top of page

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

დედამიწა უნიკალური პლანეტაა, რადგან მასზე არსებობს მრავალფეროვანი სიცოცხლის ფორმები, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და სწორედ ეს ბიომრავალფეროვნება გამოარჩევს მას მრავალი უსიცოცხლო პლანეტისგან. თუმცა, რაც უფრო ჩქარდება კაცობრიობის პროგრესის ტემპი, მით უფრო დიდი საფრთე ექმნება პლანეტას, მრავალი ცოცხალ არსებათა სახეობა გადაშენების პირასაა, ზოგი სახოება კი უკვე გადაშენდა. დღითიდღე მცირდება ტროპიკული ტყეების ფართობი, სათბური აირების მზარდი გამოყოფის გამო იცვლება პლანეტის კლიმატი, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ნიადაგის დეგრადაციის ტემპიც, რის გამოც შესაძლოა პლანეტის მასშტაბით შიმშილი კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემა გახდეს, მით უმეტეს, რომ დღევანდელი მონაცემებით 820 მილიონი ადამიანი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის საკვებს ყოველდღიურად, რის გამოც ფერხდება მათი გონებრივი თუ ფიზიკური განვითარება, ასევე მაღალია შიმშილით სიკვდილიანობის დონეც. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლის წინაშე კაცობრიობა და ჩვენი პლანეტა დგას. არსებობს კი გამოსავალი შემქნილი სიტუაციიდან?

ყოველივე აქედან გამომდინარე, მდგრად განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან თუ არ გავუფრთხილდებით დედამიწას და რაციონალურად არ გამოვიყენებთ მის რესურსებს, კაცობრიობის არსებობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მიჩიო კაკუს აზრით, სწორედ მომდევნო 100 წელი განსაზღვრავს იმას, გააგრძელებს თუ არა არსებობას კაცობრიობა დედამიწაზე.

სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში. ასევე, გაერომ 2015 წელს შეიმუშავა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომელთა მიზანია სიღარიბისა თუ შიმშილის აღმოფხვრა, გარემოზე ზრუნვა წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და პრინციპებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. გაეროს მიზანია აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებს 2030 წლისთვის მიაღწიოს.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაარსების დღიდან 22 ათასზე მეტი სტანდარტი შეიმუშავა, რომელთა შორის 6 ათასზე მეტი ზუსტ შესაბამიშობაში მოდის ახალ გლობალურ დღის წესრიგთან, რომელმაც მსოფლიოს მდგრადი განვითარება უნდა უზრუნველყოს. ორგანიზაციას საკუთარ ვებ საიტზე სპეციალურ გამოყოფილ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ იმ სტანდარტების ჩამონათვალი, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთხსენებული 17 მიზანის შესრულებას.

"ISO Consulting"-ის პროფესინალთა გუნდს შეუძლია დაგემხაროთ ისეთი ISO სტანდარტების სრულ ადაპტაციაში, როგორიცაა ISO 14001:2015 გარემოს დაცვა და ISO 50001 ენერგოეფექტურობა. აღნიშნული სტანდარტების დანერგვით თქვენს კომპანიას შეეძლება იზრუნოს გარემოზე, მიიღოს უპირატესობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გსურთ ითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან ან კლიენტებთან, რომლებიც აფასებენ საქმიანობის პროცესში "მწვანე მიდგომებს" და მართოთ ენერგია გაცილებით უფრო ეფექტურად.

ასე რომ, ერთობლივი ძალისხმევით რთული, მაგრამ შესაძლებელია დღესდღეისობით არსებული გამოწვევების დამარცხება, დედამიწის დაცვა და უკეთესი მომავლის შექმნა.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page