top of page

ძიების შედეგები

81 results found with an empty search

  • isoconsulting | UNIDO რეგისტრაციის ფორმა

    რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ოპერატორი გამოგიგზავნით შესაბამის ინვოისს და ტრეინინგის პროგრამას.

  • isoconsulting | ტრენინგი - ISO 45001 გათვითცნობიერება

    ISO 45001:2018 გათვითცნობიერების ტრენინგის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც... ISO 45001:2018 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერი - ლია თამაზაშვილი ღირებულება - 210 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 18 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: თქვენ გსურთ გაიაზროთ ISO 45001:2018 სტანდარტის მოთხოვნები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული OH&S სტანდარტები და OH&S მენეჯმენტის სისტემები (QMS ) გსურთ მომავალში გახდეთ "შრომის უსაფრთხოების შიდა აუდიტორი ". თქვენ შეისწავლით: მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების დანიშნულებას და ISO 45001:2018 სტანდარტის გამოყენების სფეროს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების თანამედროვე სტრუქტურას და ISO 45001:2018 სტანდარტის შინაარსს მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს ISO 45001:2018 სტანდარტს, მათ შორის: პროცესისადმი მიდგომას PDCA ციკლს რისკზე დაფუძნებულ ხედვას ISO 45001:2018 სტანდარტის მოთხოვნებს და როგორ შეიძლება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. როგორ გამოიყენოთ ISO 45001:2018 სტანდარტის მოთხოვნები ოპერირების პროცესში და ახსნით მათ ურთიერთკავშირს. თქვენ დაგჭირდებათ: წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება. კურსის შემდგომი განვითარება ISO 45001:2018 შიდა აუდიტორი (IRCA) რისკების შეფასება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საფუძვლები შრომის უსაფრთხოების თემატური ტრენინგები სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

  • isoconsulting | IFS - International Food Standard

    IFS შემუშავებულია სურსათის მწარმოებელი კომპანიებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ... international food standart IFS ს ურ სათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები გლობალური სტანდარტი სურსათის მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე ხარისხის და უვნებლობის მენეჯმენტის პროცესების სამართავად გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა IFS სურსათის სტანდარტი არის აღიარებული სტანდარტი, სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის (GFSI) მიერ, სურსათის მწარმოებლების აუდიტისათვის. იგი ფოკუსირდება სურსათის უვნებლობაზე და პროცესებისა და პროდუქტების ხარისხზე. IFS შემუშავებულია სურსათის მწარმოებელი კომპანიებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასურსათო პროდუქტების შეფუთვას. IFS გამოიყენება მაშინ, როდესაც სურსათი იწარმოება ან როდესაც პროდუქტების შეფუთვისას არსებობს მათი დაბინძურების საფრთხე. სტანდარტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის სურსათის მწარმოებლებისათვის, განსაკუთრებით, მათთვის ვინც ფლობს სავაჭრო მარკას. სტანდარტი ხელს უწყობს წარმოებისა და მარკეტინგის მიმართულებებს, მიმართონ თავიანთი ძალისხმევა ბრენდის უვნებლობისა და ხარისხისაკენ. სტანდარტი ჩამოყალიბდა სასერტიფიკაციო ორგანოების, საცალო მოვაჭრეების, სასურსათო ინდუსტრიისა ან სასურსათო მომსახურების სფეროში მონაწილე კომპანიების სრული და აქტიური ჩართულობით. IFS სტანდარტის უპირატესობები იმ კომპანიებს, რომლებიც მიისწრაფვიან უმაღლესი დონის ხარისხის, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა კმაყოფილებისაკენ და ცდილობენ კონკურენტუნარიანი უპირატესობა მოიპოვონ ბაზარზე, IFS სერტიფიკაცია სთავაზობს მნიშვნელოვან სარგებელს. წარმოების სარგებელი: სურსათის ხარისხის და უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი; რესურსების უფრო შედეგიანი გამოყენება; მომხმარებლის აუდიტების საჭიროების შემცირება; დამოუკიდებელი მესამე მხარის აუდიტები; რისკზე დაფუძნებული მიდგომის საშუალებით უფრო მაღალი მოქნილობა. მარკეტინგული სარგებელი: გაუმჯობესებული ბიზნეს რეპუტაცია, მაღალი ხარისხისა და უვნებელი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია; ისეთ კლიენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვენ მესამე მხარის აუდიტს; IFS ლოგოს და სერტიფიკატის გამოყენება მაღალი დონის სტანდარტებთან შესაბამისობის დემონსტრირებისთვის. ვის შეუძლია გამოიყენოს IFS? IFS სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც სურთ მიაღწიონ ბრენდის მაღალ ხარისხს. ჩვენი მოსახურება გამ ოიყენეთ ტრენინგები ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ IFS-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგი, რომელსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და IFS-ის ავტორიზებული ტრენერები. ეს ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების სურვილს, იმოქმედონ IFS სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და გამოიყენონ იგი. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და IFS სტანდარტის მოთხოვნებს შორის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • isoconsulting | FSSC 22000 - სურსათის უვნებლობა

    FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სრული სერტიფიკაციის სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც ... FSSC 22000 - სურსათის უვნებლობის სერტიფიკაცია სურსათის უვნებლობა და რისკების მენეჯმენტი გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა FSSC 22000 სქემის მიხედვით შეფასება და აუდიტები დაფუძნებულია პროცესებისადმი მიდგომაზე. შემფასებლები აკვირდებიან, რა გავლენას ახდენს ერთი პროცესი სხვა დანარჩენზე. აღნიშნული მიდგომის ფუნდამენტური მოთხოვნები წარმოადგენს შედეგიანი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის არსებობას. FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის სრულყოფილ სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის გლობალურ სტანდარტს, და ISO/TS 22002 სტანდარტზე, რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ. ისო 22000:2005 სტანდარტი არ აკონკრეტებს მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ. სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რატომაც არ იქნა იგი აღიარებული GFSI -ის მიერ. ამიტომ შეიქმნა ალტერნატიული სქემა, სადაც ისო 22000 და ISO/TS 22002 (რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ) გამოიყენება ერთობლივად. სწორედ ეს სქემა არის FSSC 22000, რომელიც აგრეთვე აღიარებულია GFSI -ის მიერ. მარტივი არითმეტიკით რომ წარმოვიდგინოთ, FSSC22000 = ISO 22000 + ISO/TS 22002. რა არის ISO/TS 22002 და რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი? ISO/TS 22002 სტანდარტი არის ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც სპეციფიკურია სხვადასხვა სექტორისთვის. იგი ადგენს დამატებით სახელმძღვანელოს ორგანიზაციებისთვის მაშინ, როდესაც ორგანიზაციას სურს დაადგინოს შედეგიანი წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები უვნებელი პროდუქტის შესაქმნელად. წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები - ეს არის ორგანიზაციის პროგრამები და პრაქტიკა, რომელიც მიმართულია საწარმოო გარემოს სამართავად, რათა მიღებულ იქნას უვნებელი პროდუქტი, მაშინ როდესაც, HACCP სისტემა ფოკუსირებულია კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესში საფრთხეების სამართავად. მრავალი ორგანიზაცია იყენებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკას (GMP); ეს ასევე შეიძლება იყოს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების ნაწილი. საწარმოო გარემოს მიმართ, ISO/TS 22002 ტექნიკური სპეციფიკაცია, წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების სახით ადგენს შემდეგ სპეციფიკურ მოთხოვნებს: შენობების დაგეგმარება და განლაგება საამქროებისა და სამუშაო ადგილების განლაგება კომუნალური სისტემები - ჰაერი, წყალი, ენერგია ნარჩენების განთავსება მოწყობილობის შესაფერისობა, დასუფთავება და ტექმომსახურება შესყიდული მასალების მენეჯმენტი ჯვარედინი დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები დასუფთავება და სანიტარიული დამუშავება მავნებლების კონტროლი პერსონალის ჰიგიენა და საშუალებები გადასამუშავებელი პროდუქტი პროდუქტის გამოთხოვის პროცედურები საწყობში შენახვა ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და მომხმარებლის ინფორმირება სურსათის დაცვა, ბიოუსაფრთხოება და ბიოტერორიზმი აღნიშნული მოთხოვნები ვერ იქნებოდა ერთნაირად გამოსაყენებელი მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის საწარმოებისთვის. ლოგიკურია დასვა კითხვა: - რატომ უნდა დააყენო ერთი და იგივე მოთხოვნა რძის პროდუქტების და მშრალი ხილის წარმოების შენობის, საამქროების და სამუშაო ადგილების განლაგების, ან თუნდაც დასუფთავების და სანიტარიული დამუშავების მიმართ? სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაითვალისწინა ეს გარემოება და მოახდინა წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების კლასიფიკაცია სექტორების მიხედვით, რათა მაქსიმალურად შედეგიანი ყოფილიყო მათი გამოყენება უვნებელი პროდუქტის მისაღებად, შესაბამის სექტორში. დღეისათვის, ISO/TS 22002 სტანდარტი კლასიფიცირდება შემდეგ სექტორებად: ISO/TS 22002-1:2009 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 1: სურსათის წარმოება. ISO/TS 22002-2:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 2: საზოგადოებრივი კვება. ISO/TS 22002-3:2011 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 3: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ISO/TS 22002-4:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 4: სურსათის შესაფუთი მასალების წარმოება. ISO/TS 22002-6:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 6: ცხოველთა კვება და საკვების წარმოება. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავ ამუშავებს ISO/TS 22002 ტექნიკური სპეციფიკაციის შემდეგ ნაწილებს, რომლებიც გამოქვეყნდება მომავალში. ასეთი მიდგომა შესაძლებელს ხდის FSSC 22000 სქემის გამოყენებას სურსათის წარმოების და მიწოდების სრულ ჯაჭვში. შესაბამისად FSSC 22000 სქემის მიხედვით შესაბამის სექტორში მოქმედ ბიზნესოპერატორს საშუალება აქვს, აირჩიოს, თავისთვის საჭირო სპეციფიკური სტანდარტი, რაც უფრო შედეგიანს ხდის ისო 22000 სტანდარტის გამოყენებას ამა თუ იმ სექტორისთვის. FSSC 22000 სქემის სარგებელი FSSC 22000 საუკეთესო საშუალებაა გადავწყვიტოთ სასურსათო ჯაჭვში უკვე მოქმედი მრავალი სტანდარტის ფრაგმენტაციის პრობლემა, რადგან ცალკეული მათგანი თავისებურად აყალიბებს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მიმართ. FSSC 22000 იყენებს საერთშორისო სტანდარტებს , რომლებსაც მხარი დაუჭირა და იყენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 175 წევრი სახელმწიფო. მას მიენიჭა სრული აღიარება "სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის"(GFSI ) მიერ და მას მხარს უჭერს "ევროკავშირის სურსათისა და სასმელის ინდუსტრიების კონფედერაცია" (CIAA). მხოლოდ ასოცირებული სასერტიფიკაციო ორგანოები, როგორიცაა LRQA, ლიცენზირებული არიან გასცენ აკრედიტებული FSSC 22000 სერტიფიკატი. FSSC 22000 სქემა ითვალისწინებს: სურსათთან დაკავშირებული სტანდარტების მაღალ გამჭვირვალობას; გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ყველა მხარის მიერ; გაცილებით შედეგიან მესამე მხარის აუდიტს, რომელიც ამცირებს ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან. FSSC 22000 სქემის საბოლოო მიზანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა მთლიანად სასურსათო ჯაჭვში. აღნიშნული მიდგომა დადებითად იმოქმედებს და შექმნის გარკვეულ უპირატესობებს სურსათის წარმოების და მიწოდების მთლიან ჯაჭვში. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ FSCC 22000 მოთხოვნების გაცნობის და შიდა აუდიტორის ტრენინგები, ისევე როგორც HACCP ტრენინგი . ჩვენი სურსათის უვნებლობის ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში Lloyd's-ის მიერ, რომელიც სრულად იყო ჩართული FSSC 22000 სქემის შემუშავებაში. საქართველოში, 2015 წლიდან იქნა შესაძლებელი ამ ტრენინგების ქართულ ენაზე მიწოდება. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! ორგანიზაციები, რომლებმაც დანერგეს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ისო 22000 სტანდარტის შესაბამისად, საჭიროებენ მხოლოდ დამატებით შეფასებას ISO/TS 22002 სპეციფიკაციასთან მიმართებით, რათა მიაღწიონ FSSC 22000 სქემასთან შესაბამისობას. ხოლო ორგანიზაცია, რომელიც ახლა იწყებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებას და სურს FSSC 22000 სქემასთან შესაბამისობა, შეუძლია გამოიყენოს არსებული მდგომარეობის ანალიზი, შესაბამისად განისაზღვროს FSSC 22000 სქემის მიხედვით სერტიფიკაციის ოპტიმალური გზა. ასეთი ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის არსებულ პრაქტიკასა და FSSC 22000 სქემას შორის. შედეგად, თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • isoconsulting | ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტი

    15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისო 9001 სტანდარტმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. 2015 წლის ვერსია ფუნდამენტურად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან და შემო... ISO 9001:2015 ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მართეთ ხარისხი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის შესაბამისად. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა ისო 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ისო 9000 სერიის სტანდარტებს, ისო 9004 სტანდარტთან ერთად, და ეხმარება ორგანიზაციებს მუდმივად შეესაბამებოდნენ მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს და მოლოდინს, აგრეთვე ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემა დაგეხმარებათ მუდმივად განახორციელოთ მონიტორინგი და მართოთ ხარისხი ნებისმიერი ოპერაციის შესრულების პარალელურად და ყურადღებას ამახვილებს იმ გზებზე, რომელთა საშუალებით მიაღწევთ თანმიმდევრულ შესრულებებს და მომსახურებას. საერთაშორისო დონეზე, ორგანიზაციებისათვის, იგი წარმოადგენს ხარისხის სისტემის არჩევანს! ისო 9001:2015 სისტემის უპირატესობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უჩნდება მრავალ ორგანიზაციას, არის "რა არის ისო 9001 სტანდარტის განახლებული ვერსიის სარგებელი ჩემი ორგანიზაციისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის"? 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისო 9001 სტანდარტმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. 2015 წლის ვერსია ფუნდამენტურად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან და შემოაქვს საუკეთესო მენეჯმენტის პრაქტიკა: უფრო მეტი ყურადღება ბიზნესის დაგეგმვაზე, რომელიც აგრეთვე მოითხოვს რისკების და შესაძლებლობების გაანალიზებას; სიღრმისეული მოთხოვნები საქმიანობის შესრულების მონიტორინგსა და შეფასებაზე; ნაკლები მოთხოვნა დოკუმენტირებული პროცედურების მიმართ, რაც შეიძლება ჩანაცვლდეს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციით და შესაბამისი ცოდნით; ლიდერობა და მუდმივი გაუმჯობესება. ყველა სხვა მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი, ადვილად ინტეგრირებადი ხდება ისო 9001:2015 სტანდარტთან, რადგან მომავალში ყველა მათგანი წარმოდგენილი იქნება ერთი სტრუქტურით და აქცენტები გაკეთდება მენეჯმენტის სისტემის შესაბამის დისციპლინებზე. ვის შეუძლია გამოიყენოს ისო 9001:2015 ? ისო 9001 საერთაშორისო სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი დადებითი მხარეა მისი შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის ან ზომის ორგანიზაციის მიერ. იგი თანაბრად გამოიყენება როგორც პროდუქტის მწარმოებელი, აგრეთვე სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, რადგან ისო 9001 ფოკუსირებას ახდენს პროცესების ორგანიზებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რისკებზე დაფუძნებულ ხედვასა და გაუმჯობესებაზე. რა მოთხოვნები აქვს ისო 9001:2015 სტანდარტს? მრავალ ორგანიზაციას აინტერესებს რა მოთხოვნები აქვს სტანდარტს, რამდენად შესაძლებელია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ორგანიზაციამ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობით. ამისათვის, ჩვენ შევადგინეთ "ისო 9001:2015 გაიდლაინი" , რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ონლაინ. გაიდლაინის PDF ვერსიის გადმოსაწერად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია. ჩვენი მოსახურება გა მოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის განახლებული და შედეგიანი ტრენინგების პროგრამის მეშვეობით, ასობით ადამიანი ეცნობა განახლებულ მოთხოვნებს და იყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ცოდნა და უნარები, თუ ხართ ახლად ჩართული ხარისხის მენეჯმენტის სისტემებში, ან გსურთ გაიუმჯობესოს ცოდნა სტანდარტის განახლებული ვერსიის გაცნობისა და გამოყენებისათვის. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანზიციის მენეჯმენტის სისტემასა და ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად, თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნები და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • isoconsulting | GFSI - სურსათის უვნებლობის გლობალური

