ძიების შედეგები
81 results found with an empty search
- isoconsulting | EFQM Excellence Model
EFQM Excellence Model შემოღებულ იქნა "ხარისხის მენეჯმენტის ევროპის ფონდის" (EFQM) მიერ და წარმოადგენს გლობალურ ინსტრუმენტს, რათა ... EFQM Excellence Model EFQM - Design for Excellence შედეგების ოპტიმიზაცია მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივი მუშაობით. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, არ შეიძლება ფოკუსირება მოახდინო მხოლოდ ერთ მიმართულებაზე. საჭიროა მოახდინოთ რესურსების გამოყენების და შესრულების ოპტიმიზაცია მთელს ორგანიზაციაში. ყოველდღიურად ჩნდება ახალი პერსპექტივები, ახალი პროცესები, ან ინსტრუმენტები და მეთოდები, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს განვითარებაში: დაბალანსებული მაჩვენებლების სისტემა (BSC) წარმოადგენს ჩარჩოს KPI's-ის მონიტორინგისთვის; ISO 9001 იძლევა მტკიცე მენეჯმენტის სისტემას; Lean Management გვეხმარება შევამციროთ ნარჩენები და მოვახდინოთ პროცესების რაციონალიზაცია, ISO 26000 ადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს, .... მაგრამ, რამდენად შედეგიანად უთავსდება ეს განსხვავებული მიდგომები ერთმანეთს? არ იქნება უკეთესი გვქონდეს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივ მუშაობაში, რათა მოვახდინოთ შედეგების ოპტიმიზაცია? EFQM Excellence Model შემოღებულ იქნა "ხარისხის მენეჯმენტის ევროპის ფონდის" (EFQM ) მიერ და წარმოადგენს გლობალურ ინსტრუმენტს, რათა შეფასდეს რამდენად შედეგიანად აყალიბებთ და ახორციელებთ დაინტერესებულ მხარეებზე ფოკუსირებულ სტრატეგიას. რატომ EFQM Excellence Model ? ისო 9001 სტანდარტის 2015 წლის ვერსია უკვე ხაზს უსვამს იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობასა და დაინტერესებულ მხარეებზე. მაგრამ, ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტისგან განსხვავებით, EFQM Excellence Model აქცენტს აკეთებს მენეჯმენტის სისტემის ყველა ელემენტზე, როგორებიცაა უსაფრთხოება, ან სოციალური პასუხისმგებლობა, ან სხვა ელემენტები, რომელთა საშუალებით ორგანიზაციამ შეიძლება მიაღწიოს მდგრად უპირატესობას და სრულყოფილებას. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები იხილეთ Lloyd's-ის ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები და სრულყავით თქვენი საქმიანობა. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზიციის მენეჯმენტის სისტემასა და EFQM Excellence Model მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერთიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა კლიენტებთან მრავალწლიანი მუშაობით გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ, მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- isoconsulting | ISO 9001 ინტერპრეტაცია
ისო 9001 ტრენინგი, საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერი - ივანე დიდბერიძე ღირებულება - 105 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 9 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გაეცნოთ ისო 9001:2015 და მასთან დაკავშირებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტ ანდარტების მოთხოვნები და თვით ხარისხის მენეჯმენტის სისტემა გსურთ მომავალში გახდეთ "ისო 9001:2015 შიდა აუდიტორი" . თქვენ შეისწავლით: მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების დანიშნულებას და ისო 9001:2015 სტანდარტის გამოყენების ს ფეროს წარმატებული ბიზნესის "7 საიდუმლოს" და მათ კავშირს ისო 9001:2015 სტანდარტის შინაარსთან ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და დანიშნულებას. კურსის შემდგომი განვითარება ისო 9001:2015 შიდა აუდიტორი (CQI | IRCA). ხარისხის სისტემის მენეჯერი. ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები ISO 9001:2015 Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართუ ლი რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>
- isoconsulting | ისო 14001:2015 - გარემოს დაცვა
