top of page

ძიების შედეგები

81 results found with an empty search

  • isoconsulting | ტრენინგი - ISO 14001 ინტერპრეტაცია

    ისო 14001:2015 ინტერპრეტაციის და გათვითცნობიერების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ... ISO 14001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ტრენერი - ლია თამაზაშვილი ღირებულება - 105 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 9 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გაეცნოთ ISO 14001:2015 სტანდარტის და გარემოს მენეჯმენტის სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს გსურთ მომავალში გახდეთ "ისო 14001:2015 შიდა აუდიტორი". თქვენ შეისწავლით: შედეგიანი გარემოს მენეჯმენტის სისტემის მნიშვნელობას და მის წვლილს თქვენს ბიზნესში ისო 14001 სტანდარტის დანიშნულებას და არსს, და მის ურთიერთკავშირს სხვა სტანდარტებთან მნიშვნელოვან ტერმინებს და განმარტებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ისო 14001 სტანდარტის ინტერპრეტაციასა და გამოყენებაში ისო 14001 სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას როგორ დაადგინოთ გარემოს ასპექტები და ზემოქმედება მათზე გარემოს დაცვის მნიშვნელობას და მასთან შესაფერისობას. თქვენ დაგჭირდებათ: წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება. კურსის შემდგომი განვითარება ისო 14001:2015 შიდა აუდიტორი (IRCA) ისო 14001:2015 სტანდარტის დანერგვა "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები ISO 14001 Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

  • isoconsulting | ტრენინგი - HACCP პრინციპები და გამოყენება

    HACCP ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს სასურსათო ჯაჭვში და სურსა გამოიყენოს HACCP სისტემა მის... HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ტრენერი - ქეთევან წულაია ღირებულება - 120 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 12 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: თქვენ მუშაობთ სასურსათის წარმოებაში და არ იცნობთ HACCP პრინციპებს თქვენ გსურთ შეიმუშაოთ და დანერგოთ კოდექს ალიმენტარიუსის და მენეჯმენტის სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული HACCP -ის მტკიცე სისტემა . თქვენ შეისწავლით: კოდექს ალიმენტარიუსის მოთხოვნებზე დაფუძნებულ HACCP პრინციპებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას HACCP სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის და შენარჩუნების პოტენციურ სარგებელს და მოსალოდნელ სირთულეებს როგორ შეუთავსოთ HACCP სისტემა ისო 9001 და ისო 22000 სტანდარტებზე დაფუძნებულ მენეჯმენტის სისტემებს როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია. სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "LRQA"-ის ლონდონის აკადემიის მიერ . მონაწილეები მიიღებენ "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს . თქვენ დაგჭირდებათ: სასურსათო ჯაჭვში მუშაობის გამოცდილება კურსის შემდგომი განვითარება ISO 22000:2018 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება მომზადება ISO 22000:2018 სტანდარტისთვის ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი FSSC 22000:2017 v4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება - სურსათის წარმოება "ბიზნესის გაუმჯობესების " პრ ოგრამები FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართუ ლი რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >> ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები თამთა ზაქარეიშვილი კომპანია "ჩირინა" "მასალები იყო მარტივად გასაგები და აღქმადი. არაჩვეულებრივი პროფესიონალები თავიანთი საქმის და სპეციალობის" ირინა ქიტიშვილი კომპანია "IDS BORJOMI" "ტრენერს აქვს კარგი გადმოცემის სტილი, მშვიდი და არამონოტორული, შეუძლია აუდიტორიის ჩართვა და კონტროლი. ტრენინგის მასალები და დიზაინი სრულად აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს". ნატალია რეხვიაშვილი კომპანია "აბდ ჯორჯია" "მასალები გარკვევით იყო მოწოდებული და ძალიან საინტერესოა საკითხავად. ტრენინგის სტილი ძალიან კარგად არის მორგებული მსმენელებისთვის, ტრენერებს აქვთ შესანიშნავი გადმოცემის უნარი. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ძალიან გამომადგება ჩემს კომპანიაში, რომელშიც HACCP სისტემა არის დანერგილი. ამ ტრენინგით შევძელი სრულად გავცნობოდი HACCP სისტემას"

