top of page

“მკისამ” წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GLOBALG.A.P. მოთხოვნების შესაბამისად

2023 წლის 18 ივლისს კომპანია „მკისამ“ "ISO Consulting"-თან თანამშრომლობით წარმატებით გაიარა GLOBALG.A.P. v.5.4-1 სერტიფიცირება.


კომპანია ,,მკისა“ 2021 წელს დაარსდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ავითარებს მოცვისა და ნუშის კულტურებს. ნუშის ბაღი ბოლნისში მდებარეობს, მოცვის კი ხობსა და წყალტუბოში. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა.

სწორედ ამიტომ, ,,ISO Consulting”-თან თანამშრომლობით, ხობში 20 ჰა.-ზე მდებარე მოცვის ბაღის სერტიფიცირება, „მკისამ“ წარმატებით გაიარა.

კომპანიას მოცვის პლანტაციაში გაშენებული აქვს შემდეგი სახის მოცვის ჯიშები: "Miss Jackie", "Star", "O’Neil", "Gupton", "Legacy", "New Hannover", "Alix Blue", SUZIBLUE.

GLOBALG.A.P (ყოფილი EUREPGAP), არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მინიმიზაციის საშუალებას.

GLOBALG.A.P. სერტიფიცირებით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა;

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება);

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა;

  • დაიცვათ ცხოველები;

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებული მენეჯმენტი (ICM), მავნებლების მართვის ინტეგრირებული სისტემა (IPM), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS).

ჩვენ გთავაზობთ GLOBALG.A.P. მოთხოვნების გაცნობის ტრენინგს, ისევე როგორც HACCP და ISO 9001:2015 ტრენინგებს, სისტემების დასანერგად და შესანარჩუნებლად.




ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.


დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentários


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

<