ისო 14001:2015 წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართ. სტანდარტის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ... ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები გარემოს დაცვის მიმართ თქვენი კომპანიის ვალდებულებების საჯაროდ დემონსტრირება გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა კერძო კომპანიებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებას აქვთ გლობალური პასუხისმგებლობა, განვითარდნენ, მომავალი თაობისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების დანაკარგის გარეშე. ისო 14001:2015 სტანდარტი შეიქმნა სწორედ გარემოს დაცვის პირობების გათვალისწინებით. ისო 14001, რომელიც გადაისინჯა და 2015 წლის სექტემბერში გამოიცა მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების ახალი სტრუქტურის შესაბამისად, არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ისო 14001:2015 წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართ. სტანდარტის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ შეამციროთ თქვენი საქმიანობით გარემოზე ზემოქმედება, დააკმაყოფილოთ საკანონმდებლო მოთხოვნები და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი. ისო 14001:2015 სტანდარტის უპირატესობები ისო 14001 ნათლად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - სტანდარტის დანერგვით თქვენ საჯაროდ აცხადებთ თქვენი კომპანიის ვალდებულებებს გარემოს დაცვის მიმართ, ამაღლებთ ორგანიზაციის რეპუტაციას, მინიმუმამდე ამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფთ გარემოს შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. შემცირებული დანახარჯები - ისო 14001 სტანდარტი დაგეხმარებათ უკეთ გამოიყენოთ რესურსები, რაც ამავდროულად შეძლებს თქვენი საწარმოო ხარჯების შემცირებას. ხდებით პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ისო 14001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გარემოს დამცველ ორგანიზაციებზე, მათ შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. ვის შეუძლია გამოიყენოს ისო 14001:2015 ? ისო 14001 შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ და მიიღოს უპირატესობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გსურთ ითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან ან კლიენტებთან, რომლებიც აფასებენ საქმიანობის პროცესში "მწვანე მიდგომებს", მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის განახლებული და შედეგიანი ტრენინგის პროგრამების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ისო 14001:2015 სტანდარტის განახლებულ მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ცოდნა და უნარები, როგორც ახლად ჩართულმა სპეციალისტმა გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემებში, ისევე მათ, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ცოდნა სტანდარტის განახლებული ვერსიის გასაცნობად და გამოსაყენებლად. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ისო 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა მიაღწიოთ სტანდარტის მოთხოვნებს ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- ISO Consulting | საერთაშორისო ტრენინგი - OHSAS 18001 ინტერპრეტაცია
23 მაისი, 2017. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "OHSAS 18001 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება" Lloyd's Register (UK) შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება ტრენინგი - "OHSAS 18001 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება" 23 მაისი, 2017 წელი , სასტუმრო Radisson Blu Iveria. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "OHSAS 18001 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ". რატომ ეს კურსი? წინამდებარე კურსი შემუშავდა ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია "Lloyd's" - ის მიერ, რათა საერთო წარმოდგენა შეგექმნათ OHSAS 18001 სტანდარტის შესახებ, თვით სტანდარტის სტრუქტურის აგებულების შესახებ და გაეცნოთ სერტიფიკაციის პროცესს. თქვენ გაეცნობით OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნებს, შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემებს და შეძლებ მოამზადოთ საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში გახდეთ "შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების შიდა აუდიტორი". თქვენ შეისწავლით: საჭირო ტერმინებს და განმარტებებს, რაც დაგეხმარებათ OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნების