Lloyd's Register (UK)
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები
ტრენინგი - "FSSC 22000 შიდა აუდიტორი"
22-24 მარტი, 2017 წელი, სასტუმრო Radisson Blu Iveria.
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე:
-
FSSC 22000 შიდა აუდიტორი.
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ტრენინგს უძღვება Lloyd's Register და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
წარმატებული მსმენელები მიიღებენ "FSSC 22000 შიდა აუდიტორის" კომპეტენტურობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, გაცემულს "Lloyd's Register" მიერ.
ტრენინგის კურსი შემუშავებულია LRQA-ს ლონდონის აკადემიის მიერ.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გამოიმუშაოს შიდა აუდიტორის უნარ-ჩვევები და მიენიჭოს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის კვალიფიკაცია HACCP, ISO 22000 და ISO 22002-1 სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. კურსი შეესაბამება IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეესტრის) მოთხოვნებს.
სავალდებულო მოთხოვნა
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შუძლიათ იმ პირებს, რომელთაც აქვთ:
- სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
- სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის და HACCP სისტემის სათანადო ცოდნა.
რატომ ეს კურსი?
FSSC 22000 სქემა შეიქმნა, როგორც სრულყოფილი მოდელი სურსათის ხარისხის და უვნებლობის უზრუნველსაყოფად. FSSC 22000 სქემას იყენებს მრავალი ორგანიზაცია და აღიარებულია GFSI-ის მიერ.
კურსის მიზანია - დამსწრეთა უშუალო მონაწილეობით სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის პრაქტიკული ტრენინგის მიწოდება.
რეგისტრაციის შემდეგ, ტრენინგამდე 3 დღით ადრე, ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს წინასაკურსო საკითხავს.
რისთვის არის საჭირო წინასაკურსო საკითხავი?
ჩვენ გაძლევთ ინფორმაციას წინასწარ, რათა კურსი იყოს მეტად პრაქტიკული და აქტიურ მუშაობაზე დაფუძნებული. 32 გვერდიანი წინასაკურსო მასალა დაგეხმარებათ გაეცნოთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საფუძვლებს, პრინციპებს, PDCA ციკლს და პროცესების მოდელს, ISO 22000 სტანდარტის სტრუქტურას და ძირითად მოთხოვნებს, აუდიტის დროს გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს, ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნებს შიდა აუდიტების მიმართ და გამოიყენოთ მიღებული ცოდნა ტრეინინგის მიმდინარეობისას.
რეგისტრაცია
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).
ტრენინგის ღირებულება: 390 € (ექვივალენტი ლარებში).
ღირებულება მოიცავს:
-
სწავლებას;
-
წინასაკურსო მასალას;
-
ISO 22000 სტანდარტის გაიდს;
-
FSSC 22000 სქემის გზამკვლევს;
-
სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (კაზუსების და ფორმების) ჩათვლით;
-
"Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს.
-
3 დღით სასტუმრო "Radisson Blu Iveria" მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Tel.: 210 45 77
ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.