ძიების შედეგები
81 results found with an empty search
- Items (All) | isoconsulting
განხორციელებული პროექტები
- ISO Consulting | საერთაშორისო ტრენინგი - ISO 9001:2015
26-27 თებერვალი, 2019. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის". Lloyd's Register (UK) ხარისხის მენეჯმენტის სისტემები ტრენინგი - "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის" 26-27 თებერვალი, 2019 წელი , სასტუმრო Radisson Blu Iveria. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის". რატომ ეს კურსი? ISO 9001 შეიქმნა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მოდელი მენეჯმენტის სისტემაში. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებული ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 ბიზნესის გასაუმჯობესებლად. კურსი არის სახალისო და პრაქტიკული. წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში. აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი" , რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "Lloyd's" -ის მიერ. წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას. იხილეთ ტრენინგის პროგრამა. სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა. წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის. ტრენინგს უძღვება Lloyd's Register და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ტრენინგის პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ. ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე). რეგისტრაცია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე). რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 თებერვალი, 2019 წელი. ტრენინგის ღირებულება: 472 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით). გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 20 თებერვლისა , ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე. მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და ორიგინალი სერტიფიკატების ჩამოსვლისთვის). ღირებულება მოიცავს: სწავლებას; 40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით; სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით; "Lloyd's Register" -ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს". 2 დღით სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Mob.: 599 366368 ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია . მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ტრენინგები ... ისო 9001:2015 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული ინფორმაცია ისო 9001:2015 - შიდა აუდიტორი (IRCA) ტრენინგი ხარისხის სისტემის მენეჯერებისთვის QMS Auditor/ Lead Auditor ონლაინ რეგისტრაცია
- ვაკანსია - სოციალური მედია მენეჯერი | isoconsulting
ვაკანსია სოციალური მედია მენეჯერი "ISO Consulting"-ი იწვევს ახალ კურსდამთავრებულებს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. ს ამუშაო ადგილი : თბილისი, გიორგი ჭყონდიდლის ქუჩა #66 სამუშაო გრაფიკი : სრული განაკვეთი, 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი ) ორგანიზაციის შესახებ : კომპანია ISO Consulting-ი დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადგილობრივი და საერთ აშორისო კონსულტანტების, ტრენერების და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს მენეჯმენტის სისტემების სხვადასხვა დისციპლინებში, როგორებიცაა ხარისხის მენეჯმენტი, სურსათის უვნებლობა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს მენეჯმენტი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს . გამო საცდელი ვადა : 3 თვე ანაზღაურება : ** გამოსაცდელ ვადაში - 900 ლარი, დარიცხული. ** გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო 1 წელი - 1250 ლარი. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ISO Consulting-ში სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები : ** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სოციალური მედია მენეჯმენტის საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში); ** სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა). ** სავალდებულოა - ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა. ** საოფისე და გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: Photoshop, illustrator, EXCEL, WORD ან სხვა მსგავსი პროგრამები. ძირითადი ფუნქციები : ** სოციალური მედია არხების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn); ** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა; ** ციფრული არხების (მათ შორის ვებსაიტის) შედეგების ანალიზი და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის; ** ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება; ** ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) კონტროლი; ** ISO Consulting-ის ელ. ფოსტის კონტროლი; ** დახმარების გაწევა საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და გაცემაში, იურიდიული ან ფიზიკური პირების მოთხოვნის შესაბამისად; ** ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საჯარო ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულების კონტროლი; ** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება. დამატებითი მოთხოვნები : ** შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული; ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; ** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; ** კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი; ** კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება; ** სასურველია კანდიდატი იყოს ახალი კურსდამთავრებული. შერჩევა მოხდება ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე . ტესტირება ჩატარდება შემდეგ საკითხებში : ** ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა); ** ქართული ენის ტესტი (გრამატიკა); დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სოციალური მედია მენეჯერი".