  • პროდუქტები | isoconsulting

    სერვისები ISO აუდიტი ISO ტრენინგები ISO სერტიფიკაცია ISO კონსულტაცია სერვისები სისტემის შესაბამისობიდან შედეგიანობამდე. ISO სერტიფიკატი უნდა უზრუნველყოფდეს თქვენს პარტნიორებთან თქვენი შესაძლებლობების ნათლად წარდგენას. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით ISO აუდიტი ობიექტური მტკიცებულებები შედეგიანი გადაწყვეტილების მისაღებად. ვრცლად >> ISO კონსულტაცია ბიზნესის მუდმივი გაუმჯობესება, რჩევები და დახმარება. მიიღეთ დახმარება >> ISO ტრენინგი ჩვენ გთავაზობთ Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის ტრენინგის პროგრამებს. გაიგეთ მეტი >> ISO სერტიფიკაცია აამაღლეთ თქვენი ბიზნესის შედეგიანობა და იმიჯი ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატის დახმარებით. სერტიფიკაცია >> ISO აუდიტი ISO აუდიტი ISO აუდიტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა, დაადგინოთ თქვენი ბიზნესის შესაბამისობა და შედეგიანობა ISO-ს საერთაშორისო სტანდარტებთან და დაგეგმოთ ბიზნესის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებები. ჩვენ გთავაზობთ სისტემის შეფასებას როგორც სერთიფიკაციის პროცესში, ასევე მის შემდეგ, კარგად ადაპტირებული და ცნობილი მეთოდებით, როგორიცაა გეპ ანალიზი, შიდა აუდიტები, მეორე მხარის (მომხმარებლის) აუდიტები და გარე აუდიტები. ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური აუდიტორები შეაფასებენ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას და გიჩვენებენ "დიდ სურათს", რათა დაგეგმოთ ღონისძიები ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. ISO ტრენინგები ჩვენი ტრენინგის პროგრამები შემუშავებულია Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ და კითხულობენ აკადემიის აკრედიტებული ტრენერები. ტრენინგის მეთოდოლოგია ითვალისწინებს მსმენელის ჩართულობის მაღალ დონეს. თემები განიხილება ქეისების და დისკუსიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეს მიღებული ცოდნა გამოიყენოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციაში დაბრუნებისთანავე. ჩვენი ტრენინგების საშუალებით თქვენ შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი მმართველი გუნდის უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რათა მართოთ პროცესები მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. კორპორატიული შეთავაზება კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკვეთონ მმართველი გუნდის ტრენინგი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მოთხოვნების გათვითცნობიერების მიზნით და სისტემის შიდა აუდიტორების მოსამზადებლად. ასეთი ტრეინინგების ორგანიზება შესაძლებელია თქვენი ორგანიზაციის ბაზაზე, რაც ერთის მხრივ ამცირებს ტრენინგის თვითღირებულებას, მეორეს მხრივ შედეგიანად გამოიყენებთ თანამშრომლის სამუშაო დროს. ISO სერტიფიკაცია ჩვენ წარმოგიდგენთ გლობალურად აღიარებულ ბრიტანულ საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოს "Lloyd's Register" (LR) - member of Lloyd's Register Group , რომელსაც მინიჭებული აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე აკრედიტაციის ორგანოს "UKAS Royal Accreditation" აკრედიტაციის N001 მოწმობა, აგრეთვე ამერიკის "ANAB", იაპონიის "JAB" და 50-ზე მეტი სხვა აკრედიტაციის ორგანოების მოწმოებები მსოფლიოს მასშტაბით. "Lloyd's Register" წარმოდგენილია 80+ ქვეყანაში მისი 240+ ოფისით.  "Lloyd's Register" - მსოფლიოს N1 აკრედიტებული სასერთიფიკაციო ორგანო 1760 წლიდან წარმოადგენს ფლაგმანს იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ატარებენ მესამე მხარის აუდიტებს. ის წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანიზაციას. შემოსავლები მიმართულია კვლევებში, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში (GFSI 2014 Diamond sponsor), მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მაღალი დონის სერვისის მიწოდებაში (დამატებით იხილეთ Lloyd's Register Foundation ). შესაბამისად, Lloyd's-ის შეფასებებს ენდობიან მსოფლიოს გლობალური ბიზნეს-ოპერატორები, როგორებიცაა: Bayer, bp, Campina, Cargill, Coca-Cola, Mars, Nestle, Total, Toyota, Unilever და სხვა ცნობილი ბრენდები. Lloyd's-ის აუდიტორები არ არიან "ინსპექტორები". ისინი აკვირდებიან პროცესებს, შეისწავლიან ორგანიზაციის რისკებს და იძლევიან ობიექტურ მითითებებს, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მუდმივად გააუმჯობესოს მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა და შეამციროს პოტენციური რისკები. ნებისმიერი კომპანია თავად განსაზღვრავს მისთვის მისაღებ სასერთიფიკაციო ორგანოს. უკვე სერთიფიცირებულ კომპანიებს სრული უფლება გაქვთ განაგრძოთ თქვენი სერთიფიცირების სისტემა Lloyd's-თან. ISO კონსულტაცია ISO-ს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის დანერგვა მოითხოვს დაგეგმილი და მიზანმიმართული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონსულტაციების მოდიფიცირებულ გეგმას, რაც საშუალებას მოგცემთ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად დანერგოთ მენეჯმენტის სისტემა და წარმატებით გაიაროთ სასერთიფიკაციო აუდიტი ნებისმიერი მაღალი კომპეტენტურობის მქონე სასერთიფიკაციო ორგანოს მიერ. კომპანიაში მენეჯმენტის სისტემის ახალი ასპექტების დანერგვა შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს ცალკეული პროცესის მფლობელს და მთლიანობაში ორგანიზაციას. ამიტომ, კონსულტაციების პროცესში ჩვენ ვიყენებთ პროცესებისადმი მიდგომის საუკეთესო მეთოდს. შესაბამისად, კონსალტინგი მოიცავს ცალკეული პროცესის მფლობელთან ინდივიდუალურ მუშაობას, მათთან ერთად სამუშაო პროცესში სტანდარტის მოთხოვნების ადეკვატურ ადაპტირებას. ვითვალისწინებთ რა მათ არსებულ სამუშაო პრაქტიკას, ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროცესების მსვლელობის დინამიკა, რათა სისტემის ახალი ელემენტების დანერგვამ არ გამოიწვიოს პროცესების გართულება ან ურთიერთკვეთა. კონსალტინგის პროცესში ჩვენი კონსულტანტები იცავენ მიუკერძოებლობის პრინციპს და გააჩნიათ შემდეგი პირადი თვისებები: დიპლომატიურობა, ყურადღებიანობა, გამჭრიახობა, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა. აქვთ ცოდნა და ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ISO ტრენინგები ISO კონსულტაცია ISO სერტიფიკაცია სისტემის სერტიფიკაცია მას შემდეგ, როდესაც თქვენ შეიმუშავეთ და დანერგეთ მენეჯმენტის სისტემა და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ISO-ს შესაბამისი სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. აკრედიტაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად, სისტემის სერტიფიკაცია ხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი - სისტემის ძირითადი ელემენტების მიმოხილვა და შეფასება, მეორე ეტაპი - ორგანიზაციის მიერ დანერგილი სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. ქვემოთ მოცემულია სერტიფიკატის მიღების და შენარჩუნების სქემატური ინტერპრეტაცია. სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება ISO სერტიფიკატი არის დასტური იმისა, რომ თქვენ დანერგეთ მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ და მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი. მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები ცვალებადია და მზარდი. შეინარჩუნო მენეჯმენტის სისტემა ნიშნავს აკმაყოფილებთ მომხმარებლის და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს. მაგრამ იმისათვის, რომ ორიენტირებული იყოთ მათ სამომავლო სურვილებსა და მოლოდინზე, თქვენ გჭირდებათ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ორგანზიაციის მენეჯმენტის სისტემა. მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნებით და გაუმჯობესებით თქვენ შეძლებთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა. სერტიფიკაციის ორგანო, სერტიფიკატის გაცემიდან 12 თვეში ერთხელ, განახორციელებს "საზედამხედველო აუდიტს" (Surveilance audit). რომლის დროსაც ფასდება ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

