top of page

რისკების შეფასება სამუშაო ადგილებზე (ILO-OHS 2001)

ტრენერი - კონსტანტინე ნანობაშვილი

ღირებულება - 220 £ (ექვივალენტი ლარში)

ხანგძლივობა - 18 საათი

თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:

  • გსურთ, გაეცნოთ რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდებს

  • თქვენ გამოავლენთ სამუშაო ადგილებზე არსებულ საფრთხეებს და აფასებთ რისკებს

  • თქვენ ხართ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან ტექნიკური ზედამხედველი

  • თქვენ ახორციელებთ შრომის პირობების მონიტორინგს და კონტროლს.

თქვენ შეისწავლით:

  • სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების გამოვლენის წესებს და მეთოდებს

  • სამუშაო სივრცეში არსებული რისკების შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს რისკის სიდიდისა
    და მნიშვნელოვნების შეფასებას

  • საფრთხეების ფაქტორებს

  • მოსალოდნელ საფრთხეებზე მიმართული პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას

  • ღონისძიებების შერჩევას და დაგეგმვას რისკების აღმოფხვრის/შემცირების მიზნით.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება​.

სამუშაო ენა

  • ქართული

რეგისტრაცია

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა

bottom of page