ძიების შედეგები
416 results found with an empty search
Blog Posts (329)
- ტრენინგი - ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება
მე-5 ნაკადი - 2026 წლის 29 მაისს გიწვევთ ტრენინგზე - "ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები". ტრენინგი სრულად დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ QUIS-ის ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდება აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრში. მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5 (თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის გვერდით). ვის შეუძლია მონაწილეობა ? ტრენინგის სამიზნე აუდიტორიაა ინდუსტრიული სექტორი, მათ შორის: სამშენებლო სექტორი (მშენებლობა, პროექტირება, სამშენებლო მასალების წარმოება) ტექსტილის მწარმოებლები ხის პროდუქტების და სათამაშოების მწარმოებლები ავეჯის მწარმოებლები შესაფუთი მასალების მწარმოებლები დაბალვოლტიანი მოწყობილობები (LVD) მწარმოებლები პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) მწარმოებლები მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ამ სექტროს, მაგალითად: ლოჯისტიკური კომპანიები მაკონტროლებელი ორგანოები ლაბორატორიები ან სხვა სერვის პროვაიდერები. გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღურულია (არაუმეტეს 12 მონიწილე). იხილეთ ტრენინგის პროგრამა (PDF) როგორ დავრეგისტრირდე? ტრენინგზე დასასწრებად დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ: ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 მაისი 2026 წ QUIS პროექტის შესახებ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიზანია კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით. ზემოთხსენებული ეხმიანება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას. პროექტს ახორციელებს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) განვითარება და კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 მაისი 2026 წ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Mob.: 593-118-113 ISO Consulting - Professionals for Professionals
- როგორ შევინარჩუნოთ უვნებელი სურსათი
სურსათის მომზადებისას თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას მნიშვნელოვანი წესები, რათა თავიდან აირიდოს ჯანმრთელობისათვის საზიანო პრობლემები, რომლებსაც არასწორად მომზადებული ან დაბინძურებული საკვები იწვევს. ძალიან ხშირად გავრცელებული პრობლემაა დაბინძურებული საკვების მიღების შემდგომ მოწამვლა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გამოწვეულია სურსათის არასწორად მომზადების შედეგად, გთავაზობთ რამდენიმე ძირითად წესს, რომელთა გათვალისწინებაც აგვარიდებს ინფექციებსა და მოწამვლას: საჭრელი დაფის გამოყენება საჭრელი დაფის გამოყენებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბოსტნეულისა და ხორცისთვის არ გამოვიყენოთ ერთი და იგივე ინვენტარი, როგორებიცაა დაფა და დანა, ვინაიდან, უმი ხორცი შეიცავს მრავალ ბაქტერიას და შესაძლოა გადავიდეს საკვებზე. ხილის გარეცხვა ხილის გარეცხვაში გასაკვირი არაფერია, თუმცა არსებობს ხილის ნაირსახეობები, რომელთა გარსიც არ არის საჭმელად ვარგისი. მაგ:საზამთრო, ნესვი. შესაბამისად, ასეთ ხილს ზოგი ადამიანი არ რეცხავს, თუმცა ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ვინაიდან, გარსზე არსებული ბაქტერიები, ხილის გაჭრის შემდგომ, შესაძლოა მოხვდეს რბილობში, რამაც გამოიწვიოს მოწამვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველანაირი ხილის კარგად გარეცხვა და შემდგომ გარსის საფუძვლიანად მოშორება. შეუხვეველი ჭრილობა კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უშვებენ, არის შეუხვეველი ჭრილობით ამა თუ იმ პროდუქტთან მუშაობა სამზარეულოში. ის ბაქტერიები, რომლებიც შეუხვეველ ჭრილობაშია, საკვებში მოხვედრის შემთხვევაში გამოიწვევენ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ინფექციები და საკვებით მოწამვლა. ამიტომ უმნიშვნელო ნაკაწრის შეხვევაც კი აუცილებელია. გამლღვალი ნაყინის ხელახლა გაყინვა არ გაყინოთ ნაყინი, რომელიც უკვე ერთხელ გალღვა, რადგან, როდესაც ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე რჩება გარკვეული პერიოდით, შესაძლოა განვითარდეს ისეთი ბაქტერია, როგორიცაა ლისტერია. მისი ორგანიზმში მოხვედრა კი იწვევს ინფექციას. გახსნილი კონსერვის შენახვა თუ თქვენ ერთხელ გახსნით კონსერვს და მასში არსებული საკვებს ბოლომდე არ მოიხმართ, არ შეინახოთ მაცივარში იმავე კონსერვით. ნაცვლად ამისა, გადაიტანეთ საკვები დახურულ კონტეინერში. ასე თავიდან აიცილებთ კონსერვის ქილაში არსებული მეტალის სხვა საკვებში მოხვედრის რისკს. არსებობს კიდევ არაერთი წესი და დეტალი, რომელთა გათვალისწინებაც უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს ის ძირითადი წესებია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურობაში. იმედია ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
- სასტუმრო IBIS-მა წარმატებით გაიარა ჰასპის ტრენინგი
ISO Consulting-ის გუნდისა და კომპანია IBIS-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიამ წარმატებით დაასრულა ტრენინგი: HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება. ტრენინგს ჰქონდა ინტერაქციული ხასიათი და მონაწილეები მაქსიმალურად ერთვებოდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში. ტრენინგის წარმატებით დასრულებისათვის, თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. ISO Consulting მოხარულია, რომ წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში და ISO-ს გუნდის სახელით გვინდა წარმატება ვუსურვოთ სასტუმრო იბისსა და მისი გუნდის თითოეულ წევრს მათ საქმიანობაში.
