სურსათის უვნებლობა
"თქვენი ბაღჩიდან სუფრამდე ..."
საუკეთესო არჩევანი დაიცვათ თქვენი ბიზნესი და ამავდროულად ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ თქვენი ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სურსათს.
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ
თქვენი ვალდებულებაა მიაწოდოთ უვნებელი სურსათი
სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული კონსტიტუციური უფლებების - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორების 70%-ზე მეტი სურსათის მეშვეობით აღწევს ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს როგორც უცხო სხეულები, ასევე, ბიოლოგიურად აქტიური მიკროორგანიზმები და მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები - სურსათში გამოყენებული როგორც ტრადიციული, ასევე, ახალი ტექნოლოგიური დანამატები და ინგრედიენტები, კომპოზიციური და სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები, რაც ზრდის სურსათის დაბინძურების ალბათობას.
სურსათის უვნებლობის სისტემის რეგულირება
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლის სისტემა ჩამოყალიბებულია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“.
კოდექსი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე.
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ...
ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ სასურსათო სექტორში. ჩვენ უკვე დავეხმარეთ მრავალ ორგანიზაციას როგორც სტანდარტების შემუშავებისა და ფორმულირების პროცესში, ასევე სურსათის ხარისხის და უვნებლობის სისტემების განვითარებაში.
ჩვენ ვეხმარებით HACCP, ISO 22000, GlobalG.A.P., FSSC 22000, BRCGL, IFS და სხვა სტანდარტებისა და სქემების დანერგვასა და სერტიფიკაციაში.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კონსულტაციები, ასევე ჩვენი პრაქტიკული ტრენინგები და შეფასებები/აუდიტები.
უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო
2021 წელს, USAID-ის სოფლის მეურნეობისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების მხარდაჭერით, ჩვენ შევადგინეთ "უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო", რომელიც დაგეხმარებათ თქვენს საწარმოო ობიექტზე წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკების დანერგვასა და შენარჩუნებაში.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ონლაინ.
გაიდლაინის PDF ვერსიის გადმოსაწერად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.