ინტერპრეტაციასა და გამოყენებაში; OHSAS 18001 სტანდარტის მიზნებს, სტრუქტურას და ძირითად მოთხოვნებს; საფრთხეების იდენტიფიკაციის, რისკების შეფასების და რისკების კონტროლის არსებითობას და მნიშვნელობას, საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნებს; თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და შესანარჩუნებლად მიზნების და პროგრამის შემუშავებას; როგორ გამოავლინოთ და შეამციროთ თქვენი ორგანიზაციის რისკები შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით. იხილეთ ტრენინგის პროგრამა. სატრენინგო პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ. ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე. რეგისტრაცია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე). რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 მაისი, 2017 წელი. ტრენინგის ღირებულება: 120 € (ექვივალენტი ლარებში). ღირებულება მოიცავს: სწავლებას; შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების გზამკვლევს ქართულ ენაზე. სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩათვლით; "Lloyd's Register" -ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს". სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Tel.: 210 45 77 ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. ონლაინ რეგისტრაცია შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების ტრენინგები ... OHSAS 18001 - შიდა აუდიტორი (IRCA) IMS - შიდა აუდიტორი (IRCA)
- HACCP ქოუჩის პროგრამა HoReCa სექტორისთვი | isoconsulting
პროგრამა შემუშავებულია HoReCa სექტორში ჩართული ორგანიზაციებისათვის, რათა მათ დანერგონ სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემა, რომელიც მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით. "HACCP ქოუჩის პროგრამა" HoReCa სექტორისთვის პროგრამის შინაარსი პროგრამის მიზანი: პროგრამა შემუშავებულია HoReCa სექტორში ჩართული ორგანიზაციებისათვის, რათა მათ დანერგონ სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემა, რომელიც მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით. პროგრამის თავ ისებურებები და შესრულების მეთოდიკა: "HACCP ქოუჩის პროგრამა" არის სწავლებისა და კონსულტაციების ერობლიობა, სპეციალურად HoReCa სექტორისთვის. პროგრამა დაყოფილია 8 მოდულად. თითოეულ მოდულზე განიხილება HACCP სისტემის შესაბამისი საკითხები და სრულდება სავარჯიშოები. პროგრამის ცალკეული მოდულის ბოლოს დელეგატებს ეძლევათ დავალება, რომელიც უნდა მოამზადონ პროგრამის მომდევნო მოდულის დაწყებამდე. აღნიშნული დავალება მოიცავს: წინასწარ მომზადებულ შაბლონურ ინსტრუქციებს, ფორმებს და ჩეკლისტებს იმ თემების შესახებ, რომლებსაც მოიცავს ეს მოდული. საქმიანობების დანერგვას ორგანიზაციაში (საკონტროლო წერტილების განსაზღვრა და კონტროლის ჩამოყალიბება, სურსათის უვნებლობის არსებული პრაქტიკის მოდიფიკაცია ან ცვლილება); ან „სამოქმედო გეგმის” შედგენა, რომელსაც მოიცავს თითოული მოდული. ყველა დავალება უნდა გაეგზავნოს კონსულტანტს შემდეგი მოდულის დაწყებამდე; ტრენერი შეაფასებს თითოულ დავალებას. კონკულტაციისთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრა, რომელშიც განიხილება და შესწორდება წარმოდგენილი დავალებები. პროგრამის შინაარსი: საწავლო პროგრამის მოდულები შედგება შემდეგი საკითხებისგან: უვნებელი სურსათის მომზადების გეგმა – „დიდი სურათი“. HACCP პრიციპების გაცნობა ნედლეულის და მასალების შეძენა, შეგროვება, მიღება, შენახვა მომზადება და დამუშავება ცივად მიწოდება/განთავსება გალღობა კერძის მომზადება გაგრილება/გაყინვა ხელახლა გაცხელება ცხლად შენახვა/განთავსება ტრანსპორტირება და მიწოდება დამატებითი ეტაპები (ფიზიკური და ქიმიური დაბინძურება; ალერგენები და მათი კონტროლი; აკრილამიდი; დასუფთავება და დეზინფექცია; მავნებლების კონტროლი; ნარჩენების კონტროლი; გამზომი ხელსაწყოების ვერიფიკაცია და დაკალიბრება; პერსონალის ჰიგიენა; პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი; ჰიგიენის წესები, პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა). მენეჯმენტი – როლებისა და პასუხისმგებლობის განაწილება სამზარეულოში. ცალკეულ მოდულს თან ახლავს სპეციფიკური სავარჯიშო, რომელიც მოიცავს: სახელმძღვანელოს და ინსტრუქციას ამ მოდულის პრაქტიკული რეალიზებისთვის; წინასწარ მომზადებულ ფორმებს ჩანაწერებისთვის; დანერგვის მონიტორინგისთვის ჩეკლისტებს; საუკეთესო პრაქტიკების ჩვენებას ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენებით. კურსის ფორმატი: ვირტუალური სწავლება და ქოუჩინგი. სახელმძღვანელოები, ფორმები, ინსტრუქციების და პროგრამის შაბლონები, სხვა დამატებითი მასალები ატვირთულია პორტალზე, საიდანაც შესაძლებელია მათი გადმოწერა. კურსის ხანგძლივობა: 60 კალენდარული დღე. კვირაში 2 დღე, ორშაბათი-ხუთშაბათი, ან სამშაბათი-პარასკევი. 