top of page

მავნებლების კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში

იმისათვის, რომ უვნებელი სურსათი მოვამზადოთ, აუცილებელია დავიცვათ სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა და ნორმები. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მავნებლების კონტროლია, რადგან მავნებლებმა შესაძლოა გამოიწვიონ სურსათის გაფუჭება ან ხელი შეუწყონ მავნე მიკროორგანიზმების გავრცელებას. სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები სურსათში შეიძლება მოხვდეს მავნებლის ექსკემენტებისა და შარდის საშუალებით. მავნებლების არასათანადო კონტროლმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯამრთელობის დაზიანება და დიდი ფინანსური ზარალი მიაყენოს საზოგადოებრივი კვების ობიექტს. აქედან გამომდინარე საინტერესოა, რა ზომები უნდა მივიღოთ მავნებლების სათანადო კონტროლისთვის?

მავნებლების კონტროლი

გავრცელებული მავნებლები


მავნებლებში მოიაზრება ის ცხოველები, მწერები და ფრინველები რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იწვევენ სურსათის დაბიძნურებას. მათ მიეკუთვნება: მღრნელები, მცოცავი და მფრინავი მწერები, ტარაკნები, ჭიანჭველები, ფრინველები და ხოჭოები.


მავნებლებმა შეიძლება დააბინძურონ სურსათი შემდეგი მიზეზებით:

  • მავნებლებში ან მათ ექსკემენტებში არსებული ბაქტერიებით,

  • მავნებლების სხეულის ნაწილებით, ჭუპრებით, ბეწვებით და ა.შ.

ასევე, სურსათი შეიძლება დაბინძურდეს ქიმიური საშუალებებითაც, თუ მოხდება მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებების უკონტროლო გამოყენება.



კონტროლის რა ზომები უნდა გამოვიყენოთ მავნებლებთან ბრძოლისას?

  • შენობის დაცვა მავნებლების შეღწევისგან - შენობა უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. საჭიროების შემთხვევაში გარკვეული პერიოდულობით უნდა უტარდებოდეს რემონტი მავნებლების შეღწევის თავიდან ასაცილებლად. ეს შესაძლებელია: - სავენტილაციო არხებზე ბადეების დამონტაჟებით. - ღიობებისა და სხვა ისეთი ადგილების დალუქვით, საიდანაც შესაძლებელია მავნებლების შემოღწევა. - იატაკის, კედლების, სახურავების, კარებისა და ფანჯრების ღიობების გარეშე შენარჩუნებით. - სადრენაჟე სისტემების იმგვარად მოწყობით, რომ მავნებლებმა ვერ შეძლონ შემოღწევა.

  • მწერებისაგან დამცავი ბადეები - დამცავი ბადეების გამოყენებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევზღუდოთ მავნებლების შეღწევა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები: -სურსათის მომზადების ზონაში, რეკომენდებულია გაღებად ფანჯრებზე მწერებისაგან დამცავი ბადეების დამონტაჟება (იდეალურია, თუ ბადის ფორების ზომა იქნება 2 მმ2 ან უფრო ნაკლები). -შესაძლებელი უნდა იყოს ბადეების მოხსნა დასუფთავებისთვის. -სამზარეულოს გარეთ გაღებად კარებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება იყოს ღია, უნდა დაუმონტაჟდეს მწერებისგან დამცავი ბადე.

  • ელექტრო მწერსაჭერი მოწყობილობა - აღნიშნული დანადგარების გამოყენებით შესაძლებელია სამზარეულოში მოხვედრილი მფრინავი მწერების განადგურება.

  • სათანადო ჰიგიენური მდგომარეობა - აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: - აუცილებელია მიღებული სურსათის კარგად შემოწმება. მიღების დროს შეამოწმეთ ყოველი პარტია, რათა დარწმუნდეთ, რომ არ აღინიშნება მავნებლებით დაზიანების ნიშნები. ნუ მიიღებთ ისეთ სურსათს, რომელზეც არის მავნებლების კვალი, როგორიცაა: გაღრღნილი შეფუთვა ან მწერები. - ობიექტის და შეუსაბამო პროდუქტის სათავსი უნდა შენარჩუნდეს სუფთა მდგომარეობაში და დაცული იყოს მავნებლების შემოღწევისგან. - ისეთი სურსათი, რომელიც უნდა მომზადდეს, ან ლღვება ან გრილდება, უნდა იყოს სათანადოდ დაცული. - წარმოების ადგილიდან დროულად უნდა გაიტანოთ ნარჩენები ან მოათავსოთ დახურულ კონტეინერში. - სურსათი არ უნდა ინახებოდეს პირდაპირ იატაკზე და კედლებთან ახლოს. - სადაც შესაძლებელია, სურსათი უნდა ინახებოდეს მტკიცე მასალისგან დამზადებულ კონტეინერში. - გარე ტერიტორია შეინარჩუნეთ სუფთა მდგომარეობაში და გაათავისუფლეთ სარეველებისგან. დარწმუნდით, რომ ნარჩენების ურნები თავდახურულ მდგომარეობაშია და ადვილად დასუფთავდება.