  • isoconsulting | HACCP შიდა აუდიტორი (LRQA)

    HACCP შიდა აუდიტორის კურსი შედგენილია ბრიტანული ორგანიზაცია LRQA-ის მიერ. თქვენ შეისწავლით ... HACCP შიდა აუდიტორი (LRQA UK) ტრენერი - ივანე დიდბერიძე ღირებულება - 315 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 18 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გახდეთ HACCP სისტემის შიდა აუდიტორი და ჩაატაროთ HACCP სისტემის აუდიტები; თქვენი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად ატარებთ მეორე მხარის (მაგალითად: მომწოდებლის) აუდიტს. თქვენ შეისწავლით: რა დანიშნულება აქვს აუდიტს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობაში HACCP შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს როგორ მოემზადოთ აუდიტისთვის პროცესებზე დაფუძნებული HACCP აუდიტის ჩეკლისტის მნიშვნელობას როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის შეფასების საშუალებით შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა თვალსაჩინოდ მოახდინოთ დაკვირვების შედეგების ანგარიშის შედგენა ისო 22000 სტანდარტთან მიმართებით რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია. თქვენ დაგჭირდებათ: მიღებული გქონდეთ LRQA-ის ტრენინგ კურსი " HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება " ან მისი ექვივალენტი). სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის, GMP/GHP პრაქტიკის და HACCP პრინციპების ცოდნა. კურსის შემდგომი განვითარება ISO 22000 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება ISO 22000 შიდა აუდიტორი FSMS Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

