top of page

შპს "ბლუ ფილდმა" წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GLOBALG.A.P და GRASP მოთხოვნების შესაბამისად

2023 წლის 19 ივლისს შპს "ბლუ ფილდმა" კომპანია "ISO Consulting"-ის დახმარებით წარმატებით გაიარა GLOBALG.A.P. v.5.4-1 და GRASP v.1.3-1-i სერტიფიცირება.


შპს „ბლუ ფილდი“ დაარსდა 2020 წელს და მდებარეობს წყალტუბოს რაიონში, სოფელი მაღლაკში. სადაც 30 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის პლანტაცია. კომპანიას მოცვის პლანტაციაში გაშენებული აქვს შემდეგი სახის მოცვის ჯიშები: "Star", "Legacy", "Bluegold", "New Hannover", "Top Shelf".

2023 წლის 19 ივლისს შპს "ჯენტრი ინვესტენტსმა" კომპანია "ISO Consulting"-ის დახმარებით წარმატებით გაიარა GLOBALG.A.P. v.5.4-1 და GRASP v.1.3-1-i სერტიფიცირება.

კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა არ არის დაკავშირებული მხოლოდ პროდუქტთან, არამედ ის ასევე დაკავშირებულია დასაქმებულებთანაც. სწორედ ამიტომ არსებობს "GRASP"-ის სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ფერმაში სოციალური მენეჯმენტის სისტემის იმპლენეტაციას. "GRASP"-ის სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და მას ითხოვს მრავალი რითეილ ორგანიზაცია.

"GRASP"-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ:

  • გაზარდოთ თქვენი ორგანიზაციის მიმზიდველობა ევროპულ და სერთაშორისო ბაზრებზე;

  • შეამციროთ კადრების დენადობა;

  • თქვენი ფერმა ბაზარზე პოზიციონირდეს, როგორც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ორგანიზაცია;

  • გააუმჯობესოთ თქვენს ორგანიზაციაში სოციალური მენეჯმენტის სისტემა;

  • შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენს ფერმაში დასაქმებულებთან ურთიერთობა ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

GRASP-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.


GLOBALG.A.P (ყოფილი EUREPGAP), არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მინიმიზაციის საშუალებას.

GLOBALG.A.P. სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების მართვის ინტეგრირებული სისტემა (IPM), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS).

ჩვენ გთვაზობთ GLOBALG.A.P. მოთხოვნების გაცნობის ტრენინგს, ისევე როგორც HACCP და ISO 9001:2015 ტრენინგებს, სისტემების დასანერგად და შესანარჩუნებლად.




ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.


დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page