Other Pages (81)
- Items (All) | isoconsulting
განხორციელებული პროექტები
- ISO Consulting | საერთაშორისო ტრენინგი - ISO 9001:2015
26-27 თებერვალი, 2019. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის". Lloyd's Register (UK) ხარისხის მენეჯმენტის სისტემები ტრენინგი - "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის" 26-27 თებერვალი, 2019 წელი , სასტუმრო Radisson Blu Iveria. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის". რატომ ეს კურსი? ISO 9001 შეიქმნა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მოდელი მენეჯმენტის სისტემაში. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებული ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 ბიზნესის გასაუმჯობესებლად. კურსი არის სახალისო და პრაქტიკული. წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში. აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი" , რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "Lloyd's" -ის მიერ. წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას. იხილეთ ტრენინგის პროგრამა. სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა. წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის. ტრენინგს უძღვება Lloyd's Register და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ტრენინგის პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ. ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე). რეგისტრაცია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე). რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 თებერვალი, 2019 წელი. ტრენინგის ღირებულება: 472 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით). გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 20 თებერვლისა , ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე. მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და ორიგინალი სერტიფიკატების ჩამოსვლისთვის). ღირებულება მოიცავს: სწავლებას; 40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით; სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით; "Lloyd's Register" -ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს". 2 დღით სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Mob.: 599 366368 ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია . მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ტრენინგები ... ისო 9001:2015 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული ინფორმაცია ისო 9001:2015 - შიდა აუდიტორი (IRCA) ტრენინგი ხარისხის სისტემის მენეჯერებისთვის QMS Auditor/ Lead Auditor ონლაინ რეგისტრაცია
- ვაკანსია - სოციალური მედია მენეჯერი | isoconsulting
ვაკანსია სოციალური მედია მენეჯერი "ISO Consulting"-ი იწვევს ახალ კურსდამთავრებულებს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. ს ამუშაო ადგილი : თბილისი, გიორგი ჭყონდიდლის ქუჩა #66 სამუშაო გრაფიკი : სრული განაკვეთი, 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი ) ორგანიზაციის შესახებ : კომპანია ISO Consulting-ი დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადგილობრივი და საერთ აშორისო კონსულტანტების, ტრენერების და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს მენეჯმენტის სისტემების სხვადასხვა დისციპლინებში, როგორებიცაა ხარისხის მენეჯმენტი, სურსათის უვნებლობა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს მენეჯმენტი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს . გამო საცდელი ვადა : 3 თვე ანაზღაურება : ** გამოსაცდელ ვადაში - 900 ლარი, დარიცხული. ** გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო 1 წელი - 1250 ლარი. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ISO Consulting-ში სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები : ** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სოციალური მედია მენეჯმენტის საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში); ** სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა). ** სავალდებულოა - ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა. ** საოფისე და გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: Photoshop, illustrator, EXCEL, WORD ან სხვა მსგავსი პროგრამები. ძირითადი ფუნქციები : ** სოციალური მედია არხების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn); ** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა; ** ციფრული არხების (მათ შორის ვებსაიტის) შედეგების ანალიზი და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის; ** ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება; ** ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) კონტროლი; ** ISO Consulting-ის ელ. ფოსტის კონტროლი; ** დახმარების გაწევა საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და გაცემაში, იურიდიული ან ფიზიკური პირების მოთხოვნის შესაბამისად; ** ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საჯარო ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულების კონტროლი; ** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება. დამატებითი მოთხოვნები : ** შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული; ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; ** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; ** კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი; ** კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება; ** სასურველია კანდიდატი იყოს ახალი კურსდამთავრებული. შერჩევა მოხდება ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე . ტესტირება ჩატარდება შემდეგ საკითხებში : ** ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა); ** ქართული ენის ტესტი (გრამატიკა); დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სოციალური მედია მენეჯერი".








