top of page

შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტმა“ წარმატებით გაიარა GlobalG.A.P. v.5.4-1 სერტიფიცირება

2022 წლის 12 ოქტომბერს სუფრის ყურძნის მწარმოებელმა შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტმა“ კომპანია "ISO Consulting" -ის დახმარებით და USAID-ის დაფინანსებით წარმატებით გაიარა პირველადი წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის სერტიფიცირება IFA GlobalG.A.P v.5.4-1 შესაბამისად.


კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტ“დაარსდა 2019 წელს და მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალში. კომპანიის საკუთრებაშია 30 ჰექტარზე გაშენებული ვენახი და სამაცივრე ნაგებობა, სადაც შესაძლებელია 1000 ტონა ყურძნის ცივად შენახვა. კომპანია აწარმოებს სუფრის ყურძნის 4 სხვადასხვა სახეობას. ვენახი გაშენდა 2020 წლის გაზაფხულზე. Global.G.A.P.-ის მიხედვით შპს “სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის“ მიერ დანერგილი სისტემა ვრცელდება სუფრის ყურძნის მოყვანაზე, რომელიც მოიცავს მოსავლის აღების შემდგომ პროცესებს - წინასწარი გაგრილება, ცივად შენახვა, გადარჩევა, შეფუთვა და გაცემა/ტრანსპორტირება.


GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.


GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.




დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page