top of page

ძიების შედეგები

81 results found with an empty search

  • isoconsulting | ISO 9001 წამყვანი აუდიტორი (IRCA)

    ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს წამყვანი აუდიტორი და ჩაატაროს მესამე მხარის აუდიტები. . . ISO 9001:2015 Lead Auditor Course for IRCA Quality Management & Security 40 Hours LRQA provides lead auditor training courses to fully equip auditors with knowledge and experience they need to plan and implement audits and report their findings. The courses are available in Dubai, in Abu Dhabi, other major business sectors in the UAE, and across the MEA You need this course if ... you want to audit Quality Management Systems against ISO 9001 requirements you are an Auditor or Quality System Manager and want to add to your credibility with a widely accepted qualification you want to satisfy the formal training requirements for IRCA certification. You will learn ... the purpose of a QMS and the ISO 9000 principles of quality management essential definitions to help you interpret and audit ISO 9001 requirements to analyse ISO 9001 clauses and suggest examples of evidence that would show conformance with these requirements the roles and responsibilities of an auditor and lead auditor to plan and conduct an interview with top management and evaluate an organisation’s quality policy and objectives to prepare an on-site audit plan that establishes effective audit trails across processes and between members of an audit team how to audit processes for conformance and effectiveness, including any specific quality objectives to prepare thoroughly for audit and produce process based checklists to gather objective evidence through observation, interviewing and reviewing documentation how to evaluate objective evidence and correctly identify conformance and non-conformance with requirements to report findings accurately against requirements of ISO 9001, write and grade non-conformity reports and evaluate proposals for corrective action how to relate your audit findings to the policy and objectives of the organisation and present your overall evaluation to top management You will need … knowledge and understanding of ISO 9001 and experience of auditing ideally to have attended our ISO 9001 Appreciation and Interpretation course to understand the basics of how organisations work and the role of top management In-company This lead auditor training programme can be delivered as an in-company event for companies in Tbilisi, in Abu Dhabi, across UAE and other GCC countries.