  • isoconsulting | სერვისები

    ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა და სერტიფიკაცია არის რთული გზა. მნიშვნელოვანია შემდეგი 5 ძირითადი ეტაპის გამოყოფა: ეტაპები GAP Analysis ტრენინგები შემუშავება და დანერგვა სერტიფიკაცია გაუმჯობესება მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა, სერტიფიკაცია და შენარჩუნება ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა და სერტიფიკაცია არის რთული გზა, რომელიც უნდა განვლოს ორგანიზაციამ, როდესაც მას სურს, მოახდინოს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება და საერთაშორისო სერთიფიკატის მიღება. ამ რთულ და შრომატევად გზაზე, მნიშვნელოვანია შემდეგი 5 ძირითადი ეტაპის გამოყოფა: 1. GAP Analysis 2. ტრენინგები 3. სისტემის შემუშავება და დანერგვა 4. სისტემის სერთიფიკაცია 5. სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება ISO Consulting -ს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ მენეჯმენტის სისტემის შემუშავების, დანერგვის, სერტიფიკაციის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ნებისმიერ ეტაპზე, თქვენი საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად. დაგვიკავშირდით, რათა შეიტყოთ მეტი > > > როგორ დავიწყოთ? - Gap Analysis GAP Analysis არსებული მდგომარეობის ანალიზი " (ე.წ. GAP Analysis), კარგად ცნობილი და ადაპტირებული მიდგომაა მენეჯმენტის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის დასაწყებად. "არსებული მდგომარეობის ანალიზი" საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ სხვაობა, თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ ღონისძიებები, რომელთა გატარება დაგჭირდებათ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. ღონისძიებების დასაგეგმად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი უნიკალური შეფასების მეთოდოლოგია, მიიღოთ ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები. შედეგად კი, ჩამოაყალიბოთ მკაფიო "სამოქმედო გეგმა" , რომელიც დაგეხმარებათ, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური აუდიტორები შეაფასებენ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას და გიჩვენებენ "დიდ სურათს", რათა დაგეგმოთ ღონისძიები ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. ტრენინგები ტრენინგები ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და მის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციას ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც ერკვევიან სტანდარტის მოთხოვნებში და შეუძლიათ მათი საქმიანობა და პროცესები აკონტროლონ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის, ISO Consulting გთავაზობთ შედეგიან ტრენინგებს, რომლებიც დამუშავდა ლონდონში, მაღალი კლასის, ორნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე და საერთაშორისო დონეზე ავტორიზებული ტრენინგების მიმწოდებლის - "Lloyd's " -ის მიერ. საქართველოში, ბრიტანული მაღალი დონის ტრენინგები, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც Lloyd's-ის და iTOL -ის (Institute of Trainings and Occupational Learning) მიერ მომზადდნენ ქართველი ტრენერები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი სწავლება და ავტორიზაცია. თქვენ საშუალება გაქვთ: დაესწროთ საჯარო ტრენინგებს , ან შეუკვეთოთ ტრენინგი ადგილზე, თქვენს ორგანიზაციაში, ან მოითხოვოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტრენინგი, სადაც ქეისები და მასალები ადაპტირებული იქნება თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების შესაბამისად. ტრენინგების შეფასების შედეგები და მონაწილეთა კომენტარები, მუდმივად ადასტურებს ჩვენს მიერ მიწოდებული ტრენინგების შედეგიანობას. ტრენინგის მონაწილეების 100% კვლავ სიამოვნებით დაესწრება ჩვენს ტრენინგებს. შემუშავება და დანერგვა სისტემის შემუშავება და დანერგვა ISO-ს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა მოითხოვს დაგეგმილი და მიზანმიმართული პროგრამის განხორციელებას. ISO-ს სტანდარტების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შესამუშავებლად, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მენეჯმენტის სისტემის ელემენტების შემოღება, როგორებიცაა რისკებზე დაფუძნებული ხედვა, სისტემის მონიტორინგი, გაზომვები, ანალიზი და შედეგების შეფასება, მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი, მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვა, ვერიფიკაცია და ვალიდაცია, მიკვლევადობა, შეუსაბამობების კონტროლი, კორექცია და მაკორექტირებელი ღონისძიებები და სხვა. "დანერგო მენეჯმენტის სისტემა" კი ნიშნავს - თქვენს ორგანიზაციაში შესაბამის თანამშრომლებს შეეძლოთ, მენეჯმენტის სისტემის ზემოაღნიშნული ელემენტების მათ სამუშაო პრაქტიკაში გამოყენება და მუდმივი გაუმჯობესების პროცესის უზრუნველყოფა. მენეჯმენტის სისტემის შემუშავების და დანერგვის ნებისმიერ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტრენინგები, აგრეთვე ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტების დახმარება. ISO