    მომხმარებლამდე უვნებელი სურსათის მიწოდების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა (GFSI). იგი კოორდინირებულია ... GFSI სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა GFSI სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა მრეწველების მიერ მართული ერთიანი გლობალური პლატფორმა სურსათის უვნებლობის მისაღწევად გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა მომხმარებლამდე უვნებელი სურსათის მიწოდების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა (GFSI). იგი კოორდინირებულია სურსათის ბიზნეს ფორუმის მიერ და ფუნქციონირებს 2000 წლის აპრილიდან. GFSI აღიარებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სპეციფიკურ სტანდარტებს და თანხმდება სერტიფიკაციის შესაბამის სქემებს. თავდაპირველად GFSI-ის გაერთიანების ქვეშ მყოფმა შვიდმა უმსხვილესმა საცალო მოვაჭრემ, Walmart-ის და Tesco-ს ჩათვლით, მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას GFSI-ის მიერ აღიარებული 4 სხვადასხვა სქემის თავსებადობის შესახებ: BRC, IFS, Dutch HACCP და SQF. დღეს GFSI უკვე აღიარებს სერტიფიკაციის სხვა სქემებს. (იხილეთ GFSI-ის მიერ აღიარებული სქემები). 2006 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა GFSI-ის ტექნიკური კომიტეტი, რომელიც შედგება საცალო მოვაჭრეების, მწარმოებლების, სტანდარტის შემმუშავებლების, სასერტიფიკაციო ორგანოების, აკრედიტაციის ორგანოების, სამრეწველო ასოციაციებისა და სხვა ტექნიკური ექსპერტების მიერ. GFSI-ის საბჭოსთვის ტექნიკური კომიტეტი უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტიზას და რჩევებს და ცვლის GFSI-ის ადრინდელ მიდგომებს. კომპანიები, რომლებიც აღიარებენ GFSI-ის სქემებს ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ორგანიზაციის ლოგო, რომლებიც მოითხოვენ GFSI-ის სქემებს თავიანთი სურსათის მიწოდების ჯაჭვში. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი ყოველწლიურად ცვალებადი და მზარდია. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ GFSI-ის ოფიციალური გვერდი . GFSI-ის საბაზისო და შუალედური დონეები გარდა აღიარებული სტანდარტებისა და სერტიფიკაციის სქემებისა, GFSI ადგენს სურსათის უვნებლობის შესაბამისობის საბაზისო და შუალედურ დონეებს, რომლებიც მნიშვნელოვანი სარგებელია მცირე ბიზნესისთვის. აღნიშნული მიდგომა შემუშავდა GFSI-ის მიერ, რათა ისეთ მიმწოდებლებს, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ჰქონოდათ ბაზარზე თავისუფალი დაშვების საშუალება. ამავდროულად, ისინი შეძლებენ მაღალი დონის სტანდარტების და სერტიფიკაციის სქემების მოთხოვნებთან დაახლოების პროგრესის დემონსტრირებას. ასეთ ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ საბაზისო ან შუალედური დონის მოთხოვნები, მათი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის არსებული პროგრესის შესაბამისად და ეტაპობრივად გააუმჯობესონ იგი. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ GFSI-ის მიერ აღიარებული სქემების შესაბამისი ტრენინგები, აგრეთვე GFSI-ის საბაზისო მოთხოვნების გათვითცნობიერების და ინტერპრეტაციის სპეციალური კურსი, რომლებსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის ტრენერები. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ რა სჭირდება თქვენს ორგანიზაციას, რათა მიაღწიოს GFSI-ის საბაზისო ან შუალედურ დონეს. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • isoconsulting | ტრენინგი - ISO 14001 ინტერპრეტაცია

    ისო 14001:2015 ინტერპრეტაციის და გათვითცნობიერების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ... ISO 14001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერი - ლია თამაზაშვილი ღირებულება - 105 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 9 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გაეცნოთ ISO 14001:2015 სტანდარტის და გარემოს მენეჯმენტის სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს გსურთ მომავალში გახდეთ "ისო 14001:2015 შიდა აუდიტორი". თქვენ შეისწავლით: შედეგიანი გარემოს მენეჯმენტის სისტემის მნიშვნელობას და მის წვლილს თქვენს ბიზნესში ისო 14001 სტანდარტის დანიშნულებას და არსს, და მის ურთიერთკავშირს სხვა სტანდარტებთან მნიშვნელოვან ტერმინებს და განმარტებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ისო 14001 სტანდარტის ინტერპრეტაციასა და გამოყენებაში ისო 14001 სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას როგორ დაადგინოთ გარემოს ასპექტები და ზემოქმედება მათზე გარემოს დაცვის მნიშვნელობას და მასთან შესაფერისობას. თქვენ დაგჭირდებათ: წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება. კურსის შემდგომი განვითარება ისო 14001:2015 შიდა აუდიტორი (IRCA) ისო 14001:2015 სტანდარტის დანერგვა "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები ISO 14001 Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