  • HACCP ქოუჩის პროგრამა HoReCa სექტორისთვი | isoconsulting

    პროგრამა შემუშავებულია HoReCa სექტორში ჩართული ორგანიზაციებისათვის, რათა მათ დანერგონ სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემა, რომელიც მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით. "HACCP ქოუჩის პროგრამა" HoReCa სექტორისთვის პროგრამის შინაარსი პროგრამის მიზანი: პროგრამა შემუშავებულია HoReCa სექტორში ჩართული ორგანიზაციებისათვის, რათა მათ დანერგონ სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემა, რომელიც მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით. პროგრამის თავისებურებები და შესრულების მეთოდიკა: "HACCP ქოუჩის პროგრამა" არის სწავლებისა და კონსულტაციების ერობლიობა, სპეციალურად HoReCa სექტორისთვის. პროგრამა დაყოფილია 8 მოდულად. თითოეულ მოდულზე განიხილება HACCP სისტემის შესაბამისი საკითხები და სრულდება სავარჯიშოები. პროგრამის ცალკეული მოდულის ბოლოს დელეგატებს ეძლევათ დავალება, რომელიც უნდა მოამზადონ პროგრამის მომდევნო მოდულის დაწყებამდე. აღნიშნული დავალება მოიცავს: წინასწარ მომზადებულ შაბლონურ ინსტრუქციებს, ფორმებს და ჩეკლისტებს იმ თემების შესახებ, რომლებსაც მოიცავს ეს მოდული. საქმიანობების დანერგვას ორგანიზაციაში (საკონტროლო წერტილების განსაზღვრა და კონტროლის ჩამოყალიბება, სურსათის უვნებლობის არსებული პრაქტიკის მოდიფიკაცია ან ცვლილება); ან „სამოქმედო გეგმის” შედგენა, რომელსაც მოიცავს თითოული მოდული. ყველა დავალება უნდა გაეგზავნოს კონსულტანტს შემდეგი მოდულის დაწყებამდე; ტრენერი შეაფასებს თითოულ დავალებას. კონკულტაციისთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრა, რომელშიც განიხილება და შესწორდება წარმოდგენილი დავალებები. პროგრამის შინაარსი: საწავლო პროგრამის მოდულები შედგება შემდეგი საკითხებისგან: უვნებელი სურსათის მომზადების გეგმა – „დიდი სურათი“. HACCP პრიციპების გაცნობა ნედლეულის და მასალების შეძენა, შეგროვება, მიღება, შენახვა მომზადება და დამუშავება ცივად მიწოდება/განთავსება გალღობა კერძის მომზადება გაგრილება/გაყინვა ხელახლა გაცხელება ცხლად შენახვა/განთავსება ტრანსპორტირება და მიწოდება დამატებითი ეტაპები (ფიზიკური და ქიმიური დაბინძურება; ალერგენები და მათი კონტროლი; აკრილამიდი; დასუფთავება და დეზინფექცია; მავნებლების კონტროლი; ნარჩენების კონტროლი; გამზომი ხელსაწყოების ვერიფიკაცია და დაკალიბრება; პერსონალის ჰიგიენა; პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი; ჰიგიენის წესები, პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა). მენეჯმენტი – როლებისა და პასუხისმგებლობის განაწილება სამზარეულოში. ცალკეულ მოდულს თან ახლავს სპეციფიკური სავარჯიშო, რომელიც მოიცავს: სახელმძღვანელოს და ინსტრუქციას ამ მოდულის პრაქტიკული რეალიზებისთვის; წინასწარ მომზადებულ ფორმებს ჩანაწერებისთვის; დანერგვის მონიტორინგისთვის ჩეკლისტებს; საუკეთესო პრაქტიკების ჩვენებას ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენებით. კურსის ფორმატი: ვირტუალური სწავლება და ქოუჩინგი. სახელმძღვანელოები, ფორმები, ინსტრუქციების და პროგრამის შაბლონები, სხვა დამატებითი მასალები ატვირთულია პორტალზე, საიდანაც შესაძლებელია მათი გადმოწერა. კურსის ხანგძლივობა: 60 კალენდარული დღე. კვირაში 2 დღე, ორშაბათი-ხუთშაბათი, ან სამშაბათი-პარასკევი. 