top of page

კერძის ცხლად დაყოვნებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

კერძის ცხლად დაყოვნება მნიშვნელოვნად განსხვავდება ხელახალი თერმული დამუშავებისგან, რადგან ცხლად დაყოვნების მიზანი კერძში მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებაა, ხოლო ხელახალი თერმული დამუშავება მიმართულია კერძში შესაძლო მავნე მიკროორგანიზმების განადგურებისკენ. თუმცა საინტერესოა, რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა კერძის ცხლად დაყოვნების დროს სურსათში მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება არ მოხდეს?

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ცხელი კერძის შენახვა უნდა მოხდეს არანაკლებ 63°C ტემპერატურაზე. ასევე, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. ცხელი კერძების დახლზე განთავსების შემთხვევაში, გამოიყენეთ შესაფერისი მოწყობილობა, რომელიც შეინახავს კერძს არანაკლებ 63°C ტემპერატურაზე. შესაბამისი მოწყობილობის გარეშე რთულია კერძის მუდმივად უვნებელ ტემპერატურაზე შენარჩუნება. ასევე, ცხელი კერძის მოთავსებამდე წინასწარ უნდა გაახუროთ ცხლად შემნახველი მოწყობილობა. სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერია მარტივად გამრავლდება იმ შემთხვევაში, თუ ცხელი კერძი მოთავსდება პირდაპირ ცივ მოწყობილობაში. ცხლად შემნახველ მოწყობილობაში გადატანამდე, კერძი უნდა იყოს თერმულად დამუშავებული/ხელახლა გაცხელებული სათანადო ტემპერატურაზე. ცხლად შემნახველი მოწყობილობა არის განკუთვნილი მხოლოდ შენახვისთვის და არა კერძის თერმულად დასამუშავებლად ან ხელახლა გასაცხელებლად.


თუ კერძი არ არის სათანადოდ ცხელი ცხლად შენახვის დროს, მაშინ:

  • ხელახლა გააცხელეთ კერძი და კვლავ დააბრუნეთ ის ცხლად შემნახველ მოწყობილობაში ცხელი კერძის 63°C ტემპერატურაზე შესანარჩუნებლად.

  • გააგრილეთ კერძი არაუმეტეს 8°C ტემპერატურამდე და მოგვიანებით ხელახლა გააცხელეთ ის გაცემამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ზემოთ ჩამოთვლილი მითითებების განხორციელებას, ნუ გამოიყენებთ ასეთ კერძს. დაიმახსოვრეთ, რომ კერძის ხელახლა გაცხელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ.


ცოდნის გაღრმავება სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page