4 საათი დღეში, სულ 9 დღე. დელეგატების რაოდენობა ჯგუფში არაუმეტს 10 მონაწილე თითოეულ ჯგუფში. პროგრამაში რეკომენდებულია ობიექტის მენეჯერის და უფროსი მზარეულის მონაწილეობა. პროგრამის შედეგების გაზომვა: პროგრამის დასრულების შემდეგ თითოულ მონაწილე მზად იქნება, გამოიყენოს HACCP გეგმა და სახელმძღვანელო სამზარეულოში. გთხოვთ გაითვალისწინოთ : HACCP სისტემის დასანერგად საჭირო ღონისძიებების კვების ობიექტზე პრაქტიკული განხორციელება უნდა მოხდეს პროგრამის მონაწილეების მიერ. დელეგატებს შეეძლებათ პროგრამის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში კითხვებით მიმართონ მენტორს და მიიღონ ამომწურავი პასუხი, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. შერჩევის კრიტერიუმები პროგრამაში მონაწილეობისათვის HoReCa სექტორის წარმომადგენელი თითოეული ბიზნესოპერატორი შეფასდება მათ საწარმოში HACCP სისტემის დანერგვისთვის მზაობაზე. შეფასება განხორციელდება სპეციფიკური კითხვრით, რომელიც უნდა შეავსოს პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა თითოეულმა ბიზნეს ოპერატორმა. თითოეულ ბიზნეს ოპერატორთან შედგება დამატებითი ზარი, რომ გადამოწმდეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ შეიძლება საჭიროებდეს დაზუსტებას. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამის დაწყებამდე ობიექტზე ვიზიტი. წინასწარი კვალიფიკაცია და მოთხოვნ ები პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზოგადოებრივი კვების ობიექტზე ევალება სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს: ობიექტის მენეჯერი; სტიუარდი; მზარეული ან უფროსი მზარეული;ხარისხის ან სურსათის უვნებლობის მენეჯერი და სხვა. აუცილებელია, რომ პროგრამის მონაწილემ: იცოდეს სამზარეულოს პროცესები დასაქმებული იყოს საზოგადოებრივი კვების ობიექტში იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (e-mail, internet) იცოდეს MS Word-ის პროგრამის გამოყენება. პროგრამის ყველა მონაწილე ვალდებულია შეასრულოს მიცემული დავალება! აღჭურვილობა და რესურსები პროგრამის ყველა მონაწილეს დასჭირდება: კომპიუტერი, უწყვეტი ელექტრო ენერგიით და ინტერნეტით კომპიუტერთან დაკავშირებული ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი ქაღალდი და ფერადი ფანქრები წინასწარ მომზადებული ფორმების ამობეჭდვის შესაძლებლობა. პროგრამის წამყვანები პროგრამის ავტორი - ივანე დიდბერიძე. ტრენერი - ქეთევან წულაია. კონსულტანტები - კესო მატკავა, მარიამ მამათელაშვილი, ნინო ნეფარიძე ღირებულება პროგრამის ღირებულე ბა შეადგენს 4800 ლარს, რომლის ღირებულების 80% დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპერტამენტის პროგრამის მიერ. რეგისტრაცია პროგრამის მონაწილეების კომენტარები ასეთი ორგანიზებული , მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული, ინფორმაციული, მრავლისმომცველი ტრეინინგი ძალიან იშვიათია . წარმატებას ვუსურვებ გუნდს. სრულყოფილად მივიღეთ ინფორმაცია კვების ობიექტის სამართავად საჭირო და სავალდებულო დოკუმენტაციის შედგენის და წარმოების შესახებ, რომელიც ინსპექტირებისთვის მზადყოფნის გარდა, საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ ობიექტზე მიმდინარე ყველა პროცესი. პროგრამა ძალიან ორგანიზებული და ინფორმაციული იყო. დეტალურად აღწერდით ეტაპებს , რომელზეც გასამახვილებელია ყურადღება, დაწყებული პროდუქციის მიღებიდან დამთავრებული მომხმარებელზე საბოლოო პროდუქტის მიწოდებით. სრული ციკლი, სადაც უნდა გამოვრიცხოთ ყველა საფრთხე და სწორად განვსაზღვროთ, შევაფსოთ რისკები ტრეინინგის ყველა საკითხი იყო საინტერესო და საჭირო იმდენად, რამდენადაც ამ საკითხების ერთობლიობა ქმნის HACCP პროგრამას და მათი ცალ-ცალკე განხილვა არასწორად მიმაჩნია.