4 საათი დღეში, სულ 9 დღე. დელეგატების რაოდენობა ჯგუფში არაუმეტს 10 მონაწილე თითოეულ ჯგუფში. პროგრამაში რეკომენდებულია ობიექტის მენეჯერის და უფროსი მზარეულის მონაწილეობა. პროგრამის შედეგების გაზომვა: პროგრამის დასრულების შემდეგ თითოულ მონაწილე მზად იქნება, გამოიყენოს HACCP გეგმა და სახელმძღვანელო სამზარეულოში. გთხოვთ გაითვალისწინოთ : HACCP სისტემის დასანერგად საჭირო ღონისძიებების კვების ობიექტზე პრაქტიკული განხორციელება უნდა მოხდეს პროგრამის მონაწილეების მიერ. დელეგატებს შეეძლებათ პროგრამის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში კითხვებით მიმართონ მენტორს და მიიღონ ამომწურავი პასუხი, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. შერჩევის კრიტერიუმები პროგრამაში მონაწილეობისათვის HoReCa სექტორის წარმომადგენელი თითოეული ბიზნესოპერატორი შეფასდება მათ საწარმოში HACCP სისტემის დანერგვისთვის მზაობაზე. შეფასება განხორციელდება სპეციფიკური კითხვრით, რომელიც უნდა შეავსოს პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა თითოეულმა ბიზნეს ოპერატორმა. თითოეულ ბიზნეს ოპერატორთან შედგება დამატებითი ზარი, რომ გადამოწმდეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ შეიძლება საჭიროებდეს დაზუსტებას. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამის დაწყებამდე ობიექტზე ვიზიტი. წინასწარი კვალიფიკაცია და მოთხოვნები პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზოგადოებრივი კვების ობიექტზე ევალება სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს: ობიექტის მენეჯერი; სტიუარდი; მზარეული ან უფროსი მზარეული;ხარისხის ან სურსათის უვნებლობის მენეჯერი და სხვა. აუცილებელია, რომ პროგრამის მონაწილემ: იცოდეს სამზარეულოს პროცესები დასაქმებული იყოს საზოგადოებრივი კვების ობიექტში იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (e-mail, internet) იცოდეს MS Word-ის პროგრამის გამოყენება. პროგრამის ყველა მონაწილე ვალდებულია შეასრულოს მიცემული დავალება! აღჭურვილობა და რესურსები პროგრამის ყველა მონაწილეს დასჭირდება: კომპიუტერი, უწყვეტი ელექტრო ენერგიით და ინტერნეტით კომპიუტერთან დაკავშირებული ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი ქაღალდი და ფერადი ფანქრები წინასწარ მომზადებული ფორმების ამობეჭდვის შესაძლებლობა. პროგრამის წამყვანები პროგრამის ავტორი - ივანე დიდბერიძე. ტრენერი - ქეთევან წულაია. კონსულტანტები - კესო მატკავა, მარიამ მამათელაშვილი, ნინო ნეფარიძე ღირებულება პროგრამის ღირებულება შეადგენს 4800 ლარს, რომლის ღირებულების 80% დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპერტამენტის პროგრამის მიერ. რეგისტრაცია პროგრამის მონაწილეების კომენტარები ასეთი ორგანიზებული , მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული, ინფორმაციული, მრავლისმომცველი ტრეინინგი ძალიან იშვიათია . წარმატებას ვუსურვებ გუნდს. სრულყოფილად მივიღეთ ინფორმაცია კვების ობიექტის სამართავად საჭირო და სავალდებულო დოკუმენტაციის შედგენის და წარმოების შესახებ, რომელიც ინსპექტირებისთვის მზადყოფნის გარდა, საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ ობიექტზე მიმდინარე ყველა პროცესი. პროგრამა ძალიან ორგანიზებული და ინფორმაციული იყო. დეტალურად აღწერდით ეტაპებს , რომელზეც გასამახვილებელია ყურადღება, დაწყებული პროდუქციის მიღებიდან დამთავრებული მომხმარებელზე საბოლოო პროდუქტის მიწოდებით. სრული ციკლი, სადაც უნდა გამოვრიცხოთ ყველა საფრთხე და სწორად განვსაზღვროთ, შევაფსოთ რისკები ტრეინინგის ყველა საკითხი იყო საინტერესო და საჭირო იმდენად, რამდენადაც ამ საკითხების ერთობლიობა ქმნის HACCP პროგრამას და მათი ცალ-ცალკე განხილვა არასწორად მიმაჩნია.