- ISO Consulting Georgia | ისო სტანდარტები | თბილისი
ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონსულტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ISO Consulting Georgia. მთავარი ჩვენ შესახებ სერვისები სტანდარტები ტრენინგები სიახლე კონტაქტი პპპპ ISO Consulting - Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ISO სტანდარტები - თქვენი სრულყოფილი საქმიანობისთვის. მენეჯმენტის სისტემებმა საშუალება უნდა მისცეს ორგანიზაციებს ისწავლონ წარსულიდან , მართონ აწმყო და მოემზადონ მომავლისთვის . კონსალტინგი, ტრენინგი, სერტიფიკაცია, აუდიტი თქვენ გჭირდებათ "ISO Consulting " , თუ : თქვენ გჭირდებათ ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი . თქვენ უკვე ფლობთ ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატს, მაგრამ გჭირდებათ სერტიფიკატის განახლება . თქვენ დანერგეთ სისტემა და გჭირდებათ დახმარება სერტიფიკაციის პროცესში . თქვენ მიიღეთ სერტიფიკატი, მაგრამ გსურთ გააუმჯობესოთ სისტემა და სისტემის შედეგიანობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების გზით მიიღოთ დამატებითი ფასეულობა . თქვენ დახმარება გჭირდებათ სურსათის უვნებლობის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ენერგო-ეფექტურობის საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად . თქვენ გსურთ ევროკავშირის ბაზარზე განათავსოთ თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტი, რისთვისაც მოგეთხოვებათ CE ნიშანი . ონლაინ განაცხადი შეავსეთ თქვენი ორგანიზაციის განაცხადი დღესვე, რათა მიიღოთ განფასება . . . ონლაინ განაცხადი >> ტრენინგი - ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება როგორ შევინარჩუნოთ უვნებელი სურსათი სასტუმრო IBIS-მა წარმატებით გაიარა ჰასპის ტრენინგი საიხლეები სურსათის უვნებლობა მართეთ სურსათის უვნებლობის რისკები პოტენციური საფრთხეების კონტროლის საშუალებით. ვრცლად შრომის უსაფრთხოება შექმენით ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო ადგილები შრომის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. ვრცლად გარემოს მენეჯმენტი თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გარემოზე ზემოქმედება უკეთესი მომავლისათვის. ვრცლად CE ნიშანდება ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ინდუსტრიული პროდუქტის ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) შესატანად. ვრცლად პროექტები შესრულებული პროექტები
- isoconsulting | განაცხადი სერტიფიკაციაზე
შეავსეთ განაცხადი ISO საერთაშორის სერტიფიკატის მისაღებად.
- isoconsulting | სტანდარტები
აირჩიეთ თქვენთვის საჭირო სტანდარტები: - "ბიზნესის გასაუმჯობესებლად" - "უვნებელი სურსათის მისაწოდებლად" - "ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო... ბიზნესის გაუმჯობესება სურსათის უვნებლობა გარემო და უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტები საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ. სტანდარტები ადგენს მოთხოვნებს, სპეციფიკაციებს, სახელმძღვანელო მითითებებს ან მახასიათებლებს, რომლებიც გამოიყენება თანმიმდევრულად მასალების, პროდუქტების, პროცესების და მომსახურების დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ბიზნესის გაუმჯობესება ბიზნესის შედეგიანობის გასაუმჯობესებლად ISO 9001:2015 მართეთ ხარისხი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესაბამისად ვრცლად ISO 13485:2016 თქვენი უპირატესობები სამედიცინო მოწყობილობების ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვრცლად ISO 27001 შეუმუშავეთ და დანერგეთ ინფორმაციის დაცვის მენეჯმნეტის სისტემა, რათა დაიცვათ თქვენი ბიზნესი ვრცლად CE Mark გამოიყენეთ შანსი განათავსოთ თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტი "ევროპის ეკონომიკურ ზონაში" (EEA) ვრცლად ISO/TS 16949 წარმოებული პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების მართვა საავტომობილო ინდუსტრიაში ვრცლად EFQM შედეგების ოპტიმიზაცია მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივი მუშაობით ვრცლად ISO 17025:2017 განამტკიცეთ თქვენი ლაბორატორიის კომპეტენცია აკრედიტებული სისტემის გამოყენებით ვრცლად Lean - Six Sigma ძირითადი ინგრედიენტი ბიზნესში მაღალი შედეგების და კონკურენ ტული უპირატესობების მისაღწევად ვრცლად ISO 22301 თქვენ მიიღებთ სარგებელს ISO Consulting-ის მიერ დაგროვებული გამოცდილებით ვრცლად სურსათის უვნებლობა უვნებელი სურსათის მისაწოდებლად HACCP მართეთ ხარისხი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის შესაბამისად ვრცლად BRC GS v.8 სერტიფიკაციის წამყვანი პროგრამა, სურსათის უვნებლობის და ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნილი დიდი ბრიტანეთის მიერ. ვრცლად