Consulting-ის უნიკალური მიდგომა დაგეხმარებათ სწრაფად და შედეგიანად მოახდინოთ სისტემის ახალი ელემენტების ინტეგრაცია თქვენს საქმიანობაში და შედეგიანად გამოიყენოთ ისინი თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების და მოდიფიცირებული საკონსულტაციო პროგრამის დახმარებით, თქვენ შეძლებთ: განსაზღვროთ საფრთხეები და შეაფასოთ რისკები, რომლებიც უკავშირდება თქვენს მიერ მოთხოვნილ მენეჯმენტის სისტემას ჩამოაყალიბოთ რისკებსა და შესაძლებლობებზე მიმართული ღონისძიებების გეგმა განახორციელოთ "პროცესებისადმი მიდგომის" კონცეფციის რეალიზება დანერგოთ შიდა აუდიტების და სისტემის მიმოხილვის საუკეთესო პრაქტიკა გაზომოთ სისტემა და პროცესები, გააანალიზოთ და შეაფასოთ მონიტორინგის და გაზომვების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მონაცემები სრულყოთ მუდმივი გაუმჯობესების პროცესები. რეაქცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სისტემის დანერგვას ორგანიზაციაში მენეჯმენტის სისტემის ახალი ელემენტების შემოღება, შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს ცალკეული პროცესის მფლობელს და მთლიანობაში ორგანიზაციას. ელოდეთ თანამშრომლების დაბნეულობას, რადგან ISO-ს მენეჯმენტის სისტემის დანერგვა საკმაოდ რთული და დიდი პროექტია. დარწმუნდით, რომ თანამშრომლებს გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ მარტივად შეძლონ ISO-ს სტანდარტის მოთხოვნების ადაპტაცია. თქვენ საშუალება გაქვთ გამოიყენოთ ჩვენი პრაქტიკული და შედეგიანი ტრენინგები , რათა თანამშრომლებმა მიიღონ შესაბამისი საბაზისო ცოდნა სისტემის ელემენტების გამოყენების შესახებ. ISO Consulting - ჩვენი უნიკალური მიდგომა სისტემის შემუშავების და დანერგვის ეტაპზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას. ვითვალისწინებთ რა თქვენს საჭიროებას და მოლოდინს, შესაბამისად ვგეგმავთ პროექტის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებებს. ჩვენი უნიკალური მიდგომა საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ის უკურაქცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს პროექტის განხორციელებას. ჩვენი კონსულტანტები ინდივიდუალურად განიხილავენ სისტემის ელემენტებს თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და პროცესის მფლობელებთან, დაეხმარებიან მათ საჭირო ღონისძიებების გატარებაში, რათა შეძლონ სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილება. კონსულტაციების პროცესში ჩვენ ვიყენებთ "პროცესებისადმი მიდგომის" ფართოდ აღიარებულ მეთოდს. შესაბამისად, სისტემის შემუშავების და დანერგვის ეტაპი მოიცავს როგორც მენეჯერების ჯგუფის მომზადებას, აგრეთვე ცალკეული პროცესის მფლობელთან ინდივიდუალურ მუშაობას, მათთან ერთად სამუშაო პროცესში სტანდარტის მოთხოვნების ადეკვატურ ადაპტირებას. ვითვალისწინებთ რა ორგანიზაციის არსებულ სამუშაო პრაქტიკას, ვცდილობთ შევინარჩუნოთ პროცესების მსვლელობის დინამიკა, რათა სისტემის ახალი ელემენტების დანერგვამ არ გამოიწვიოს პროცესების გართულება ან ურთიერთკვეთა. ჩვენი კონსულტანტების სხვადასხვა ბიზნესსექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ, დაგეგმოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა, შეიმუშაოთ საქმიანობის კონტროლის და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები და მუდმივად გააუმჯობესოთ ბიზნესი. სერტიფიკაცია სისტემის სერტიფიკაცია მას შემდეგ, როდესაც თქვენ შეიმუშავეთ და დანერგეთ მენეჯმენტის სისტემა და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ISO-ს შესაბამისი სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. აკრედიტაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად, სისტემის სერტიფიკაცია ხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი - სისტემის ძირითადი ელემენტების მიმოხილვა და შეფასება, მეორე ეტაპი - ორგანიზაციის მიერ დანერგილი სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია. ქვემოთ მოცემულია სერტიფიკატის მიღების და შენარჩუნების სქემატური ინტერპრეტაცია. გაუმჯობესება სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება ISO სერტიფიკატი არის დასტური იმისა, რომ თქვენ დანერგეთ სისტემა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ და მუდმივად გააუმჯობესოთ იგი. მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები ცვალებადია და მზარდი. შეინარჩუნო მენეჯმენტის სისტემა ნიშნავს აკმაყოფილებთ მომხმარებლის და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს. მაგრამ იმისათვის, რომ ორიენტირებული იყოთ მათ სამომავლო სურვილებსა და მოლოდინზე, თქვენ გჭირდებათ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ორგანზიაციის მენეჯმენტის სისტემა. მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნებით და გაუმჯობესებით თქვენ შეძლებთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა. სერტიფიკაციის ორგანო, სერტიფიკატის გაცემიდან 12 თვეში ერთხელ, განახორციელებს "საზედამხედველო აუდიტს" (Surveilance audit). რომლის დროსაც ფასდება ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