  • isoconsulting | ტრენინგი - ისო 27001 დანერგვა

    ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს ისო 27002 სტანდარტის მოთხოვნებს, ინფორმაციის უსაფრთხოების ელემენტებს და დანერგოს ისინი... Introduction to ISO 27001:2013 Requirements Trainer - LRQA Trainer Price- 170 £ (Equivalent to GEL) Duration - 9 Hours Registration You need this course if ... you need to start to implement an Information Security Management Systems (ISMS) your organisation needs to conform to ISO/IEC 27001 you wish to help an organisation implement an ISMS You will learn ... the background to Information Security how to define the scope of an ISMS the identification of assets relative to the scope how to apply values to the above assets how to determine the risk to the assets and their potential impact how to identify the appropriate controls how to determine and produce applicable policies and procedures the identification of awareness training the certification process You will need … to have a good understanding of ISO 27001 and ISO 27002 (attending the ISO 27001 Appreciation and Interpretation course or the ISO 27001 Auditor/Lead Auditor course is recommended) Delegates will need to bring a laptop with wi-fi capability The Course delivered reflects the new ISO 27001 standard. Registration

  • isoconsulting | CE ნიშანდება | CE MARKING

    CE ნიშანდება სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) სხვადასხვა საქონლის,მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრო ტექნიკის, სათამაშოების და ... Ce Marking CE Marking გამოიყენეთ შანსი განათავსოთ თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტი "ევროპის ეკონომიკურ ზონაში" (EEA) გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა CE ნიშანდება სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) სხვადასხვა საქონლის,მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრო ტექნიკის, სათამაშოების და მრავალი სხვა პროდუქციის განსათავსებლად, რათა დაცული იქნას მომხმარებლის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემო პირობები. CE ნიშანდებას ახორციელებს მხოლოდ ევროკომისიის მიერ ნოტიფიცირებული ორგანოები. როგორ მივიღო CE ნიშანი? თქვენს პროდუქციაზე CE ნიშნის დასატანად აუცილებელია აღნიშნული პროდუქცია აკმაყოფილებდეს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს. CE ნიშანის მისაღებად საჭიროა შემდეგი ევსი სავალდებულო ეტაპის გავლა: ეტაპი 1: იმ დირექტივის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს თქვენი პროდუქციის შესაბამისობა; ეტაპი 2: დირექტივის გამოსაყენებლად მოთხოვნების განსაზღვრა (განისაზღვრება ჰარმონიზებული სტანდარტი ან მათი ერთობლიობა); ეტაპი 3: შესაბამისობის დადასტურების სქემის განსაზღვრა; ეტაპი 4: ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა; ეტაპი 5: პროდუქციის შესაბამისობის შეფასება/ სასერტიფიკაციო აუდიტი; ეტაპი 6: დეკლარაციის შედგენა პროდუქციაზე და CE ნიშნის განთავსება. ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენს პროდუქციაზე უნიკალური CE ნიშნის დატანაში. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის შედეგიანი და მოქნილი ტრენინგების პროგრამის მეშვეობით, ასობით ადამიანი ეცნობა მოთხოვნებს და იყენებს მათ პრაქტიკაში. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • isoconsulting | ტრენინგი - ჰიგიენის წესები

    ჰიგიენის წესების ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც დასაქმებულია სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში და შეხება აქვს სურსათის მომზადების და/ან ... ჰიგიენის წესები (GMP/GHP) ტრენერი - ქეთევან წულაია კორპორატიული ტრენინგი ხანგძლივობა - 5 საათი დაგვიკავშირდით თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: თქვენ დასაქმებული ხართ სურსათის/ცხოველის საკვების მომზადების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე თქვენ გსურთ გაეცნოთ სასურსათო ჯაჭვის მიმართ არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მარეგულირებელ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თქვენ გსურთ დაგეგმოთ, შეიმუშაოთ და აკონტროლოთ თქვენი ორგანიზაციის ჰიგიენის პროგრამა. თქვენ შეისწავლით: სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორებს საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული ძირითადი დაავადებების მახასიათებლებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპს“ საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესებს (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებს სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესებს სურსათის უვნებლობის წინასწარ პროგრამებს (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის) სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია. თქვენ დაგჭირდებათ: წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება. კურსის შემდგომი განვითარება HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ISO 22000:2018 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება მომზადება ISO 22000:2018 სტანდარტისთვის ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი FSSC 22000:2017 v4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება - სურსათის წარმოება "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია წინამდებარე კურსი განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციებში ჩასატარებლად. დაგვიკავშირდით დღესვე, რათა შეიტყოთ მეტი >>

