top of page

Lloyd's Register (UK)

ISO Trainings.jpg
ხარისხის მენეჯმენტის სისტემები

ტრენინგი - "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის"

​

​

26-27 თებერვალი, 2019 წელი, სასტუმრო Radisson Blu Iveria.

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის".

​

​

რატომ ეს კურსი?

​

ISO 9001 შეიქმნა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მოდელი მენეჯმენტის სისტემაში. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებული ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

​

კურსი არის სახალისო და პრაქტიკული.

წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში.

​

აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "Lloyd's"-ის მიერ.

​

წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას.

​

იხილეთ ტრენინგის პროგრამა.

​

სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა.

​

წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის.

​

ტრენინგს უძღვება Lloyd's Register და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

ტრენინგის პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.

ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე).

​

​

რეგისტრაცია

​

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 თებერვალი, 2019 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 472 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).

გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 20 თებერვლისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.

 

მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და ორიგინალი სერტიფიკატების ჩამოსვლისთვის).

​

ღირებულება მოიცავს:

  • სწავლებას;

  • 40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით;

  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;

  • "Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

  • 2 დღით სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.

​

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 599 366368

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge

​

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.

​

ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ტრენინგები ...
  • LinkdIn ISO Consulting
  • Facebook ISO Consulting
bottom of page