  • isoconsulting | ტრენინგი - HACCP პრინციპები და გამოყენება

    HACCP ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს სასურსათო ჯაჭვში და სურსა გამოიყენოს HACCP სისტემა მის... HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ტრენერი - ქეთევან წულაია ღირებულება - 120 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 12 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: თქვენ მუშაობთ სასურსათის წარმოებაში და არ იცნობთ HACCP პრინციპებს თქვენ გსურთ შეიმუშაოთ და დანერგოთ კოდექს ალიმენტარიუსის და მენეჯმენტის სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული HACCP -ის მტკიცე სისტემა . თქვენ შეისწავლით: კოდექს ალიმენტარიუსის მოთხოვნებზე დაფუძნებულ HACCP პრინციპებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას HACCP სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის და შენარჩუნების პოტენციურ სარგებელს და მოსალოდნელ სირთულეებს როგორ შეუთავსოთ HACCP სისტემა ისო 9001 და ისო 22000 სტანდარტებზე დაფუძნებულ მენეჯმენტის სისტემებს როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია. სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "LRQA"-ის ლონდონის აკადემიის მიერ . მონაწილეები მიიღებენ "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს . თქვენ დაგჭირდებათ: სასურსათო ჯაჭვში მუშაობის გამოცდილება კურსის შემდგომი განვითარება ISO 22000:2018 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება მომზადება ISO 22000:2018 სტანდარტისთვის ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი FSSC 22000:2017 v4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება - სურსათის წარმოება "ბიზნესის გაუმჯობესების " პრ ოგრამები FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართუ ლი რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >> ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები თამთა ზაქარეიშვილი კომპანია "ჩირინა" "მასალები იყო მარტივად გასაგები და აღქმადი. არაჩვეულებრივი პროფესიონალები თავიანთი საქმის და სპეციალობის" ირინა ქიტიშვილი კომპანია "IDS BORJOMI" "ტრენერს აქვს კარგი გადმოცემის სტილი, მშვიდი და არამონოტორული, შეუძლია აუდიტორიის ჩართვა და კონტროლი. ტრენინგის მასალები და დიზაინი სრულად აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს". ნატალია რეხვიაშვილი კომპანია "აბდ ჯორჯია" "მასალები გარკვევით იყო მოწოდებული და ძალიან საინტერესოა საკითხავად. ტრენინგის სტილი ძალიან კარგად არის მორგებული მსმენელებისთვის, ტრენერებს აქვთ შესანიშნავი გადმოცემის უნარი. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ძალიან გამომადგება ჩემს კომპანიაში, რომელშიც HACCP სისტემა არის დანერგილი. ამ ტრენინგით შევძელი სრულად გავცნობოდი HACCP სისტემას"

  • პროდუქტები | isoconsulting

    სერვისები ISO აუდიტი ISO ტრენინგები ISO სერტიფიკაცია ISO კონსულტაცია სერვისები სისტემის შესაბამისობიდან შედეგიანობამდე. ISO სერტიფიკატი უნდა უზრუნველყოფდეს თქვენს პარტნიორებთან თქვენი შესაძლებლობების ნათლად წარდგენას. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით ISO აუდიტი ობიექტური მტკიცებულებები შედეგიანი გადაწყვეტილების მისაღებად. ვრცლად >> ISO კონსულტაცია ბიზნესის მუდმივი გაუმჯობესება, რჩევები და დახმარება. მიიღეთ დახმარება >> ISO ტრენინგი ჩვენ გთავაზობთ Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის ტრენინგის პროგრამებს. გაიგეთ მეტი >> ISO სერტიფიკაცია აამაღლეთ თქვენი ბიზნესის შედეგიანობა და იმიჯი ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატის დახმარებით. სერტიფიკაცია >> ISO აუდიტი ISO აუდიტი ISO აუდიტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა, დაადგინოთ თქვენი ბიზნესის შესაბამისობა და შედეგიანობა ISO-ს საერთაშორისო სტანდარტებთან და დაგეგმოთ ბიზნესის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებები. ჩვენ გთავაზობთ სისტემის შეფასებას როგორც სერთიფიკაციის პროცესში, ასევე მის შემდეგ, კარგად ადაპტირებული და ცნობილი მეთოდებით, როგორიცაა გეპ ანალიზი, შიდა აუდიტები, მეორე მხარის (მომხმარებლის) აუდიტები და გარე აუდიტები. ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური აუდიტორები შეაფასებენ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას და გიჩვენებენ "დიდ სურათს", რათა დაგეგმოთ ღონისძიები ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. ISO ტრენინგები ჩვენი ტრენინგის პროგრამები შემუშავებულია Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ და კითხულობენ აკადემიის აკრედიტებული ტრენერები. ტრენინგის მეთოდოლოგია ითვალისწინებს მსმენელის ჩართულობის მაღალ დონეს. თემები განიხილება ქეისების და დისკუსიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეს მიღებული ცოდნა გამოიყენოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციაში დაბრუნებისთანავე. ჩვენი ტრენინგების საშუალებით თქვენ შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი მმართველი გუნდის უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რათა მართოთ პროცესები მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. კორპორატიული შეთავაზება კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკვეთონ მმართველი გუნდის ტრენინგი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მოთხოვნების გათვითცნობიერების მიზნით და სისტემის შიდა აუდიტორების მოსამზადებლად. ასეთი ტრეინინგების ორგანიზება შესაძლებელია თქვენი ორგანიზაციის ბაზაზე, რაც ერთის მხრივ ამცირებს ტრენინგის თვითღირებულებას, მეორეს მხრივ შედეგიანად გამოიყენებთ თანამშრომლის სამუშაო დროს. ISO სერტიფიკაცია ჩვენ წარმოგიდგენთ გლობალურად აღიარებულ ბრიტანულ საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოს "Lloyd's Register" (LR) - member of Lloyd's Register Group , რომელსაც მინიჭებული აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე აკრედიტაციის ორგანოს "UKAS Royal Accreditation" აკრედიტაციის N001 მოწმობა, აგრეთვე ამერიკის "ANAB", იაპონიის "JAB" და 50-ზე მეტი სხვა აკრედიტაციის ორგანოების მოწმოებები მსოფლიოს მასშტაბით. "Lloyd's Register" წარმოდგენილია 80+ ქვეყანაში მისი 240+ ოფისით.  "Lloyd's Register" - მსოფლიოს N1 აკრედიტებული სასერთიფიკაციო ორგანო 1760 წლიდან წარმოადგენს ფლაგმანს იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ატარებენ მესამე მხარის აუდიტებს. ის წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანიზაციას. შემოსავლები მიმართულია კვლევებში, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში (GFSI 2014 Diamond sponsor), მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მაღალი დონის სერვისის მიწოდებაში (დამატებით იხილეთ Lloyd's Register Foundation ). შესაბამისად, Lloyd's-ის შეფასებებს ენდობიან მსოფლიოს გლობალური ბიზნეს-ოპერატორები, როგორებიცაა: Bayer, bp, Campina, Cargill, Coca-Cola, Mars, Nestle, Total, Toyota, Unilever და სხვა ცნობილი ბრენდები. Lloyd's-ის აუდიტორები არ არიან "ინსპექტორები". ისინი აკვირდებიან პროცესებს, შეისწავლიან ორგანიზაციის რისკებს და იძლევიან ობიექტურ მითითებებს, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მუდმივად გააუმჯობესოს მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა და შეამციროს პოტენციური რისკები. ნებისმიერი კომპანია თავად განსაზღვრავს მისთვის მისაღებ სასერთიფიკაციო ორგანოს. უკვე სერთიფიცირებულ კომპანიებს სრული უფლება გაქვთ განაგრძოთ თქვენი სერთიფიცირების სისტემა Lloyd's-თან. ISO კონსულტაცია ISO-ს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის დანერგვა მოითხოვს დაგეგმილი და მიზანმიმართული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონსულტაციების მოდიფიცირებულ გეგმას, რაც საშუალებას მოგცემთ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად დანერგოთ მენეჯმენტის სისტემა და წარმატებით გაიაროთ სასერთიფიკაციო აუდიტი ნებისმიერი მაღალი კომპეტენტურობის მქონე სასერთიფიკაციო ორგანოს მიერ. კომპანიაში მენეჯმენტის სისტემის ახალი ასპექტების დანერგვა შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს ცალკეული პროცესის მფლობელს და მთლიანობაში ორგანიზაციას. ამიტომ, კონსულტაციების პროცესში ჩვენ ვიყენებთ პროცესებისადმი მიდგომის საუკეთესო მეთოდს. შესაბამისად, კონსალტინგი მოიცავს ცალკეული პროცესის მფლობელთან ინდივიდუალურ მუშაობას, მათთან ერთად სამუშაო პროცესში სტანდარტის მოთხოვნების ადეკვატურ ადაპტირებას. ვითვალისწინებთ რა მათ არსებულ სამუშაო პრაქტიკას, ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროცესების მსვლელობის დინამიკა, რათა სისტემის ახალი ელემენტების დანერგვამ არ გამოიწვიოს პროცესების გართულება ან ურთიერთკვეთა. კონსალტინგის პროცესში ჩვენი კონსულტანტები იცავენ მიუკერძოებლობის პრინციპს და გააჩნიათ შემდეგი პირადი თვისებები: დიპლომატიურობა, ყურადღებიანობა, გამჭრიახობა, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა. აქვთ ცოდნა და ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ISO ტრენინგები ISO კონსულტაცია ISO სერტიფიკაცია სისტემის სერტიფიკაცია მას შემდეგ, როდესაც თქვენ შეიმუშავეთ და დანერგეთ მენეჯმენტის სისტემა და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ISO-ს შესაბამისი სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. აკრედიტაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად, სისტემის სერტიფიკაცია ხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი - სისტემის ძირითადი ელემენტების მიმოხილვა და შეფასება, მეორე ეტაპი - ორგანიზაციის მიერ დანერგილი სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. ქვემოთ მოცემულია სერტიფიკატის მიღების და შენარჩუნების სქემატური ინტერპრეტაცია. სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება ISO სერტიფიკატი არის დასტური იმისა, რომ თქვენ დანერგეთ მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ და მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი. მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები ცვალებადია და მზარდი. შეინარჩუნო მენეჯმენტის სისტემა ნიშნავს აკმაყოფილებთ მომხმარებლის და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს. მაგრამ იმისათვის, რომ ორიენტირებული იყოთ მათ სამომავლო სურვილებსა და მოლოდინზე, თქვენ გჭირდებათ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ორგანზიაციის მენეჯმენტის სისტემა. მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნებით და გაუმჯობესებით თქვენ შეძლებთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა. სერტიფიკაციის ორგანო, სერტიფიკატის გაცემიდან 12 თვეში ერთხელ, განახორციელებს "საზედამხედველო აუდიტს" (Surveilance audit). რომლის დროსაც ფასდება ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

