top of page

ტრენინგი - "შრომის უსაფრთხოების საფუძვლები"

2018 წლის 7 მარტს, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“.


გარდა ამისა, უკვე მოქმედებაშია რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც არეგულირებს შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებს, როგორებიცაა სახანძრო უსაფრთხოება, მშენებლობის უსაფრთხოება, ელექტრო უსაფრთხოება და სხვა.


დაინტერესებულ პირებს შეიძლება რთულად მოეჩვენოთ სახელმწიფოს მიერ დადგენილ მარეგულირებელ მოთხოვნებში გარკვევა, რომლებიც ხაზს უსვამს შრომის უსაფრთხოების მიმართ დამსაქმებლის, დასაქმებულის და სხვა პირთა ვალდებულებებს.


ამასთანავე, ჩნდება კითხვები:

  • რა მოგვეთხოვება შრომის უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობით?

  • როგორ შევასრულოთ ეს მოთხოვნები?

  • რა დოკუმენტები და ჩანაწერები უნდა ვაწარმოოთ?

  • რა ღონისძიებებს მივმართოთ "შრომის უსაფრთხოების კანონის" მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

  • რა ადმინისტრაციული სასჯელებია დაწესებული?


ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ შევქმენით ტრენინგის პროგრამა - "შრომის უსაფრთხოების საფუძვლები",


ტრენინგის ჩატარება ასევე შესაძლებელია თქვენს ორგანიზაციაში.


შრომის უსაფრთხოების სხვა თემატური ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების ტრენინგების განყოფილებას.


დაგვიკავშირდით დღესვე, რათა შეიტყოთ მეტი.


ISO Consulting - Professionals for professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page