top of page

ემუქრება მსოფლიოს სასურსათო კრიზისი მომავალში?

მსოფლიო მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდება. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ ქვეყანაში შობადობის ბუმია და უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობა უკვე 7.8 მილიარდ ადამიანს აჭარბებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპით შენარჩუნდა 2050 წლისთვის მოსახლეობა 9.7 მილიარდს, ხოლო 2100 წლისთვის 10.9 მილიარდს გადააჭარბებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეზღუდული რესურსების ფონზე უნდა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის სასურსათო მოთხოვნა. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს?

სურსათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ამას მრავალი მიზეზი აქვს: პირველ რიგში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. ასევე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარება და ა.შ. გარზდილი მოთხოვნა სურსათზე აძლევს სტიმულს მწარმოებლებს გაზარდნონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები, აწარმოონ კიდევ უფრო მეტი სურსათი. მეტი სურსათის საწარმოებლად კი აუცილებელია მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის გამოც ყოველწლიურად იჩეხება ტყეების უზარმაზარი ფართობი, რაც კიდევ უფრო აუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. მსოფლიო თითქოს დილემის წინაშეა: ან უნდა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის სურსათით მსოფლიო მოსახლეობა, ან უნდა იზრუნოს ეკოლოგიაზე. ანუ გამოდის რომ ნებისმიერი არჩევანი წამგებიანია. მეტიც, ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი თვლიდა, რომ კაცობრიობას განადგურება ემუქრებოდა, რადგან მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით (მოსახლეობის ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებს საარსებო საშუალებების ზრდის ტემპს). ამ თემაზე მეცნიერმა 1778 წელს ნაშრომიც გამოაქვეყნა "ტრაქტატი მოსახლეობაზე" და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მალთუსიანელობის თეორიას. თუმცა, მალთუსის ეპოქიდან უკვე 200 წელზე მეტი გავიდა, XVIII საუკუნიდან დღემდე მოსახლეობა 7 მილიარდი ადამიანით გაიზარდა, თუმცა მისი წინასწარმეტყველება მაინც არ ახდა. საინტერესოა, რა არის ამისი მიზეზი?


*მალთუსი საკუთარ ნაშრომში მსოფლიოს აღსასრულს უწინასწარმეტყველებდა


რატომ არ გამართლდა მალთუსის პროგნოზი? - ამას მრავალი მიზეზი აქვს: პირველ რიგში ეს მოსახლეობის აღწარმოების თავისებურებაა, რომელიც გულისხმობს დროთა განმავლობაში, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ მოსახლეობის ზრდის შემცირებას. მეორე მიზეზია ტექნოლოგიური პროგრესი. ადამიანის ბუნება ხომ განვითარებისკენაა მიმართული. სწორედ ამიტომ, უამრავ სფეროში პროგრესმა საოცარ სისწრაფეებს მიაღწია: განვითარდა მეცნიერება, კომპიუტერული სფერო, სამედიცინო სფერო და მათ შორის, სურსათის წარმოების ტექნოლოგიებიც. ახლა უკვე შესაძლებელია სურსათის წარმოება გაცილებით უფრო ეფექტურად, ვიდრე ეს მალთუსის დროს იყო, ან როგორც მას წარმოედგინა მომავალში. კიდევ ერთი მიზეზი მალთუსიანელობის თეორიის კრახისა ეს კაცობრიობის მხრიდან ფასეულობათა გადაფასების პროცესია: ადამიანები უფრო კონცენტრირებული ხდებიან საკუთარ კარიერაზე, განვითარებაზე, წინასწარ გეგმავენ ოჯახს, შვილების რაოდენობას, აღარ ოჯახდებიან ნაადრევად და ა.შ. ფასეულობათა გადაფასების ეს პროცესი უკვე დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება განვითარებად ქვეყნებში. უბრალოდ დროის ამბავია, თუ როდის აუწყობს ფეხს ყველა ქვეყანა მსოფლიოს ახალ დღის წესრიგს.


მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლეობის რაოდენობა კვლავ განაგრძობს ზრდას. როგორც უკვე ავღნიშნეთ 2050 წლისთვის მოსახლეობა 9.7 მილიარდს, ხოლო 2100 წლისთვის 10.9 მილიარდს გადააჭარბებს, რაც კაცობრიობას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. მაგალითად, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს 2050 წლისთვის 9 მილიარდზე მეტი ადამიანის საურსათო მოთხოვნა? - ამ თემაზე უკვე მუშაობს მრავალი ჭკვიანი ადამიანი და უამრავი ორგანიზაცია. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც აღწერს, თუ როგორ ეხმარება სოფლის მეურნეობას ახალი ტექნოლოგიები საწარმოო სიმძლავრეების ზრდასა და ხარჯების შემცირებაში. მართლაც, კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმერს შეუძლია მისი შრომის მწარმოებლურობა მნიშვნელოვნად გაზარდოს, იმუშაოს გაცილებით უფრო ეფექტურად, ნაკლებად დააზიანოს ეკოლოგია, საკუთარი შრომით შეამციროს მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი და მალთუსის თეორიის სიმცდარეს კიდევ ერთხელ მოჰფინოს მზის შუქი.


სურსათზე მოთხოვნის დაკამაყოფილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სურსათის ხარისხი, რომელსაც საკვებად მოვიხმართ. სანამ საკვები თქვენს სუფრაზე აღმოჩნდება, ის სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების დარღვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის მიწოდებას და ამ საგანგაშო სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ISO 22000 სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის წარმოებას. ამ სტანდარტის გამოყენებით შეძლებთ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობა. ეს საერთაშორისო სტანდარტი ​ადგენს მოთხოვნებს "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის" მიმართ, რომელიც მოიცავს:

  • ინტერაქტიულ კომუნიკაციას,

  • სისტემის მენეჯმენტს,

  • წინასწარ მოსამზადებელ პროგრამებს, და 

ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, დაგეხმარებათ ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნების სრულ ადაპტაციაში.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.








 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page