top of page

სუფთა ჰაერი და ISO 16000 სერიის სტანდარტები

კაცობრიობის არსებობის ისტორიაში არასდროს ისე მწვავად არ დამგარა ჰაერის დაბინძურების პრობლემა, როგორც ახლა, XXI საუკუნეში.


დღევანდელი ადამიანი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც იყო რამდენიმე საუკუნის, ან თუნდაც რამდენიმე წლის წინაც კი. ჩვენ ვიზრდებით, ვითარდებით, ვქმნით ახალ ტექნოლოგიებსა თუ შესაძლებლობებს, რომლებიც ყოველდღიურობას მნიშნელოვნად გვიმარტივებს. ახლა უკვე შესაძლებელია 48 საათზე ნაკლებ დროში ვიმოგზაუროთ დედამიწის გარშემო, რამდენიმე წამში გავაგზავნოთ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მარტივად მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში და ა.შ. მომავალი კი კიდევ უფრო ამაღელვებელ სიახლეებს გვიმზადებს, როგორიცაა მარსზე მისიის გაგზავნა, ტურიზმი კოსმოსში, ახალი აღმოჩენები მედიცინის სფეროში, გაცილებით მძლავრი კომპიუტერები და კიდევ მრავალი სხვა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თითოული ჩვენგანისთვის და ეს სუფთა ჰაერია. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ატმოსფეროში უფრო და უფრო მეტი მავნე აირი გამოიყოფა, რომელიც არამარტო საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯამრთელობას, არამედ ზოგიერთი ასეთი აირი ხელს უწყობს გლობალურ დათბობასაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ყოველივე აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან? არსებობს კი ოქროს შუალედი ეკოლოგიის მდგრადობასა და ტექნოლოგიურ პროგრესს შორის?


როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჰაერის დაბიძნურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს სწრაფ რეაგირებას და შესაბამისი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმას. ამასთანავე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაც.


ჰაერის დაბინძურების მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ განვითარებადი ქვეყნები, სადაც არ ხდება შესაბმისი რეგულაციების ჯეროვანი შესრულება ან ისეთი რეგულაციები, რომლებიც ზღუდავენ ჰაერის დაბინძურებას ან სათბურის აირების გამოყოფას, საერთოდ არ არსებობს. მაგალითად სანგანგაშო მდგომარეობაა ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში. ქალაქის გარშემო უამრავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლებსაც ფერმერები შემოდგომაზე წვავენ. ამასთანავე, ქალაქში ხშირად იმართება სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები, განსაკუთრებით გამოსაყოფია დივალის ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად მასშტაბური ფეირვერკით მთავრდება. ასევე, ქალაქის მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდება, რის გამოც მიმდინარეობს უამრავი საცხორებელი კორპუსის მეშენებლობა, რა დროსაც ჰაერი ბიძნურდება სამშენებლო მტვერით. ყოველივე ეს კი იწვევს ქალაქში არსებული ჰაერის დაბინძურების საგანგაშო დონეს.

*სურათზე: (მარცხნივ) ინდოეთის დედაქალაქი დივალის ფესტივალის მიმდინარეობისას.


გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ჰაერის დაბინძურება შენობებში, მაგალითად საცხოვრებელ ბინებსა თუ სამუშაო ოფისებში. ქუჩიდან შემოსული დაბინძურებული ჰაერი აღწევს შენობების შიდა სივრცეში და ჯამრთელობის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის იქ მყოფთ. ამასთანავე, ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს ხომ საცხოვრებელ ბინაში ან სამუშაო ოფისში ვატარებთ.

*ვიდეოში: ჰაერის დაბინძურების დონე ინდოეთის დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას: მეტროში, ქუჩაში, საცხოვრებელ სახლში და სამუშაო ოფისში.


საბედნიეროდ აღნიშნულ პრობლემაზე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს მრავალი ისეთი სტანდარტი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად შევამციროთ. ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 16000 სერიის სტანდარტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია დახურულ სივრცეში ჰაერის სისუფთავის ხარისხი იყოს მაღალი. ეს არამარტი მნნიშვნელოვანია ადამიანთა ჯამრთელობისთვის, არამედ მნიშნელოვნად გაზრდის სამუშაო ოფისში დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობის დონეს.


აღნიშნული სერიიის სტანდარტებზე მუშაობდა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომლექტებული ISO/TC 146/SC 6 კომიტეტი, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 51 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად კომიტეტი 10 ახალ სტანდარტზე მუშაობს. გარდა ამისა, კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს დმგრადი განვითარების მიზნებიდან 5-ის შესრულებას, როგორებიცაა: ჯამრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, შემცირებული უთანასწორობა და ა.შ.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page