

*დაისონის სფეროს ერთ-ერთი პროტოტიპი

ყოველივე აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მდგრადი განვითარება წარმატებული მომავლის საწიდნარია და ჩვენ ამ კუთხით ბევრი უნდა ვიშრომოთ. ამიტომაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად თანამშრომლობით 2015 წლის სექტემბერში წარადგინა სამოქმედო გეგმა - მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც მიზანად ისახავენ კავობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების 2030 წლისთვის დამარცხებას.

  • მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

  • მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

  • მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

  • მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

  • მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

  • მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა

  • მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

  • მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

  • მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

  • მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

  • მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

  • მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

  • მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება

  • მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის

  • მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

  • მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

  • მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

ასევე აღსანიშნავია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილი, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები მდგრადი განვითარების მისაღწევად, რომელთა რაოდენობა 6 ათასს სცდება და სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

*წყარო: გაერო საქართველოში

საბოლოო ჯამში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგრად განვითარებას არ აქვს ალტერნატივა და კაცობრიობა სწორედ მისი პრინციპების დაცვით უნდა პროგრესირებდეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენ ეს-ესაა გამოვედით ჩვენი გამოქვაბულებიდან, ვსაზღვრავთ მდგრადი განვითარების მიზნებს, ვცდილობთ დავამარცხოთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევები, სულ უფრო და უფრო მეტად ვითვისებთ განახლებად ენერგიას, უფრო ხშირად ვიყურებით შორეულ კოსმოსში ვიდრე ოდესმე, უკვე შემუშავებული გვაქვს მარსის კოლონიზაციის გეგმა, სულ უფრო და უფრო ვზრდით ზომაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, ვმუშაობთ პლანეტების ტერაფორმირების საშუალებებზე და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი დასაწყისია - ჯერ ყველაფერი წინაა და სწორედ ახლა იწყებს კაცობრიობა მომავლის იმპერიის შენებას.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page