top of page

ISO სტანდარტები და ჩაის ინდუსტრია

ჩაის კულტურა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში აღმოცენდა და მთელი მსოფლიო მასშტაბით გავრცელდა. ჩაი გახდა უამრავი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი. უახლესი მონაცემებით 2019 წელს ჩაის წარმოებამ მიაღწია 6.4 მილიონ ტონას, ხოლო 2020 წლისთვის მიაღწევს 7,7 მილიონ ტონას. ამავე დროს, ყოველი წლის 21 მაისს აღინიშნება ჩაის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანიც მისი პოპულარიზაცია და წარმოების წახალისებაა. საინტერესოა რა არის ამის მიზეზი?

ISO სტანდარტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩაის ინდუსტრიის განვითარებას

ჩაის საერთაშორისო დღის აღნიშვნას რამდენიმე მიზეზი აქვს. განსაკუთრებით კი შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ ჩაის პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის განხორციელებას. მათ შორისაა:

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა;

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება;

მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიას.

ISO სტანდარტები და ჩაის ინდუსტრია

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას კარგად აქვს გაანალიზებული თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაის ინდუსტრიის განვითარებას მსოფლიოს წინაშე. მით უმეტეს, რომ იგი გვეხმარება ისეთი პრობლემების გამოსწორებაში, როგორიცაა უკიდურესი სიღარიბე, შიმშილი და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე ორგანიზაციას შემუშავებული აქვს 30 საერთაშორისო სტანდარტი, რომელთა მიზანია ჩაის ინდუსტრიის სწორი განვითარება და მისი დახმარება.

აღნიშნული სტანდარტები შემუშავებულია მაღალი პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 34/SC 8 კომიტეტის მიერ, რომელმაც შეიმუშავა უკვე 30 სტანდარტი და ამჟამად აქტიურად მუშაობს 6 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page