  • შრომის უსაფრთხოება | isoconsulting

    შეიმუშავეთ შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სისტემა მანამ, სანამ ინციდენტები გამოავლენს პრობლემებს შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება შეიმუშავეთ OH&S სისტემა მანამ, სანამ ინციდენტები გამოავლენს პრობლემებს. დაიცავით თქვენი ბიზნესი მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვით. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით რატომ არის OH&S მნიშვნელოვანი ? ადამიანები შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტს სამუშაო გარემოში ატარებენ. მიუხედავად, ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებისა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მაინც დიდია სამუშაოსთან დაკავშირებული დაშავებების, ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. "შრომის საერთაშორისო ორგანიციის" (ILO) მონაცემებით, ამჟამად, წლიურად ფიქსირდება 370 მილიონზე მეტი ინციდენტი და ავადმყოფობა, ხოლო 2 მილიონზე ფატალური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია უბედური შემთხვევით ან სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადებებით. OH&S სისტემის სარგებელი შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა წარმოადგენს მულტიდიციპლინარულ სფეროს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილზე მუშაკთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებთან. ის მიმართულია პრევენციასა და ადრეულ ინტერვენციაზე. გარდა ამისა, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვით თქვენ უზრუნველყოფთ არა მხოლოდ მხოლოდ მუშაკთა, არამედ მათ ოჯახის წევრების კეთილდღეობას. ამავდროულად, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მწარმოებლურობა და შეამციროთ სამუშაოს მოცდენები, ჩამოაყალიბოთ კორპორატიული კულტურა, აიმაღლოთ იმიჯი და რეპუტაცია დაინტერესებულ მხარეებთან მიმართებით, როგორებიცაა მომხმარებლები, საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ... ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა უზრუნველვყოთ თქვენი საქმიანობის უწყვეტობა, საიმედოობა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტების შედეგიანობა. ჩვენ გეხმარებით მაქსიმალურად გამოიყენოთ მწარმოებლურობა, შეამციროთ დანახარჯები, აღმოფხვრათ რისკები და მოახდინოთ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, სტანდარტებთან და კოდექსებთან შესაბამისობის დემონსტრირება, რომელთა უმრავლესობის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი ექსპერტები. სერვისები შრომის უსაფრთხოების ორგანულ კანონთან შესაბამისობის დადგენა შეიტყვეთ მეტი >> საონსულტაციო მომსახურება შეიტყვეთ მეტი >> ISO 45001:2018 სერტიფიკაცია შეიტყვეთ მეტი >>

