top of page

შპს „აგროლაინმა“ წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P. v.5.4-1 მოთხოვნების შესაბამისად

2022 წლის 11 ოქტომბერს კაკლის მწარმოებელმა შპს „აგროლაინმა“ კომპანია "ISO Consulting" -ის დახმარებით და სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით წარმატებით გაიარა პირველადი წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის სერტიფიცირება IFA GlobalG.A.P v.5.4-1 შესაბამისად.


შპს „აგროლაინი“ დაარსდა 2019 წელს და აწარმოებს ჩანდლერის ჯიშის კაკალს. კაკლის ბაღების ეტაპობრივი გაშენება დაიწყო 2015 წლიდან და ამჟამად კომპანია ფლობს 230 ჰექტარ კაკლის ბაღებს კახეთის რეგიონში, სოფელ ახაშენში. Global.G.A.P - ის მიხედვით შპს. „აგროლაინის“ მიერ დანერგილი სისტემა ვრცელდება კაკლის პირველად წარმოებაზე ტრანსპორტირების ჩათვლით კაკლის გადამამუშავებელ საწარმომდე. აგრეთვე, კომპანიის საკუთრებაშია კაკლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც 2021 წლიდან უწყვეტად ინარჩუნებს სურსათის უვნებლობის გლობალურ სტანდარტს BRC Global Standard for food safety - issue 8 (იხ. BRCGS Directory).


GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.


GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.




დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page