top of page

სურსათის უვნებლად ტრანსპორტირება

საზოგადოებრივი კვების ობიექტი შესაძლოა ანხორციელებდეს სურსათის მიწოდების სერვისს ან ან აწვდიდეს საკუთარ პროდუქტს სხვა საცალო ვაჭრობის / საზოგადოებრივი კვების ობიექტს. სურსათის ტრანსპორტირების/დისტრიბუციის დროს კი შესაძლოა მოხდეს მისი დაბინძურება, რამაც საბოლოო მომხმარებელში შეიძლება სურსათისმიერი მოწამვლა გამოიწვიოს. ამ მხრივ მსოფლიოს მასშტაბით არასახარბიელო სიტუაციაა: ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველი 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სურსათის უვნებლად ტრანსპორტირების პრაქტიკის უგულვებელყოფაა.

სურსათის უვნებლად ტრანსპორტირება

იმისთვის, რომ სურსათის ტრანსპორტირება მოვახდინოთ უვნებლად, ამისთვის საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითზე:


ჯვარედინი დაბინძურების პრევენცია


საზოგადოებრივი კვების ობიექტის მიერ მზა სურსათის უმ სურსათთან ერთად ტრანსპორტირებისას არსებობს ჯვარედინი დაბინძურების მაღალი რისკი. აუცილებელია, უმი და მზა სურსათის ტრანსპორტირებისას მათი სათანადოდ შეფუთვა და განცალკევებით განთავსება. სურსათის ტრანსპორტირების დროს უნდა გამოიყენებოდეს განცალკევებული, სუფთა და სურსათთან შეხებაში დაშვებული კონტეინერები. მძღოლები, რომლებიც ეხებიან როგორც უმ, ისე მზა სურსათს უნდა იცავდნენ ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკას და იბანდნენ ხელებს რეგულარულად.


თუ გაქვთ ეჭვი, რომ ტრანსპორტირებისას მოხდა ჯვარედინი დაბინძურების ფაქტი, აღარ გამოიყენოთ აღნიშნული სურსათი კერძის მომზადებისას.


ტემპერატურის კონტროლი

  • მავნე ბაქტერიების გამრავლების პრევენციისთვის ცივი მზა სურსათის ტრანსპორტირება და დისტრიბუცია უნდა მოხდეს არაუმეტეს 8°C - ზე, ხოლო ცხელი მზა სურსათის ტრანსპორტირება და დისტრიბუცია არანაკლებ 63°C ტემპერატურაზე.

  • ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ან კონტეინერები უნდა იძლეოდეს შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნებისა და მონიტორინგის საშუალებას.

  • ტემპერატურის მონიტორინგი შესაძლოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებაში კონტეინერში დამონტაჟებული ან პორტატული თერმომეტრის გამოყენებით მნიშვნელოვანია გაიზომოს უშუალოდ სურსათის და არა სათავსის ტემპერატურა.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირებისას დაირღვა ტემპერატურული რეჟიმი ცივი ან ცხელი მზა სურსათის ტრანსპორტირებისას, აუცილებელია გაირკვეს, თუ რამდენი ხანი იყო ტემპერატურული რეჟიმი დარღვეული და სწორედ ამის შემდეგ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება სურსათის გამოყენების/არ გამოყენების შესახებ. ნუ

მოიხმართ ისეთ სურსათს, რომლის უვნებლობის საკითხი საეჭვოა.


მიკვლევადობა


ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მნიშვნელოვანია შეძლოთ იმ მომხმარებლების იდენტიფიცირება, რომელთაც აწვდით სურსათს ან სასურსათო ინგრედიენტებს


ცოდნის გაღრმავება სურსათის უვნებლობის სანიმუშო პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals .

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page