top of page

Lloyd's Register (UK)

ხარისხის მენეჯმენტის სისტემები

ტრენინგი - "ISO 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება"

​

​

11 ოქტომბერი, 2018 წელი, სასტუმრო Radisson Blu Iveria.

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "ისო 9001:2015 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება"

​

​

რატომ ეს კურსი?

​

ISO 9001 შეიქმნა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მოდელი მენეჯმენტის სისტემაში. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებული ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

​

წინამდებარე კურსი მიმართულია ისო 9001:2015 სტანდარტის განახლებულ სტრუქტურაზე, რომელიც ეფუძნება SL დანართს.

​

წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რათა გამოიყენოთ მოთხოვნები სამუშაო პროცესებში.

​

აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "Lloyd's"-ის მიერ.

​

წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას.

​

სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა.

​

წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის.

​

ტრენინგს უძღვება "Lloyd's Register" და "iTOL"-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით - ივანე დიდბერიძე.

​

ტრენინგის პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.

​

ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე).

​

​

რეგისტრაცია

​

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი, 2018 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 360 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).

გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.

​

ღირებულება მოიცავს:

  • სწავლებას;

  • 40 გვერდიან გაიდლაინს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით;

  • სასწავლო მასალებს, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;

  • "Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

  • სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.

​

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Tel.: 210 45 77

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge

​

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.

​

ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ტრენინგები ...
  • LinkdIn ISO Consulting
  • Facebook ISO Consulting
bottom of page