top of page

ფიზიკურ და ქიმიურ დაბინძურებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

სურსათის მომზადებისას აუცილებელია შესაბამის დონეზე დაცული იყოს სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა, რაც მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების პრევენციას. უახლესი სტატისტიკის მიხედვით, სამწუხაროდ ხშირია სურსათის დაბინძურების ფაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოს ჯამრთელობის ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყოველი 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა აუცილებელი ნორმები უნდა დავიცვათ სურსათის მომზადების დროს?


ქიმიური დაბინძურება


დასუფთავებისთვის განკუთვნილი ქიმიური საშუალებები შეინახეთ საკვები პროდუქტებისგან მოშორებით. ასევე, აუცილებელია ყველა ქიმიური საშუალება იყოს ეტიკეტირებული და მიყვებოდეთ მწარმოებლის ინსტრუქციებს დასასუფთავებელი საშუალებების შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. დარწმუნდით, რომ ყველა ქიმიკატის გამოყენება დაშვებულია სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირებისთვის.


მავნებლები


მავნებლებს შეუძლიათ სურსათის დაბინძურება მათ ექსკემენტებში არსებული ბაქტერიებითა და მათი სხეულის ნაწილებით, ჭუპრებით ან ბეწვებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მავნებლებთან ბრძოლის ქიმიურმა საშუალებებმაც შეიძლება გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება, თუ მოხდება მისი უკონტროლოდ გამოყენება.


მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებებია: შენობის დაცვა მავნებლების შეღწევისგან, მწერებისაგან დამცავი ბადეები, ელექტრო მწერსაჭერი მოწყობილობა და ა.შ.


გაეცანით ამ თემაზე მეტს მეტს ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაში.


პერსონალის ჰიგიენა


უვნებელი სურსათის მომზადებისას აუცილებელია პერსონალის მხრიდან სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების დაცვა, რომელიც მოახდენს სურსათისმიერი დაავადებების გავრცელების პრევენციაც. ასეთ სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკებში შეგვიძლია მოვიაზროთ: ხელების ხშირი დაბანა, სურსათთან შეხებამდე სამკაულების მოხსნა და შენახვა, სუფთა სანიტაურული ტანსაცმლის ტარება სურსათის მომზადების სივრცეში და ა.შ.


ამ თემაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ სტატიაში.


კარგი პრაქტიკაა მინის გამოყენების მაქსიმალურად შეზღუდვა სამზარეულოში . ეს დაგეხმარებათ დამსხვრეული მინის ფრაგმენტების სურსათში მოხვედრის რისკის შემცირებაში . საჭიროების შემთხვევაში გასანათებელი მოწყობილობები აღჭურვეთ დამცავი საშუალებებით.


ცოდნის გაღრმავება სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page