• მზია კუზნეცოვა, PhD

HACCP სისტემა - თქვენი ბიზნესის დაცვის საუკეთესო საშუალება


აკრონომი HACCP თითქმის 10 წელია რაც გამოჩნდა საქართველოში. მისი აქტუალობა და ცნობადობა 2015 წლიდან გაიზარდა - მას შემდეგ, რაც „სურსათის უვნებლობის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" შესაბამისად, HACCP სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა იმ ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სასაკლაოს ან ახორციელებენ ნედლი რძის თერმულ დამუშავებას.


საქართველოში ბიზნესოპერატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ HACCP ერთ-ერთი საკანონმდებლო ბიუროკრატია ან კლიენტთა მოთხოვნით განპირობებული იძულებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „ართულებს“ მათ საქმიანობას სასურსათო ჯაჭვში.


სტანდარტის იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც HACCP სისტემას მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზეზით ნერგავს, ის შეიძლება ნამდვილად გახდეს უსარგებლო ან ბიუროკრატიული, რომლის არსებობას მხოლოდ მაკონტროლებლების გამოჩენისას მოიკითხავენ ან მოაწესრიგებენ ხოლმე.


თუმცა, მსოფლიო მასშტაბით, ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ HACCP წარმოადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის ყველაზე ოპტიმალურ სისტემას, რომელიც გამორიცხავს ტოტალურ კონტროლს და კვალიფიციურად ჩატარებული საფრთხის ანალიზი იძლევა საშუალებას, გამოვლენილი იქნეს ყველა პოტენციური საფრთხე, მოხდეს დაკვირვება სურსათის წარმოების, გადამუშავებისა ან დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე და მინიმალური დანახრჯებით თუ ადამიანური რესურსების გამოყენებით მიღწეულ იქნას მაქსიმალური შედეგი - „უვნებელი სურსათი“ !

რატომ არის HACCP სისტემა მნიშვნელოვანი ჩემი ბიზნესისთვის?

რეალურად, HACCP არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით თქვენ, როგორც სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები, დაიცავთ საკუთარ ბიზნესს, თქვენს მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისაგან. გარდა ამისა, HACCP სისტემის ჩანაწერები და მტკიცებულებები თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პრობლემის ან გართულების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი მომხმარებლის ან მესამე მხარის მიმართ.


HACCP სისტემა აღიარებულია, როგორც ერთადერთი ყველაზე შედეგიანი გზა, საფრთხეების აღმოსაფხვრელად, შესამცირებლად და გასაკონტროლებლად, სურსათის შეგროვების ან გადამუშავების ნებისმიერ ეტაპზე. მისი წარმატებით შესრულება მოითხოვს ბიზნესოპერატორის მიერ მიზანმიმართული პროგრამის განხორციელებას.



როგორ მოვახდინო ჩემს ბიზნესში HACCP სისტემის შედეგიანი გამოყენება?


მიუხედავად იმისა, რომ არსებობს HACCP ტექნიკის რამდენიმე სხვადასხვა ინტერპრეტაცია, ყველაზე ფართოდ გამოიყენება HACCP სისტემა, რომელიც Codex Alimentarius კომისიის მიერ მოწოდებულ 7 პრინციპზეა დაფუძნებული. აღნიშნული პრინციპები დოკუმენტირებულია „CAC.RCP1-1969 - სურსათის ჰიგიენის ზოგადი პრინციპების საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდებულ კოდექსში“ (გადმოწერეთ PDF ვერსია). დღეისათვის მოქმედებს მისი მეოთხე გადასინჯვა, რომელიც 2003 წელს გამოიცა.


გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენს ბიზნესში HACCP სისტემის შედეგიანი გამოყენება და მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი.


თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ არსებული მდგომარეობის ანალიზი (GAP Analysis). არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის სისტემასა და HACCP სისტემის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის ან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.


აგრეთვე, გამოიყენეთ ჩვენი ტრენინგი „HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება“. რომელიც მოდიფიცირებული იქნება თქვენი საწარმოო პროცესების შესაბამისად. იგი მოწოდებულია ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s-ის მიერ. შედაგად, თქვენ შეძლებთ თანამშრომლებს გააცნოთ HACCP სისტემის მოთხოვნები და მათი პრაქტიკული გამოყენება თქვენს პროცესებში.


მზია კუზნეცოვა

PhD, ISO 22000/HACCP წამყვანი აუდიტორი, ტრენერი


თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.