  • ISO Consulting | საერთაშორისო ტრენინგი - HACCP

    23 თებერვალი, 2017. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ხორცპროდუქტე Lloyd's Register Workshop - "HACCP Principles, Interpretation & Application" HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებაში 23 თებერვალი, 2017. თბილისი, სასტუმრო Radisson Blu Iveria. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd’s Register" გიწვევთ ვორკშოპზე "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება". სურსათის უვნებლობის მენეჯმენტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულმა ცვლილებებმა და ევროკავშირთან ასოცირების საკითხების გააქტიურებამ, გააძლიერეს HACCP პრინციპების მნიშვნელობა. სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ხორცის და ხორცპროდუქტების მწარმოებელი და მიმწოდებელი ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან HACCP პრინციპების დანერგვის დემონსტრირებაზე. რატომ ეს კურსი? წინამდებარე კურსი გაგაცნობთ HACCP-ის პრინციპებს, რომელიც მოცემულია Codex Alimentarius-ის მიერ და შეგასწავლით როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში. ტრენინგი განიხილავს ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში HACCP პრინციპების გამოყენების თავისებურებებს. კურსის მიმდინარეობისას თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში. ცალკე განხილულია საკანონმდებლო მოთხოვნების და წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების როლი და მათი ურთიერთკავშირი HACCP პრინციპებთან. დასასრულს მოცემულია კავშირი ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის, რათა უფრო მკაფიოდ გაათვითცნობიეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული მიდგომის სარგებელი. ტრენინგს უძღვება "Lloyd's Register" და "iTOL"-ის მიერ ავტორიზებული ტრენერი, მრავალწლიანი სამუშაო გამცდილებით. სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "Lloyd's Register (UK)" ლონდონის აკადემიის მიერ. მონაწილეები მიიღებენ "Lloyd's Register" მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს . იხილეთ ტრენინგის პროგრამა. მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნები კურსზე დასასწრებად მოგეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანზიაციაში. მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. რეგისტრაცია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე). რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 თებერვალი, 2017 წელი. ტრენინგის ღირებულება: 120€ (ექვივალენტი ლარებში), დღგ-ს ჩათვლით. ღირებულება მოიცავს: სწავლებას; HACCP გზამკვლევს ქართულ ენაზე. სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და HACCP პრაქტიკული სავარჯიშოების (კაზუსების და ფორმების) ჩათვლით, რომლებიც შედგენილია ხორცპროდუქტების წარმოებისთვის; "Lloyd's Register" -ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს". სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Tel.: 210 45 77 ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. სურსათის უვნებლობის ტრენინგები ... ისო 22000 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება FSSC 22000 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება FSSC 22000 - შიდა აუდიტორი (IRCA) FSSC 22000 Auditor/ Lead Auditor (IRCA) ონლაინ რეგისტრაცია

  • კორპორაციული პასუხისმგებლობა | isoconsulting

    კორპორაციული პასუხისმგებლობა "ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესის მოვალეობაა იზრუნოს იმ გარემოზე , სადაც ოპერირებს, უზრუნველყოს თითოული თანამშრომელი ღირსეული სამუშაო პირობებით და იზრუნოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე " ირინა მოგანი, დირექტორი ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეა ჩვენ მიგვაჩნია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის ბიზნესის დამატებითი საქმიანობა, არამედ ის მისი განუყოფელი ნაწილია . აქედან გამომდინარე, 2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა . აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამ ნაბიჯით ჩვენ განვაგრძობთ მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრაციას ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში და ვიღებთ პასუხისმგებლობას შევასრულოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი, რომელთა შორისაა ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა . To play, press and hold the enter key. To stop, release the enter key. მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ განისაზღვრა 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც უნდა შესრულდეს 2030 წლისთვის და უზრუნველყოს მსოფლიოს მდგრადი განვითარება. აღნიშნულ გეგმას შეუერთდა მსოფლიოს 193 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ISO Consulting -ის პროფესიონალთა გუნდი ძალიან ამაყია, რადგან ჩვენი საქმიანობით შეგვაქვს წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. გაეცანით მეტს

  • isoconsulting | OHSAS 18001 - შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება

    OHSAS 18001:2007 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის გამოყენებით ... OHSAS 18001 შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება OHSAS 18001:2007 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის გამოყენებით, ორგანიზაციას შეუძლია აკონტროლოს ამ სისტემაში არსებული რისკები და გააუმჯობესოს სისტემის შედეგიანობა. სტანდარტი უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას საფრთხეების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას ან დაყვანილ იქნას დასაშვებ დონემდე. OHSAS 18001 სტანდარტის უპირატესობები ამცირებთ რისკებს - OHSAS 18001 სტანდარტის გამოყენება ხელს უწყობს ყველაზე ჯანმრთელი სამუშაო პირობების ჩამოყალიბებას და გეხმარებათ შეამციროთ უბედური შემთხვევები, თანამშრომლების დაავადება, ტრავმებისა და ავარიების დროს დროის კარგვა. თანამშრომლების ამაღლებული განწყობა - OHSAS 18001 სტანდარტი დაგეხმარებათ თანამშრომლების უსაფრთხოებისა და მათ მიმართ მზრუნველობის შეგრძნებაში, რაც შეამცირებს მათ პოტენციურ საჩივრებს. სანდო კომპანიის იმიჯი - შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დანერგვითა და სერტიფიცირებით მოპოვებული ნდობით, თქვენმა კომპანიამ შესაძლებელია მიიღოს მნიშვნელოვანი უპირატესობები. ხდებით პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - OHSAS 18001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სახელშეკრულებო პირობებით მოითხოვენ OHSAS 18001 სისტემას, როგორებიცაა მაგალითად, საფინანსო ინსტიტუტები. ვის შეუძლია გამოიყენოს OHSAS 18001? OHSAS 18001 შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ. თქვენ დაგჭირდებათ სერტიფიკაცია OHSAS 18001 სტანდარტის შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სახელშეკრულებო ან სხვა პირობებით მოითხოვენ OHSAS 18001 სტანდარტთან შესაბამისობის დადასტურებას. რატომ ISO Consulting? ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი. დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ... გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's- ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ როგორც სტანდარტის მოთხოვნების გათვითცნობიერების, აგრეთვე OHSAS 18001 შიდა აუდიტორების ტრენინგები. იხილეთ ვრცლად მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას, თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. GAP Analysis კონსულტაცია და დახმარება ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური საფრთხეები არსებობს სამუშაო ადგილებზე და როგორ უნდა უზრუნველყოთ მათი მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა. ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. იხილეთ ვრცლად

  • isoconsulting | FSSC 22000 ინტერპრეტაცია

    FSSC 22000 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ ... FSSC 22000:2017 v.4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერები - ივანე დიდბერიძე და ქეთევან წულაია ღირებულება - 210 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 9 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გაეცნოთ FSSC 22000 სერტიფიკაციის სქემას და მასთან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს გსურთ მომავალში გახდეთ "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი ". თქვენ შეისწავლით: FSSC 22000 სქემის ძირითად თავისებურებებს FSSC 22000 სქემის სარგებელს ISO 22000 სტანდარტის სტრუქტურას და მოთხოვნებს ISO 22002-1 სტანდარტის დანიშნულებას, მის შინაარსს და ურთიერთკავშირს ISO 22000 სტანდარტთან. თქვენ დაგჭირდებათ: სასურსათო ჯაჭვში მუშაობის გამოცდილება HACCP სისტემის ცოდნა კურსის შემდგომი განვითარება ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >> IMG_6068 IMG_5986

