top of page

საშიში მიკროორგანიზმები სურსათში

XVII საუკუნეში ცნობილი ჰოლანდიელი მეცნიერი ანტონი ვან ლევენჰუკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხელით აწყობილი მიკროსკოპის მეშვეობით პირველად იხილა ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის ბაქტერიები. იგი თავდაპირველად წყლის წვეთს დააკვირდა, რომელშიც მრავალი მიკროსკოპული ზომის არსების ნახვის შემდგომ ვერ დამალა გაოცება და საკუთარი აღმოჩენა მალევე გამოაქვეყნა იმდროინდელ სამეცნიერო გაზეთებში. თავდაპირველად, მის აღმოჩენას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ახალი აღმოჩენის სიცხადეში ყველა მალევე დარწმუნდა. ამ ფაქტის შემდგომ საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების ახალ დარგს - მიკრობიოლოგიას და დროთა განმავლობაში მრავალი სხვა აღმოჩენაც გაკეთდა აღნიშნულ სფეროში. დღესდღეოსობით კაცობრიობა მრავალ საშიშ მიკროორგანიზმს იცნობს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ჯამრთელობას შეუქმნან საფრთხე. ზოგიერთი ასეთი მიკროორგანიზმი კი შესაძლოა საკვებ პროდუქტებშიც კი მოხვდეს, ამიტომაც აუცილებელია სურსათის უვნებლობა შესაბამის დონეზე იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა საინტერესოა, როგორ არის ყოველივე ეს შესაძლებელი? რა გზებით ბინძურდება სურსათი მავნე მიკროორგანიზმებით და როგორ უნდა ავიცილოთ ეს თავიდან?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურსათში შესაძლოა მრავალი სახის საშიში მიკროორგანიზმი მოხვდეს, რასაც ადასტურებს ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ყოველი 10 ადამიანიდან 1 ავადდება სურსათისმიერი დაავადებით, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ რამდენიმე ყურადსაღები დასკვნა:

  • მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშირია სურსათის უვნებლობის სათანადო პრაქტიკის უგულებელყოფა, რის შედეგადაც შესაძლოა საკვები პროდუქტი დაბინძურდეს მირკობებით. მაგალითად, არ მოხდეს სურსათის სათანადოდ დამუშავება თერმულად ან ადგილი ჰქონდეს ჯვარედინ დაბინძურებას და ა.შ.

  • ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ხდება სურსათის უვნებლად ტრანსპორტირება, ტრანსპორტირების დროს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა, სურსათის შეფუთვა და ა.შ.

  • გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა სურსათის წარმოება არასათანადო პირობებში. მაგალითად, ინდონეზიაში, კერძოდ კი კუნძულ ჯავაზე, თითქმის ყველა დიდი მდინარე ტექსტილის საწარმოების სიუხვის გამო უკიდურესადაა დაბინძურებული. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული მდინარეების წყალს მაინც იყენებს სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად და ფერმაში ცხოველების დასარწყულებლად.

ინდონეზია ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც დაბინძურებული მდინარეები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. მსგავსი სიტუაცია გვხდება ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე მდინარე ინდის, განგისა და იამუნას შემთხვევებში. გარდა ამისა, მსგავს პრობლემას განსხვავებული სიმწვავით თითქმის ყველა ქვეყანაში ვაწყდებით. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ სურსათის არასათანადოდ მომზადებასა და ტრანსპორტირებას მივიღებთ იმ მძიმე სურათს, რომლის გამოც მრავალი ადამიანის ჯამრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიოს სჭირდება ისეთი გზები, რომლის დახმარებითაც აღნიშნულ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდება.


*ფოტოზე: მდინარე განგი ინდოეთში, რომლის წყალსაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს.


საბედნიეროდ, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობენ. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO), რომელსაც მრავალი სტანდარტი აქვს შემუშავებული სურსათის უვნებლობის მხრივ. ISO განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სურსათში საშიში მიკროორგანიზმების გამოვლენის მეთოდების განვითარებას. რისი დასტურიცაა ISO 16140 სერიის სტანდარტები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია უკეთ შევძლოთ სურსათში არსებული მიკროორგანიზმების გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღება. აღნიშნული სერიის სტანდარტები აერთიანებს 100-ზე მეტ ასეთ მეთოდს და ამით მნიშვნელოვნად ეხმარება მსოფლიოს.


ISO 16140 სერიის სტანდარტები შემუშავებულია ISO-ს შემაგენლოაში არსებული საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 34/SC 9 კომიტეტის მიერ. აღნიშნულ კომიტეტს არსებობის ისტორიაში მონაწილეობა მიღებული აქვს 86 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში, ხოლო ამჟამად 20 ახალ სატნდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd's-ის მიერ შემუშავებული HACCP ტრენინგი, რომელიც ადაპტირებულია თქვენი წარმოების და მომსახურების პროცესებზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების გათვითცნობიერებას და მოტივაციას, მეტი პასუხისმგებლობით აკონტროლონ სურსათის უვნებლობის საფრთხეები და დაიცვან ჰიგიენის წესები.

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page