  • isoconsulting | HACCP შიდა აუდიტორი (LRQA)

    HACCP შიდა აუდიტორის კურსი შედგენილია ბრიტანული ორგანიზაცია LRQA-ის მიერ. თქვენ შეისწავლით ... HACCP შიდა აუდიტორი (LRQA UK) ტრენერი - ივანე დიდბერიძე ღირებულება - 315 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 18 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გახდეთ HACCP სისტემის შიდა აუდიტორი და ჩაატაროთ HACCP სისტემის აუდიტები; თქვენი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად ატარებთ მეორე მხარის (მაგალითად: მომწოდებლის) აუდიტს. თქვენ შეისწავლით: რა დანიშნულება აქვს აუდიტს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობაში HACCP შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს როგორ მოემზადოთ აუდიტისთვის პროცესებზე დაფუძნებული HACCP აუდიტის ჩეკლისტის მნიშვნელობას როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის შეფასების საშუალებით შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა თვალსაჩინოდ მოახდინოთ დაკვირვების შედეგების ანგარიშის შედგენა ისო 22000 სტანდარტთან მიმართებით რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია. თქვენ დაგჭირდებათ: მიღებული გქონდეთ LRQA-ის ტრენინგ კურსი " HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება " ან მისი ექვივალენტი). სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის, GMP/GHP პრაქტიკის და HACCP პრინციპების ცოდნა. კურსის შემდგომი განვითარება ISO 22000 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ISO 22000 შიდა აუდიტორი FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