FAMI-QS ევროკავშირის დირექტივებზე დაფუძნებ ული ცხოველთა საკვების ხარისხის და უვნებლობის კოდექსი. ვრცლად ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი აღიარებული ISO-ს წევრი ქვეყნების მიერ. ვრცლ ად GLOBALG.A.P. აგრარულ მეურნეობაში ბრენდების მფლობელებსა და ფერმერების გლობალური ჯაჭვი უვნებელი სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების მიზნით. ვრცლად G F S I მრეწველების მიერ მართული ერთიანი გლობალური პლატფორმა სურსათის უვნებლობის მისაღწევად. ვრცლად IFS v.6.1 გლობალური სტანდარტი სურსათის მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე ხარისხის და უვნებლობის მენეჯმენტის პროცესების სამართავად ვრცლად FSSC 22000 v.4.1 ISO-ს საერთაშორისო სანდარტებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიკაციის სქემა, საუკეთესო გზა GFSI-ის მოთხოვნების. ვრცლად SQF Certification SQF Certification ვრცლად გარემო და უსაფრთხოება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მიმართ თქვენი კომპანიის ვალდებულებების საჯაროდ დემონსტრირება. ვრცლად ISO 45001:2018 OHSAS 18001 მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი თქვენს ბიზნესში ჩართული თანამშრომლების დასაცავად. ვრცლად ISO 50001:2018 ენერგო-მენეჯმენტის სისტემის გამ ოყენებით შესაძლებელია დაზოგოთ ენერგიის მოხმარების დაახლოებით 60 %-მდე. ვრცლად
- უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო | isoconsulting
USAID-ის სოფლის მეურნეობისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელშეწყობითა და "ISO Consulting"-ის ჩართულობით შეიქმნა და გამოიცა HACCP-ის სახელმძღვანელო, რომელიც ჰორეკა სექტორში ჩართულ ორგანიზაციებს დაეხმარება თანამედროვე სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაში. უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო USAID -ის სოფლის მეურნეობისა და USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელშეწყობითა და "ISO Consulting" -ის ჩართულობით შეიქმნა და გამოიცა უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო , რომელიც ჰორეკა სექტორში ჩართულ ორგანიზაციებს დაეხმარება თანამედროვე სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაში. სახელმძღვანელოს გადმოსაწერად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა რეგისტრაცია „უვნებელი სურსათის წარმოების სახელმძღვანელო “ შემუშავებულია სპეციალურად HoReCa სექტორისთვის, თუმცა, მისი გამოყენება შეუძლიათ საზოგადოებრივი კვების სექტორში ჩართულ სხვა ბიზნესოპერატორებსაც, რომლებიც საკუთარ ორგანიზაციებში ეწევიან კვებით უზრუნველყოფას თუნდაც შიდა პერსონალისთვის (მაგ.: საავადმყოფოები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვა). შესაბამისად, ნედლეულის მოწოდების, შენახვის, პირველადი დამუშავების, მომზადების, ცივად და ცხლად შენახვის/სერვირების ეტაპებზე არსებობს ჯვარედინი დაბინძურების მაღალი რისკი. სურსათისმიერ დაავადებებთან დაკავშირებული შემთხვევების უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის ობიექტებზე დამზადებული სურსათის მოხმარებას უკავშირდება. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო პროდუქტების უვნებლობა, აუცილებელია დაინერგოს უვნებელი სურსათის მომწადების შედეგიანი პრაქტიკები. სურსათის უვნებლობის საფრთხეების კონტროლისთვის გამოყენებული უნდა იყოს წინასწარი პროგრამები, როგორებიცაა: • დალაგება-დასუფთავება, • მანქანა-დანადგარების ტექნიკური მომსახურება, • ნარჩენების კონტროლი, • მავნებლების კონტროლი, • მომწოდებლების კონტროლი, • პერსონალის ჰიგიენა • და სხვა. ხოლო სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებიც წინასწარი პროგრამებით ვერ იმართება, უნდა გაკონტროლდეს HACCP სისტემის გამოყენებით. „უვნებელი სურსათის წარმოების სახელმძღვანელო “ შედგენილია სწორედ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენს საწარმოო ობიექტზე წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკების დანერგვასა და შენარჩუნებაში. წინამდებარე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ : • დააკმაყოფილოთ საკანონმდებლო მოთხოვნები • უზრუნველყოთ წარმოებული სურსათის უვნებლობა • უზრუნველყოთ პერსონალის სწავლება • შეინარჩუნოთ თქვენი ბიზნესის იმიჯი და სანდოობა • გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი სახელმძღვანელოს გადახედვა სახელმძღვანელოს გადმოწერა* ღილაკზე დაჭერისას, ჯერ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა, შემდეგ კი შეგეძლებათ გადმოწერა. დაგვიმეგომბრდით სოციალურ ქსელებში
- isoconsulting | ტრენინგის რეგისტრაციის ფორმა
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ოპერატორი გამოგიგზავნით შესაბამის ინვოისს და ტრეინინგის პროგრამას.