- isoconsulting | ტრენინგი - ისო 27001 დანერგვა
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს ისო 27002 სტანდარტის მოთხოვნებს, ინფორმაციის უსაფრთხოების ელემენტებს და დანერგოს ისინი... Introduction to ISO 27001:2013 Requirements Trainer - LRQA Trainer Price- 170 £ (Equivalent to GEL) Duration - 9 Hours Registration You need this course if ... you need to start to implement an Information Security Management Systems (ISMS) your organisation needs to conform to ISO/IEC 27001 you wish to help an organisation implement an ISMS You will learn ... the background to Information Security how to define the scope of an ISMS the identification of assets relative to the scope how to apply values to the above assets how to determine the risk to the assets and their potential impact how to identify the appropriate controls how to determine and produce applicable policies and procedures the identification of awareness training the certification process You will need … to have a good understanding of ISO 27001 and ISO 27002 (attending the ISO 27001 Appreciation and Interpretation course or the ISO 27001 Auditor/Lead Auditor course is recommended) Delegates will need to bring a laptop with wi-fi capability The Course delivered reflects the new ISO 27001 standard. Registration
- isoconsulting | CE ნიშანდება | CE MARKING
CE ნიშანდება სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) სხვადასხვა საქონლის,მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრო ტექნიკის, სათამაშოების და ... Ce Marking CE Marking გამოიყენეთ შანსი განათავსოთ თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტი "ევროპის ეკონომიკურ ზონაში" (EEA) გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა CE ნიშანდება სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) სხვადასხვა საქონლის,მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრო ტექნიკის, სათამაშოების და მრავალი სხვა პროდუქციის განსათავსებლად, რათა დაცული იქნას მომხმარებლის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემო პირობები. CE ნიშანდებას ახორციელებს მხოლოდ ევროკომისიის მიერ ნოტიფიცირებული ორგანოები. როგორ მივიღო CE ნიშანი? თქვენს პროდუქციაზე CE ნიშნის დასატანად აუცილებელია აღნიშნული პროდუქცია აკმაყოფილებდეს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს. CE ნიშანის მისაღებად საჭიროა შემდეგი ევსი სავალდებულო ეტაპის გავლა: ეტაპი 1: იმ დირექტივის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს თქვენი პროდუქციის შესაბამისობა; ეტაპი 2: დირექტივის გამოსაყენებლად მოთხოვნების განსაზღვრა (განისაზღვრება ჰარმონიზებული სტანდარტი ან მათი ერთობლიობა); ეტაპი 3: შესაბამისობის დადასტურების სქემის განსაზღვრა; ეტაპი 4: ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა; ეტაპი 5: პროდუქციის შესაბამისობის შეფასება/ სასერტიფიკაციო აუდიტი; ეტაპი 6: დეკლარაციის შედგენა პროდუქციაზე და CE ნიშნის განთავსება. ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენს პროდუქციაზე უნიკალური CE ნიშნის დატანაში. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის შედეგიანი და მოქნილი ტრენინგების პროგრამის მეშვეობით, ასობით ადამიანი ეცნობა მოთხოვნებს და იყენებს მათ პრაქტიკაში. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- isoconsulting | ტრენინგი - ჰიგიენის წესები
ჰიგიენის წესების ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც დასაქმებულია სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში და შეხება აქვს სურსათის მომზადების და/ან ... ჰიგიენის წესები (GMP/GHP) ტრენერი - ქეთევან წულაია კორპორატიული ტრენინგი ხანგძლივობა - 5 საათი დაგვიკავშირდით თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: თქვენ დასაქმებული ხართ სურსათის/ცხოველის საკვების მომზადების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე თქვენ გსურთ გაეცნოთ სასურსათო ჯაჭვის მიმართ არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მარეგულირებელ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თქვენ გსურთ დაგეგმოთ, შეიმუშაოთ და აკონტროლოთ თქვენი ორგანიზაციის ჰიგიენის პროგრამა. თქვენ შეისწავლით: სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორებს საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული ძირითადი დაავადებების მახასიათებლებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპს“ საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესებს (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებს სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესებს სურსათის უვნებლობის წინასწარ პროგრამებს (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის) სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია. თქვენ დაგჭირდებათ: წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება. კურსის შემდგომი განვითარება HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ISO 22000:2018 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება მომზადება ISO 22000:2018 სტანდარტისთვის ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი FSSC 22000:2017 v4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება - სურსათის წარმოება "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია წინამდებარე კურსი განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციებში ჩასატარებლად. დაგვიკავშირდით დღესვე, რათა შეიტყოთ მეტი >>
- ISO Consulting | საერთაშორისო ტრენინგი - HACCP
23 თებერვალი, 2017. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ხორცპროდუქტე Lloyd's Register Workshop - "HACCP Principles, Interpretation & Application" HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებაში 23 თებერვალი, 2017. თბილისი, სასტუმრო Radisson Blu Iveria. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd’s Register" გიწვევთ ვორკშოპზე "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება". სურსათის უვნებლობის მენეჯმენტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულმა ცვლილებებმა და ევროკავშირთან ასოცირების საკითხების გააქტიურებამ, გააძლიერეს HACCP პრინციპების მნიშვნელობა. სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ხორცის და ხორცპროდუქტების მწარმოებელი და მიმწოდებელი ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან HACCP პრინციპების დანერგვის დემონსტრირებაზე. რატომ ეს კურსი? წინამდებარე კურსი გაგაცნობთ HACCP-ის პრინციპებს, რომელიც მოცემულია Codex Alimentarius-ის მიერ და შეგასწავლით როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში. ტრენინგი განიხილავს ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში HACCP პრინციპების გამოყენების თავისებურებებს. კურსის მიმდინარეობისას თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში. ცალკე განხილულია საკანონმდებლო მოთხოვნების და წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების როლი და მათი ურთიერთკავშირი HACCP პრინციპებთან. დასასრულს მოცემულია კავშირი ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის, რათა უფრო მკაფიოდ გაათვითცნობიეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული მიდგომის სარგებელი. ტრენინგს უძღვება "Lloyd's Register" და "iTOL"-ის მიერ ავტორიზებული ტრენერი, მრავალწლიანი სამუშაო გამცდილებით. სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "Lloyd's Register (UK)" ლონდონის აკადემიის მიერ. მონაწილეები მიიღებენ "Lloyd's Register" მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს . იხილეთ ტრენინგის პროგრამა. მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნები კურსზე დასასწრებად მოგეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანზიაციაში. მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. რეგისტრაცია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე). რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 თებერვალი, 2017 წელი. ტრენინგის ღირებულება: 120€ (ექვივალენტი ლარებში), დღგ-ს ჩათვლით. ღირებულება მოიცავს: სწავლებას; HACCP გზამკვლევს ქართულ ენაზე. სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და HACCP პრაქტიკული სავარჯიშოების (კაზუსების და ფორმების) ჩათვლით, რომლებიც შედგენილია ხორცპროდუქტების წარმოებისთვის; "Lloyd's Register" -ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს". სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Tel.: 210 45 77 ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. სურსათის უვნებლობის ტრენინგები ... ისო 22000 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება FSSC 22000 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება FSSC 22000 - შიდა აუდიტორი (IRCA) FSSC 22000 Auditor/ Lead Auditor (IRCA) ონლაინ რეგისტრაცია
- კორპორაციული პასუხისმგებლობა | isoconsulting
