top of page

მწვანე ეკონომიკა - მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საფუძველი

2022 წლის ნოემბერში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა, რაც კაცობრიობის არსებობის ისტორიაში რეკორდული რიცხვია. გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა კი ზრდის მოთხოვნას ისეთ საარსებო საშუალებებზე, როგორებიცაა წყალი, საკვები, ელექტროენერგია და ა.შ. მეტიც, გაეროს უახლესი კვლევის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის 95%-იანი ალბათობით 9.4 - დან 10 მილარდამდე შუალედში იქნება, ხოლო 2100 წლისთვის 8.9 - დან 12.4 მილიარდამდე შუალედში. საინტერესოა, როგორ უნდა უზრუნველყოს მსოფლიო ეკონომიკამ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება? შეიძლება იფიქროთ, რომ გამოსავალი მეტის წარმოებაა. თუმცა, როგორ უნდა ვაწარმოოთ მეტი ისე, რომ არ დავაზიანით დედამიწის ეკოლოგია, არ დავაბინძუროთ გარემო და არ დავაჩქაროთ კლიმატის ცვლილებები? რა აზრი ექნება მსოფლიო ეკონომიკას ან მის განვითარებას, თუ მშობლიურ პლანეტას გავანადგურებთ? თუ დედამიწა სიცოცხლისთვის არასტუმართმოყვარე პლანეტად იქცა, კაცობრიობის არსებობას დიდი დრო ნამდვილად არ უწერია.

როგორც უკვე ვახსენეთ, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას - ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოს გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება და მეორე მხრივ გაუფრთხილდეს მშობლიურ პლანეტას. შეიძლება ვიფიქროთ რომ სასწორის ერთ მხარეს დედამიწა, ხოლო მეორე მხარეს მოსახლეობის მზარდი რაოდენობაა. თუმცა, ასეთი წარმოდგენები არასწორია, სინამდვილეში სასწორი არ არსებობს. უბრალოდ არსებობს ისეთი გზა, რომელიც მსგავსი არჩევანის შესაძლებლობას სპობს - მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით შესაძლებელია ვაწარმოოთ უფრო მეტი ენერგია, საკვები რესურსი თუ სხვა და ამავდროულად მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხი. მწვანე ეკონომიკის განვითარებაც, რომელიც მდგრადი განვითარების ერთ-ერთო საფუძველია, მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს ამ მიზნის მიღწევაში.


რა არის მწვანე ეკონომიკა?


მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ისეთი მოდელია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ეკოლოგიური პრობლემების რისკების მაქსიმალურ შემცირებაზე ამახვილებს. მაგალითისთვის ავიღოთ ელექტროენერგია, რომლის წარმოებაც რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. მათგან ნაწილი ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, მაგალითად თბოელექტროსადგურები, ატომური ელექტროსადგურები და სხვა. მეორე ნაწილი კი, რომელიც იყენებს განახლებად ენერგიას, გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს. მაგალითად ასეთებია ქარის, მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურები. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ელექტროენერგიის გენერაციის 71% ისეთი საშუალებებით ხდება, რომლებიც გარემოს აბინძურებს, ხოლო განახლებად ენერგიაზე (ქარის, მზის და ჰიდრო ელქტროსადგურები) მხოლოდ 24% მოდის.


მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს: განახლებადი ენერგია, სუფთა ტრანსპორტი, წყლის მენეჯმენტი, ნარჩენების მენეჯმენტი, მწვანე შენობები და მიწის მენეჯმენტი. თითოული სექტორის განვითარება ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.


ISO 14001:2015 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები


ISO 14001 არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი, რომლის დახმარებითაც კომპანიას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხი. სტანდარტის უპირატესობები კი შემდეგია:

  • შემცირებული დანახარჯები - ISO 14001 სტანდარტი დაგეხმარებათ უკეთ გამოიყენოთ რესურსები, რაც ამავდროულად შეძლებს თქვენი საწარმოო ხარჯების შემცირებას.

  • პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ISO 14001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გარემოს დამცველ ორგანიზაციებზე, მათ შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც.

  • ISO 14001 ნათლად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - სტანდარტის დანერგვით თქვენ საჯაროდ აცხადებთ თქვენი კომპანიის ვალდებულებებს გარემოს დაცვის მიმართ, ამაღლებთ ორგანიზაციის რეპუტაციას, მინიმუმამდე ამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფთ გარემოს შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ცოდნა და უნარები, როგორც ახლად ჩართულმა სპეციალისტმა გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემებში, ისევე მათ, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ცოდნა სტანდარტის განახლებული ვერსიის გასაცნობად და გამოსაყენებლად.





 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page