- isoconsulting | ტრენინგი - სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების გაზომვა
ტრენინგი - "სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების გაზომვა" მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სისტემის განახლებული სტანდარტების ... სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების გაზომვა ტრენერი - ლია თამაზაშვილი კორპორატიული ტრენინგი ხანგძლივობა - 9 საათი დაგვიკავშირდით თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების გაზომვების პრაქტიკა თქვენ შეისწავლით: რა არის შედეგების გაზომვის ძირითადი ელემენტები და რატომ გვჭირდება გავზომოთ შედეგები როგორ განიხილოთ და შეაფასოთ თქვენი გაზომვების არსებული პრაქტიკა და მიდგომები როგორ შეარჩიოთ მაღალი დონის დაბალანსებული მაჩვენებლების ერთობლიობა თქვენი ორგანიზაციისთვის როგორ შეიმუშაოთ შედეგიანი მაჩვენებლები, რათა გამოიყენოთ ისინი ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე როგორ გადმოსცეთ გაზომვის შედეგები შედეგიანად და გამოიყენოთ ისინი, რათა პრიორიტეტები მიანიჭოთ გაუმჯობესების ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს. სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია წინამდებარე კურსი განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციებში ჩასატარებლად. დაგვიკავშირდით დღესვე, რათა შეიტყოთ მეტი >> სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>
- UNIDO - ენერგომენეჯმენტის პროგრამა | isoconsulting
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს "ენერგომენეჯმენტის სისტემის (EnMS) ხელშეწყობის პროგრამას" კერძო სექტორისთვის, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის. “ISO Consulting” შერჩეულ იქნა როგორც პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ... UNIDO -ს პროგრამა - ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ISO 50001 სერტიფიცირება რეგისტრაცია სრულდება - 2020 წლის 15 დეკემბერს. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს "ენერგომენეჯმენტის სისტემის (EnMS) ხელშეწყობის პროგრამას" კერძო სექტორისთვის, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის. “ISO Consulting” შერჩეულ იქნა როგორც პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია საქართველოში. პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ დაინტერესებული ორგანიზაციების შერჩევა, რომლებსაც სურთ დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და მიაღწიონ ISO 50001 სერტიფიკაციას. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ. პროგრამა აგებულია ენერგომენეჯმენტის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებზე და მოიცავს ენერგომენეჯმენტის სისტემის (ISO 50001 ) დანერგისთვის აუცილებელ სავარჯიშოებს, რომელთა პრაქტიკული იმპლიმენტაცია უზრუნველყოფს ენერგეტიკული მაჩვენებლების გაუმჯობესებას (EnPI) და ენერგოდანაზოგების მიღწევას (kWh) ორგანიზაციებში. პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელთაც სურთ დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და მიაღწიონ ენერგოეფექტურობას. UNIDO-ს პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან: ენერგომენეჯმენტის სისტემის დაგეგმვა; ანალიტიკური მეთოდების გამოყენება ენერგეტიკული მაჩვენებლების განსაზღვრისთვის (EnPI); ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ოპერირება; შიდა აუდიტი და მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვა. პროგრამის შედეგიანობის გასაუმჯობესებლად, მოდულებს შორის ჩატარდება ტრენერებისა და მონაწილეების ინდივიდუალური შეხვედრები/ კონსულტაციები, რათა მოხდეს ორგანზიაციებში ენერგომენეჯმენტის სისტემის იმპლიმენტაციის მონიტორინგი და შედგეს უკუკავშირი. ამავდროულად, პროგრამის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გახდნენ სერტიფიცირებულნი და მიიღონ „UNIDO -ს ენერგომენეჯმენტის პრაქტიკოსის“ საერთაშორისო კვალიფიკაცია. პროგრამით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გთხოვთ გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი. რეგისტრაცია