  • isoconsulting | სერვისები

    ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა და სერტიფიკაცია არის რთული გზა. მნიშვნელოვანია შემდეგი 5 ძირითადი ეტაპის გამოყოფა: ეტაპები GAP Analysis ტრენინგები შემუშავება და დანერგვა სერტიფიკაცია გაუმჯობესება მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა, სერტიფიკაცია და შენარჩუნება ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა და სერტიფიკაცია არის რთული გზა, რომელიც უნდა განვლოს ორგანიზაციამ, როდესაც მას სურს, მოახდინოს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება და საერთაშორისო სერთიფიკატის მიღება. ამ რთულ და შრომატევად გზაზე, მნიშვნელოვანია შემდეგი 5 ძირითადი ეტაპის გამოყოფა: 1. GAP Analysis 2. ტრენინგები 3. სისტემის შემუშავება და დანერგვა 4. სისტემის სერთიფიკაცია 5. სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება ISO Consulting -ს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ მენეჯმენტის სისტემის შემუშავების, დანერგვის, სერტიფიკაციის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ნებისმიერ ეტაპზე, თქვენი საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად. დაგვიკავშირდით, რათა შეიტყოთ მეტი > > > როგორ დავიწყოთ? - Gap Analysis GAP Analysis არსებული მდგომარეობის ანალიზი " (ე.წ. GAP Analysis), კარგად ცნობილი და ადაპტირებული მიდგომაა მენეჯმენტის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის დასაწყებად. "არსებული მდგომარეობის ანალიზი" საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ სხვაობა, თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ ღონისძიებები, რომელთა გატარება დაგჭირდებათ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. ღონისძიებების დასაგეგმად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი უნიკალური შეფასების მეთოდოლოგია, მიიღოთ ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები. შედეგად კი, ჩამოაყალიბოთ მკაფიო "სამოქმედო გეგმა" , რომელიც დაგეხმარებათ, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური აუდიტორები შეაფასებენ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას და გიჩვენებენ "დიდ სურათს", რათა დაგეგმოთ ღონისძიები ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. ტრენინგები ტრენინგები ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და მის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციას ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც ერკვევიან სტანდარტის მოთხოვნებში და შეუძლიათ მათი საქმიანობა და პროცესები აკონტროლონ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის, ISO Consulting გთავაზობთ შედეგიან ტრენინგებს, რომლებიც დამუშავდა ლონდონში, მაღალი კლასის, ორნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე და საერთაშორისო დონეზე ავტორიზებული ტრენინგების მიმწოდებლის - "Lloyd's " -ის მიერ. საქართველოში, ბრიტანული მაღალი დონის ტრენინგები, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც Lloyd's-ის და iTOL -ის (Institute of Trainings and Occupational Learning) მიერ მომზადდნენ ქართველი ტრენერები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი სწავლება და ავტორიზაცია. თქვენ საშუალება გაქვთ: დაესწროთ საჯარო ტრენინგებს , ან შეუკვეთოთ ტრენინგი ადგილზე, თქვენს ორგანიზაციაში, ან მოითხოვოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტრენინგი, სადაც ქეისები და მასალები ადაპტირებული იქნება თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების შესაბამისად. ტრენინგების შეფასების შედეგები და მონაწილეთა კომენტარები, მუდმივად ადასტურებს ჩვენს მიერ მიწოდებული ტრენინგების შედეგიანობას. ტრენინგის მონაწილეების 100% კვლავ სიამოვნებით დაესწრება ჩვენს ტრენინგებს. შემუშავება და დანერგვა სისტემის შემუშავება და დანერგვა ISO-ს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა მოითხოვს დაგეგმილი და მიზანმიმართული პროგრამის განხორციელებას. ISO-ს სტანდარტების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შესამუშავებლად, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მენეჯმენტის სისტემის ელემენტების შემოღება, როგორებიცაა რისკებზე დაფუძნებული ხედვა, სისტემის მონიტორინგი, გაზომვები, ანალიზი და შედეგების შეფასება, მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი, მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვა, ვერიფიკაცია და ვალიდაცია, მიკვლევადობა, შეუსაბამობების კონტროლი, კორექცია და მაკორექტირებელი ღონისძიებები და სხვა. "დანერგო მენეჯმენტის სისტემა" კი ნიშნავს - თქვენს ორგანიზაციაში შესაბამის თანამშრომლებს შეეძლოთ, მენეჯმენტის სისტემის ზემოაღნიშნული ელემენტების მათ სამუშაო პრაქტიკაში გამოყენება და მუდმივი გაუმჯობესების პროცესის უზრუნველყოფა. მენეჯმენტის სისტემის შემუშავების და დანერგვის ნებისმიერ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტრენინგები, აგრეთვე ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტების დახმარება. ISO Consulting-ის უნიკალური მიდგომა დაგეხმარებათ სწრაფად და შედეგიანად მოახდინოთ სისტემის ახალი ელემენტების ინტეგრაცია თქვენს საქმიანობაში და შედეგიანად გამოიყენოთ ისინი თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების და მოდიფიცირებული საკონსულტაციო პროგრამის დახმარებით, თქვენ შეძლებთ: განსაზღვროთ საფრთხეები და შეაფასოთ რისკები, რომლებიც უკავშირდება თქვენს მიერ მოთხოვნილ მენეჯმენტის სისტემას ჩამოაყალიბოთ რისკებსა და შესაძლებლობებზე მიმართული ღონისძიებების გეგმა განახორციელოთ "პროცესებისადმი მიდგომის" კონცეფციის რეალიზება დანერგოთ შიდა აუდიტების და სისტემის მიმოხილვის საუკეთესო პრაქტიკა გაზომოთ სისტემა და პროცესები, გააანალიზოთ და შეაფასოთ მონიტორინგის და გაზომვების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მონაცემები სრულყოთ მუდმივი გაუმჯობესების პროცესები. რეაქცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სისტემის დანერგვას ორგანიზაციაში მენეჯმენტის სისტემის ახალი ელემენტების შემოღება, შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს ცალკეული პროცესის მფლობელს და მთლიანობაში ორგანიზაციას. ელოდეთ თანამშრომლების დაბნეულობას, რადგან ISO-ს მენეჯმენტის სისტემის დანერგვა საკმაოდ რთული და დიდი პროექტია. დარწმუნდით, რომ თანამშრომლებს გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ მარტივად შეძლონ ISO-ს სტანდარტის მოთხოვნების ადაპტაცია. თქვენ საშუალება გაქვთ გამოიყენოთ ჩვენი პრაქტიკული და შედეგიანი ტრენინგები , რათა თანამშრომლებმა მიიღონ შესაბამისი საბაზისო ცოდნა სისტემის ელემენტების გამოყენების შესახებ. ISO Consulting - ჩვენი უნიკალური მიდგომა სისტემის შემუშავების და დანერგვის ეტაპზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას. ვითვალისწინებთ რა თქვენს საჭიროებას და მოლოდინს, შესაბამისად ვგეგმავთ პროექტის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებებს. ჩვენი უნიკალური მიდგომა საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ის უკურაქცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს პროექტის განხორციელებას. ჩვენი კონსულტანტები ინდივიდუალურად განიხილავენ სისტემის ელემენტებს თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და პროცესის მფლობელებთან, დაეხმარებიან მათ საჭირო ღონისძიებების გატარებაში, რათა შეძლონ სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილება. კონსულტაციების პროცესში ჩვენ ვიყენებთ "პროცესებისადმი მიდგომის" ფართოდ აღიარებულ მეთოდს. შესაბამისად, სისტემის შემუშავების და დანერგვის ეტაპი მოიცავს როგორც მენეჯერების ჯგუფის მომზადებას, აგრეთვე ცალკეული პროცესის მფლობელთან ინდივიდუალურ მუშაობას, მათთან ერთად სამუშაო პროცესში სტანდარტის მოთხოვნების ადეკვატურ ადაპტირებას. ვითვალისწინებთ რა ორგანიზაციის არსებულ სამუშაო პრაქტიკას, ვცდილობთ შევინარჩუნოთ პროცესების მსვლელობის დინამიკა, რათა სისტემის ახალი ელემენტების დანერგვამ არ გამოიწვიოს პროცესების გართულება ან ურთიერთკვეთა. ჩვენი კონსულტანტების სხვადასხვა ბიზნესსექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ, დაგეგმოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა, შეიმუშაოთ საქმიანობის კონტროლის და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები და მუდმივად გააუმჯობესოთ ბიზნესი. სერტიფიკაცია სისტემის სერტიფიკაცია მას შემდეგ, როდესაც თქვენ შეიმუშავეთ და დანერგეთ მენეჯმენტის სისტემა და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ISO-ს შესაბამისი სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. აკრედიტაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად, სისტემის სერტიფიკაცია ხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი - სისტემის ძირითადი ელემენტების მიმოხილვა და შეფასება, მეორე ეტაპი - ორგანიზაციის მიერ დანერგილი სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. ქვემოთ მოცემულია სერტიფიკატის მიღების და შენარჩუნების სქემატური ინტერპრეტაცია. გაუმჯობესება სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება ISO სერტიფიკატი არის დასტური იმისა, რომ თქვენ დანერგეთ სისტემა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ და მუდმივად გააუმჯობესოთ იგი. მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები ცვალებადია და მზარდი. შეინარჩუნო მენეჯმენტის სისტემა ნიშნავს აკმაყოფილებთ მომხმარებლის და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს. მაგრამ იმისათვის, რომ ორიენტირებული იყოთ მათ სამომავლო სურვილებსა და მოლოდინზე, თქვენ გჭირდებათ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ორგანზიაციის მენეჯმენტის სისტემა. მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნებით და გაუმჯობესებით თქვენ შეძლებთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა. სერტიფიკაციის ორგანო, სერტიფიკატის გაცემიდან 12 თვეში ერთხელ, განახორციელებს "საზედამხედველო აუდიტს" (Surveilance audit). რომლის დროსაც ფასდება ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

