top of page

რ/კ "აგროთემამ" წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P. v.5.4-1 მოთხოვნების შესაბამისად

2022 წლის 24 ივნისს რ/კ „აგროთემამ" კომპანია "ISO Consulting" -ის დახმარებით წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P. v.5.4-1 მოთხოვნების შესაბამისად.


კოოპერატივი დაარსდა 2016 წელს და 2018 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში გააშენა 14,5 ჰექტარ ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღი. კოოპერატივი აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ლურჯ მოცვს. ასევე, ყიდის ლურჯი მოცვის ნერგებსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ კოოპერატივმა დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.


GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.




დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page