- isoconsulting | EFQM Excellence Model
EFQM Excellence Model შემოღებულ იქნა "ხარისხის მენეჯმენტის ევროპის ფონდის" (EFQM) მიერ და წარმოადგენს გლობალურ ინსტრუმენტს, რათა ... EFQM Excellence Model EFQM - Design for Excellence შედეგების ოპტიმიზაცია მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივი მუშაობით. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, არ შეიძლება ფოკუსირება მოახდინო მხოლოდ ერთ მიმართულებაზე. საჭიროა მოახდინოთ რესურსების გამოყენების და შესრულების ოპტიმიზაცია მთელს ორგანიზაციაში. ყოველდღიურად ჩნდება ახალი პერსპექტივები, ახალი პროცესები, ან ინსტრუმენტები და მეთოდები, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს განვითარებაში: დაბალანსებული მაჩვენებლების სისტემა (BSC) წარმოადგენს ჩარჩოს KPI's-ის მონიტორინგისთვის; ISO 9001 იძლევა მტკიცე მენეჯმენტის სისტემას; Lean Management გვეხმარება შევამციროთ ნარჩენები და მოვახდინოთ პროცესების რაციონალიზაცია, ISO 26000 ადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს, .... მაგრამ, რამდენად შედეგიანად უთავსდება ეს განსხვავებული მიდგომები ერთმანეთს? არ იქნება უკეთესი გვქონდეს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივ მუშაობაში, რათა მოვახდინოთ შედეგების ოპტიმიზაცია? EFQM Excellence Model შემოღებულ იქნა "ხარისხის მენეჯმენტის ევროპის ფონდის" (EFQM ) მიერ და წარმოადგენს გლობალურ ინსტრუმენტს, რათა შეფასდეს რამდენად შედეგიანად აყალიბებთ და ახორციელებთ დაინტერესებულ მხარეებზე ფოკუსირებულ სტრატეგიას. რატომ EFQM Excellence Model ? ისო 9001 სტანდარტის 2015 წლის ვერსია უკვე ხაზს უსვამს იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობასა და დაინტერესებულ მხარეებზე. მაგრამ, ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტისგან განსხვავებით, EFQM Excellence Model აქცენტს აკეთებს მენეჯმენტის სისტემის ყველა ელემენტზე, როგორებიცაა უსაფრთხოება, ან სოციალური პასუხისმგებლობა, ან სხვა ელემენტები, რომელთა საშუალებით ორგანიზაციამ შეიძლება მიაღწიოს მდგრად უპირატესობას და სრულყოფილებას. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები იხილეთ Lloyd's-ის ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები და სრულყავით თქვენი საქმიანობა. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზიციის მენეჯმენტის სისტემასა და EFQM Excellence Model მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერთიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა კლიენტებთან მრავალწლიანი მუშაობით გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ, მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- isoconsulting | ISO 9001 ინტერპრეტაცია
ისო 9001 ტრენინგი, საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერი - ივანე დიდბერიძე ღირებულება - 105 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 9 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გაეცნოთ ისო 9001:2015 და მასთან დაკავშირებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტ ანდარტების მოთხოვნები და თვით ხარისხის მენეჯმენტის სისტემა გსურთ მომავალში გახდეთ "ისო 9001:2015 შიდა აუდიტორი" . თქვენ შეისწავლით: მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების დანიშნულებას და ისო 9001:2015 სტანდარტის გამოყენების ს ფეროს წარმატებული ბიზნესის "7 საიდუმლოს" და მათ კავშირს ისო 9001:2015 სტანდარტის შინაარსთან ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და დანიშნულებას. კურსის შემდგომი განვითარება ისო 9001:2015 შიდა აუდიტორი (CQI | IRCA). ხარისხის სისტემის მენეჯერი. ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები ISO 9001:2015 Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართუ ლი რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>