  • ჩვენ შესახებ | isoconsulting

    ჩვენ შესახებ „მენეჯმენტის სისტემებმა ორგანიზაციებს საშუალება უნდა მისცენ, ისწავლონ წარსულიდან , მართონ აწმყო და მოემზადონ მომავლისთვის .“ ISO Consulting წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების, ტრენერების და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს მენეჯმენტის სისტემების სხვადასხვა დისციპლინებში. ISO Consulting -ი გაეროს გლობალური შეთანხმების (UN global compact) მონაწილეა . აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. მეტი ინფორაცია ◼ 2004 წლიდან დღემდე, ჩვენს ადგილობრივ კონსულტანტებს დაუგროვდათ დიდი გამოცდილება ISO სტანდარტების დანერგვასა და სერთიფიკაციაში. ◼ 2012 წელს, დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, ჩამოყალიბდა საკონსულტაციო ორგანიზაცია - "ISO Consulting ", რომელიც იმავდროულად გახდა ბრიტანული Lloyd’s -ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზაციულ განვითარებას ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებით. ◼ 2013 წელს ჩვენ გავხდით პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია IRCA -ს მიერ დამტკიცებული ტრენინგების მშობლიურ (ქართულ) ენაზე მიწოდება. ტრენინგის პროგრამები შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში “Lloyd’s Register” (UK) მიერ . ტრენინგების მონაწილეთა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენი ტრენინგის მონაწილეების 100% კვლავ სიამოვნებით დაესწრება ჩვენს სხვა ტრენინგებს. ◼ ჩვენ წარმოვადგენთ პირველ ქართულ ორგანიზაციას, რომელმაც შეძლო CE ნიშანდების ყველაზე რთული პროექტის განხორციელება. 2014 წელს სამედიცინო სექტორში განვახორციელეთ CE ნიშანდება და ISO 13485 სერტიფიცირება სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელი ქართული ორგანიზაციისათვის. ◼ 2016 წელს "ISO Consulting" გამორჩეულ იქნა USAID/REAP -ის მიერ APMA-ს 2014-1016 წლებში აგრარულ სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების ISO და HACCP სერთიფიკაციის საუკეთესო შედეგების მიღწევით და დაჯილდოვდა „წარმატების სერტიფიკატით“. ◼ 2017 წელს, ადგილობრივი კადრები გადავამზადეთ აუდიტორებად, რომლებიც გახდნენ აკრედიტებული საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოების კონტრაქტორი აუდიტორები, რომლებმაც უკვე მრავალ ორგანიზაციაში წარმატებით ჩაატარეს ISO 9001, ISO 22000, HACCP, FSSC 22000 და ISO 45001 აუდიტები . ◼ 2018 წელს, „ISO Consulting“-მა პირველად განახორციელა სერვისის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი პირველი პროექტი ექსპორტზე შედგა თეირანში, სადაც განვახორციელეთ GlobalG.A.P. -ის დანერგვა სასათბურე მეურნეობაში. ◼ 2019 წელს "ISO Consulting"-მა შეძლო სურსათის ხარისხის და უვნებლობის ყველაზე მაღალი დონის სტანდარტების ტრენინგის კურსების მომზადება და USAID-ის თანადაფინანსებით გავხდით IFS-ის და BRCGL-ის ავტორიზებული ტრენინგ პროვაიდერი . ◼ 2020 წელს "ISO Consulting"-მა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „Land O’Lakes Venture37 “ დაკვეთით განახორციელა ქვეყანაში სურსათის ხარისხის და უვნებლობის გასაუმჯობესებლად მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც HACCP აუდიტორებად გადამზადდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) 154 თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით. ◼ 2021 წელს ჩვენ გადავამზადეთ 4 წამყვანი აუდიტორი BRCGS სტანდარტის შესაბამისად, რომლებსაც შეუძლიათ BRCGS აუდიტების ჩატარება. ამავდროულად, ოთხივე თანამშრომელმა წარმატებით დაასრულეს "BRC Professional " პროგრამა და მიენიჭათ შესაბამისი ავტორიზაცია. ◼ 2021 წლის დასაწყისში ISO Consulting შერჩეულ იქნა „გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის “ - UNIDO -ს მიერ, როგორც კომპეტენტური და სტაბილური ტრენინგ პროვაიდერი, შედეგად ჩვენ მოგვენიჭა უფლება დაგვეწყო UNIDO-ს ენერგო-ეფექტურობის სისტემის დანერგვა ქართულ ორგანიზაციებში. ◼ 2021 წელს პირველად საქართველოში, ჩვენ შევიმუშავეთ ინოვაციური „HACCP ქოუჩის პროგრამა HoReCa სექტორისთვის “, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს თვითონ შეიმუშაონ და დანერგონ HACCP სისტემა, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით. ამავდროულად, დააგროვონ საჭირო ცოდნა HACCP სისტემის შესანარჩუნებლად. 2002 წელს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „Land O’Lakes Venture37“ დაკვეთით, განმეორებით დავიწყეთ „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების გადამზადება HACCP აუდიტორებად. ◼ 2022 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში შევიმუშავეთ ვორკშოპი "HACCP სისტემის დანერგვა HoReCa სექტორში", რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეული კომპანიის 53-მა მონაწილემ. ◼ 2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა . აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ◼ 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ჩვენ ვემსახურებით 145+ ორგანიზაციას . ჩვენი მისია, ხედვა და მიზნები ჩვენი მისიაა - საზოგადოებაში დავამკვიდროთ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების, მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ხედვაა - ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით შევქმნათ დამატებითი ფასეულობა ჩვენი კლიენტებისთვის, რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ მიწოდების ჯაჭვი და ამაღლდეს პროდუქციის და მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება და საიმედოობა. ჩვენი მიზანია - ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლები თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატებული ოპერირებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტით, ცოდნითა და გამოსავალით, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. შესრულებული პროექტები