  • მდგრადი განვითარების მიზნები | isoconsulting

    მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ წარადგინა სამოქმედო გეგმა (იხილეთ რეზოლუცია - A/RES/70/1 ) , რომლის მიზანი მსოფლიოში არსებულ მთავარ გამოწვევებთან ბრძოლა და მდგრადი განვითარების მიღწევაა. ის შედგება 17 მიზნისგან და 169 ამოცანისგან, რომლებიც უნდა შესრულდეს 2030 წლისთვის. აღნიშნულ გეგმას შეუერთდა მსოფლიოს 193 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ISO Consulting -ის პროფესიონალთა გუნდი ძალიან ამაყია, რადგან ჩვენი საქმიანობით შეგვაქვს წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. 2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა . აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამავდროულად, გაერთიანება ხელს უწყობს მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზნის შესრულებას . სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ISO სტანდარტები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას . მაგალითად, მდგრადი განვითარების პირველი მიზნის შესრულებას ხელს უწყობს 382 საერთაშორისო ISO სტანდარტი, მეორე მიზნის შესრულებას - 584 საერთაშორისო ISO სტანდარტი და ა.შ. ISO Consulting-მა დაარსების დღიდან ათობით ქართულ კომპანიას დაეხმარა ISO სტანდარტების დანერგვაში, რითიც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. 2012 წელს ISO Consulting გახდა ბრიტანული Lloyd’s-ის ოფიციალური პარტნიორი , რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზაციულ განვითარებას ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებით. LRQA-ს ტრენინგები ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული, აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ და საკუთარი წვლილი შეაქვთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში (მაგალითად, მიზანი 4 ხარისხიანი განათლება, მიზანი 8 ღირსებული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა).

bottom of page