  • Invest in Yourself ! "FSSC/ISO 22000 Lead Auditor"

    24-28 თებერვალი, 2020. თბილისი, სასტუმრო Cortiard Marriot. * LR Training - FSSC/ISO 22000 წამყვანი აუდიტორი (CQI | IRCA). * რეგისტრაცია სრულდება: 17 იანვარი, 2020 * ტრენინგის ენა: English Lloyd's Register (UK) Food Safety ტრენინგი - "FSSC 22000:2019 v.5 წამყვანი აუდიტორი, დაფუძნებული ISO 22000:2018 სტანდარტზე" (CQI | IRCA ) თბილისი, 24-28 თებერვალი 2020. პირველად საქართველოში - ბრიტანული მაღალი კლასის ორგანიზაცია "Lloyd's Register" გთავაზობთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის წამყვანი აუდიტორის კურსს - "FSSC 22000:2019 v.5 and ISO 22000:2018 Food Safety Management Systems Auditor/Lead Auditor" ( CQI | IRCA ). რეგისტრაცია სრულდება: 17 იანვარი 2020. ტრენინგის ენა: ინგლისური. კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი (5 დღე). ჩატარების ადგილი: - თბილისი, სასტუმრო Courtyard by Marriott. სერტიფიკატი კურსის დასასრულს თქვენ მიიღებთ ერთდროულად 2 კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს: ISO 22000:2018 წამყვანი აუდიტორი; FSSC 22000:2019 v.5 წამყვანი აუდიტორი. მონაწილე, რომელიც წარმატებით დაასრულებს ტრენინგს, ასევე წარმატებით ჩააბარებს საბოლოო გამოცდასა და კურსის უწყვეტი შეფასების ნაწილს მიენიჭება CQI & IRCA + FSSC recognized Certificate. მონაწილეზე, რომელიც დაესწრება კურსის სრულ ნაწილს, მაგრამ ვერ ჩააბარებს საბოლოო გამოცდას, გაიცემა მხოლოდ დასწრების სერტიფიკატი. კურსის შესახებ კურსის მიზანია მონაწილეებს შესძინოს ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა ISO 22000:2018, ISO 22002-1, FSSC 22000 v.5 მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის 1-ლი, მე-2 და მე-3 მხარის აუდიტების ჩასატარებლად, რაც გათვალისწინებულია ISO 19011, ISO 22003 და ISO 17021 საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებით. კურსის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან როგორ ჩაატარონ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი და როგორ უხელმძღვანელონ აუდიტის პროცესს და აუდიტის გუნდს, როგორც თავიანთ ორგანიზაციაში, ასევე სხვა ორგანიზაციაში (მაგალითად მომწოდებლების აუდიტი). რას შეისწავლით? კურსის დასასრულს თქვენ შეძლებთ: აღწეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის, სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების, მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და მესამე მხარის სერტიფიკაციის დანიშნულება; ახსნათ აუდიტორის როლი ISO 19011 სტანდარტის შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტის დაგეგმვის, ჩატარების, ანგარიშის მომზადების და თანმდევი ღონისძიებების გასატარებლად; ISO 19011 სტანდარტის შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტის დაგეგმვას, ჩატარებას, ანგარიშის მომზადებას და თანმდევი ღონისძიებების გატარებას, რათა დაადგინოთ შესაბამისობა ISO 22000, ISO 22002-1 და FSSC 22000 სქემის დამატებით მოთხოვნებთან. წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები სავალდებულო მოთხოვნა: თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ სურსათის გადამამუშავებელი საწარმოს თანაშრომელი. რეკომენდაციები ცოდნასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით კურსზე დასწრებამდე რეკომენდირებულია თქვენ გქონდეთ ISO 22000 სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკა ან გამოცდილება. კურსის წარმატებით დასრულებისთვის, ჩვენ გირჩევთ გქონდეთ შემდეგი ცოდნა ან გამოცდილება: სასურსათო სექტორში მენეჯმენტის სისტემის დანერგვის ან გამოყენების პრაქტიკა. ეს მოიცავს ნებისმიერ სტანდარტს, როგორიცაა BRC, IFS, GLOBALGAP, SQF, FSSC, HACCP ან სხვა. სურსათის უვნებლობის ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები; სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები (მათ შორის GMP, GHP, GAP, GDP, GPP, სხვა); HACCP პრინციპები, როგორც ეს მოცემულია Codex Alimentarius-ის CAC/RCP1 სტანდარტით; ISO 22000 და FSSC 22000 მოთხოვნები. კურსის შინაარსი? 1-ლი დღე კურსის დაწყება. წინასაკურსო მასალის ვერიფიკაცია. FSSC 22000 და FSMS საფუძვლები. აუდიტის ციკლი, როლები და პასუხისმგებლობები აუდიტორის უნარ-ჩვევები აუდიტის მოსამზადებელი საქმიანობები და სფერო Case study - სურსათის უვნებლობის საფრთხეების და სისტემის დოკუმენტაციის მიმოხილვა (სტრატეგიული დაგეგმვა). მე-2 დღე 1-ლი ეტაპის აუდიტი Case study - საფრთხის ანალიზის აუდიტი Case study - ინტერვიუ უმაღლეს ხელმძღვანელობასთან მე-2 ეტაპის აუდიტის დაგეგმვა საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა წინასწარი პროგრამები (PRPs) მე-3 დღე წინასწარი პროგრამები (PRPs). აუდიტის ანგარიშის მომზადება და შეუსაბამობების იდენტიფიკაცია მაკორექტირებელი ღონისძიებები და თანმდევი ქმედებები. მე-4 დღე FSSC დამატებითი მოთხოვნები. Case study - TACCP აუდიტი. მე-5 დღე აუდიტის ჩატარება. აუდიტორის შემდგომი განვითარება და კურსის მიმოხილვა. რეგისტრაცია ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - არაუმეტეს 10 მონაწილე . რეგისტრაცია სრულდება: 17 იანვარი, 2020. ტრენინგის ღირებულება: 1400€ (დღგ-ს ჩათვლით, ლარებში ). სპეციალური ფასდაკლების მიღება შეუძლიათ მხოლოდ "ISO Consulting" და "Lloyd's Register" მომხმარებლებს. გადახდის პირობები: კურსის მთლიანი ღირებულების 50% გადახდილ უნდა იქნეს 2020 წლის 30 იანვრამდე. დანარჩენი 50% ტრენინგის დაწყებამდე (24 თებერვალი 2020). ღირებულება მოიცავს: ტრენინგს; წინასაკურსო მასალას (hard copy); ISO 22000:2018, FSSC 22000, ISO 22002-1 სტანდარტების ასლებს ; ტრენინგის მასალის მთლიან ბაინდერს, რომელიც მოიცავს სლაიდებს, ქეისებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ჰენდაუთებს (hard copy); ISO 22000:2018 და FSSC 22000:2019 v.5 საერთაშორისო აუდიტორის სერტიფიკატს, გაცემულს ბრიტანული ორგანიზაცია "Lloyd's Register" მიერ; 5 დღიან მომსახურებას სასტუმრო Courtyard by Marriott (Coffee break, lunch) დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Mob.: +995 592 243 639 ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge მონაწილეობისთვის გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაცია უფასოა. ONLINE REGISTRATION >> ONLINE REGISTRATION >>