  • isoconsulting | BRC Global Standards

    British Retail Consortium (BRC) - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი, რომელიც გამიზნულია მთლიან საერთაშორისო სასურსათო ჯაჭვში გამჭვირვალობის შესაქმნელად. BRC Global Standards BRC Global Standards სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები სერტიფიკაციის წამყვანი პროგრამა, სურსათის უვნებლობის და ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნილი დიდი ბრიტანეთის მიერ გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა British Retail Consortium (BRC) - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი, რომელიც გამიზნულია მთლიან საერთაშორისო სასურსათო ჯაჭვში გამჭვირვალობის შესაქმნელად. დიდი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმმა შექმნა სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი - ერთი საერთო სტანდარტი საცალო ვაჭრობის ქსელის მომმარაგებელი კომპანიების შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი დიდ ბრიტანეთშია შემუშავებული, იგი აღიარებულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტი. დღეისათვის მოქმედებს სტანდარტების მეშვიდე გამოცემა, რომელიც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ჰარმონიზებულია EU კანონმდებლობის მოთხოვნებთან. BRC კლასიფიცირდება 5 სტანდარტად მიმართულებების მიხედვით: BRC Global Standard for Food Safety BRC Global Standard for Storage and Distribution BRC Global Standard for Packaging and Packaging Materials BRC Global Standard for Consumer Products BRC Global Standard for Agents and Brokers BRC -სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტის პრინციპულ მოთხოვნებში შედის ორგანიზაციის მიერ რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, HACCP სისტემის გამოყენება და დანერგვა, დოკუმენტირებული და შედეგიანი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, საწარმოო გარემოს სტანდარტების, პროდუქტის, პროცესების და პერსონალის კონტროლი. BRC სტანდარტების უპირატესობები BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტთან შესაბამისობა ანიჭებს სურსათის მიმწოდებელს მნიშვნელოვან უპირატესობას. სტანდარტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალჯერადი აუდიტის თანმდევი გაურკვევლობა და შეფერხებები, აგრეთვე სხვადასხვა კლიენტისთვის ერთიდაიგივე ინფორმაციის დუბლირების საჭიროება. სერტიფიკატი ადასტურებს ტექნიკურ კომპეტენტურობას და ეხმარება მწამროებელს, ბრენდის მფლობელსა და საცალო მოვაჭრეებს შეასრულონ მათზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებები. აგრეთვე სერტიფიკატი წარმოადგენს გარანტიას მომხმარებლისთვის მიიღოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათი. ვის შეუძლია გამოიყენოს BRC? BRC-ის სტანდარტები შეიქმნა საცალო ვაჭრობის ქსელის დახმარებით, რათა შესაძლებელი იყოს ბრიტანული, მაღალი დონის საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მომხმარებლის დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა. BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი ძირითადად სჭირდება იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ რთულად შეღწევად დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, განურჩევლად მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა თუ წარმოშობის ქვეყნისა. ხშირ შემთხვევაში, სერტიფიკაცია BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტის მიხედვით, წარმოადგენს წინაპირობას დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ქსელში პროდუქციის განსათავსებლად. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ BRC-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგები, რომლებსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და BRC-ის ავტორიზებული ტრენერები. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და BRC სტანდარტის მოთხოვნებს შორის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

bottom of page