  • მავნებლების კონტროლის განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანია. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: - ობიექტს შეუძლია დაიქირაოს მავნებლების კონტროლის განმახორციელებელი კომპანია, რომელიც რეგულარულად განახორციელებს ობიექტის მონიტორინგს. სასურველია კონტრაქტორ კომპანიას ჰქონდეს კარგი რეპუტაცია. - მავნებლების კონტროლის განმახორციელებელ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემოწმებას ყველა ტიპის მავნებლის არსებობაზე, ინფრასტრუქტურის შესაფერისობაზე და უნდა ახორციელებდეს ნებისმიერი ტიპის ინვაზიის აღმოფხვრას. - კარგი რეპუტაციის მქონე მავნებლების კონტროლის განმახორციელებელი კომპანია უნდა იძლეოდეს რეკომენდაციებს ობიექტზე სისუფთავისა და შენახვის პრაქტიკის შენარჩუნების შესახებ, რომელთა გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა მავნებლების შემოღწევა გამოიწვიოს. - კომპანიამ 24 საათის განმავლობაში უნდა შეძლოს გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფა და ყოველი ვიზიტის შემდეგ უნდა წარადგინოს წერილობითი ანგარიში. რეკომენდებულია ამ ანგარიშის ასლის დატოვება თქვენი დოკუმენტაციისთვის.

  • შემოწმება და ინსპექტირება. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: - სურსათის მწარმოებელი ობიექტის ყველა ზონაში რეგულარულად უნდა შემოწმდეს მავნებლების აქტივობის გამომხატველი ნიშნების არსებობა. მაგალითად, მღრღნელების ექსკრემენტები, მწერის ჭუპრები და სხვ. - პერსონალმა ყურადღება უნდა მიაქციოს მავნებლების აქტივობის გამომხატველ ნიშნებს და უნდა იცოდნენ თუ რა ღონისძიებებს მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ მათ კვალს. - მავნებლების გამოვლენის შემთხვევაში, მენეჯერმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სათანადო ზომები. - სურსათი უნდა შემოწმდეს მავნებლების არსებობაზე, მაგ: მწერები მარცვლეულსა და ბურღულეულში.

როგორ უნდა მოვიქცეთ მავნებლების კონტროლთა დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში?

  • დაუკავშირდით მავნებლების კონტროლის კონტრაქტორ კომპანიას.

  • შეამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული პრობლემა.

  • გააუმჯობესეთ პერსონალის ტრენინგები.

  • ნუ მოიხმართ ისეთ სურსათს, რომელზეც ფიქრობთ, რომ მავნებლებით არის დაბინძურებული.

  • დაადგინეთ მავნებლების შემოღწევის მიზეზი, და დარწმუნდით, რომ ეს აღარ განმეორდება.

  • სურსათის წარმოების ზონაში განახორციელეთ მავნებლების ხშირი მონიტორინგი;

  • თუ მუდმივად აწყდებით მავნებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით, განიხილეთ მავნებლების კონტროლის განმახორციელებელი კომპანიის მომსახურებით სარგებლობის საკითხი.

  • თუ ფიქრობთ, რომ მოწყობილობა, ზედაპირები და ინვენტარი მავნებლების მიერ დაბინძურდა, ისინი უნდა გაირეცხოს, ჩაუტარდეს დეზინფექცია და გაშრეს, რათა თავიდან აიცილოთ სურსათისმიერი დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების გავრცელება.


ცოდნის გაღრმავება სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით "ჰიგიენის წესები (GMP/GHP)"- ის ტრენინგს, რომლის დამხრებით შეგეძლებათ აიმაღლოთ ცოდნა სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page