კორპორაციული პასუხისმგებლობა "ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესის მოვალეობაა იზრუნოს იმ გარემოზე , სადაც ოპერირებს, უზრუნველყოს თითოული თანამშრომელი ღირსეული სამუშაო პირობებით და იზრუნოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე " ირინა მოგანი, დირექტორი ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეა ჩვენ მიგვაჩნია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის ბიზნესის დამატებითი საქმიანობა, არამედ ის მისი განუყოფელი ნაწილია . აქედან გამომდინარე, 2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა . აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამ ნაბიჯით ჩვენ განვაგრძობთ მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრაციას ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში და ვიღებთ პასუხისმგებლობას შევასრულოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი, რომელთა შორისაა ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა . To play, press and hold the enter key. To stop, release the enter key. მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ განისაზღვრა 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც უნდა შესრულდეს 2030 წლისთვის და უზრუნველყოს მსოფლიოს მდგრადი განვითარება. აღნიშნულ გეგმას შეუერთდა მსოფლიოს 193 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ISO Consulting -ის პროფესიონალთა გუნდი ძალიან ამაყია, რადგან ჩვენი საქმიანობით შეგვაქვს წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. გაეცანით მეტს
- isoconsulting | OHSAS 18001 - შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება
OHSAS 18001:2007 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის გამოყენებით ... OHSAS 18001 შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება OHSAS 18001:2007 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის გამოყენებით, ორგანიზაციას შეუძლია აკონტროლოს ამ სისტემაში არსებული რისკები და გააუმჯობესოს სისტემის შედეგიანობა. სტანდარტი უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას საფრთხეების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას ან დაყვანილ იქნას დასაშვებ დონემდე. OHSAS 18001 სტანდარტის უპირატესობები ამცირებთ რისკებს - OHSAS 18001 სტანდარტის გამოყენება ხელს უწყობს ყველაზე ჯანმრთელი სამუშაო პირობების ჩამოყალიბებას და გეხმარებათ შეამციროთ უბედური შემთხვევები, თანამშრომლების დაავადება, ტრავმებისა და ავარიების დროს დროის კარგვა. თანამშრომლების ამაღლებული განწყობა - OHSAS 18001 სტანდარტი დაგეხმარებათ თანამშრომლების უსაფრთხოებისა და მათ მიმართ მზრუნველობის შეგრძნებაში, რაც შეამცირებს მათ პოტენციურ საჩივრებს. სანდო კომპანიის იმიჯი - შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დანერგვითა და სერტიფიცირებით მოპოვებული ნდობით, თქვენმა კომპანიამ შესაძლებელია მიიღოს მნიშვნელოვანი უპირატესობები. ხდებით პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - OHSAS 18001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სახელშეკრულებო პირობებით მოითხოვენ OHSAS 18001 სისტემას, როგორებიცაა მაგალითად, საფინანსო ინსტიტუტები. ვის შეუძლია გამოიყენოს OHSAS 18001? OHSAS 18001 შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ. თქვენ დაგჭირდებათ სერტიფიკაცია OHSAS 18001 სტანდარტის შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სახელშეკრულებო ან სხვა პირობებით მოითხოვენ OHSAS 18001 სტანდარტთან შესაბამისობის დადასტურებას. რატომ ISO Consulting? ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი. დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ... გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's- ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ როგორც სტანდარტის მოთხოვნების გათვითცნობიერების, აგრეთვე OHSAS 18001 შიდა აუდიტორების ტრენინგები. იხილეთ ვრცლად მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას, თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. GAP Analysis კონსულტაცია და დახმარება ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური საფრთხეები არსებობს სამუშაო ადგილებზე და როგორ უნდა უზრუნველყოთ მათი მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა. ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. იხილეთ ვრცლად
- isoconsulting | FSSC 22000 ინტერპრეტაცია
FSSC 22000 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ ... FSSC 22000:2017 v.4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერები - ივანე დიდბერიძე და ქეთევან წულაია ღირებულება - 210 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 9 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გაეცნოთ FSSC 22000 სერტიფიკაციის სქემას და მასთან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს გსურთ მომავალში გახდეთ "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი ". თქვენ შეისწავლით: FSSC 22000 სქემის ძირითად თავისებურებებს FSSC 22000 სქემის სარგებელს ISO 22000 სტანდარტის სტრუქტურას და მოთხოვნებს ISO 22002-1 სტანდარტის დანიშნულებას, მის შინაარსს და ურთიერთკავშირს ISO 22000 სტანდარტთან. თქვენ დაგჭირდებათ: სასურსათო ჯაჭვში მუშაობის გამოცდილება HACCP სისტემის ცოდნა კურსის შემდგომი განვითარება ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >> IMG_6068 IMG_5986