  • UNIDO-ს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამა

    12 ნოემბერი, 2020. UNIDO-ს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამა Online event 12 ნოემბერი 2020. ონლაინ შეხვედრა: 11:00 - 11:30 სთ. 2020 წლის 21 მაისს ძალაში შევიდა „საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ“. ვისთვის არის ენერგოეფექტურობის კანონი სავალდებულო? 2022 წლის 1-ლი იანვრიდან პირველი კატეგორიის კერძო საწარმოები ვალდებულნი იქნებიან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი ან დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემა ISO 50001 სტანდარტის შესაბამისად. გარდა პირველი კატეგორიის საწარმოებისა, კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), თუ ისინი ნებაყოფლობით დანერგავენ ენერგომენეჯმენტის სიტემებს ან განახორცილებენ ენერგოაუდიტებს. კანონის მოთხოვნების შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი ივნისიდან ასევე სავავალდებულო ხდება ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვა ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობებსა და ობიექტზეც. UNIDO-ს დახმარება კერძო სექტორისთვის გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს ენერგომენეჯმენტის სისტემის (EnMS) ხელშეწყობის პროგრამას კერძო სექტორისთვის, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის. 2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რომელთაც სურთ ჩაერთონ UNIDO-ს პროექტში და მიიღონ შესაბამისი დახმარება. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

  • isoconsulting | ისო 22000 - სურსათის უვნებლობა

    ისო 22000:2005 - "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ" ადგენს... ISO 22000:2005 ISO 22000:2005 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი აღიარებული ISO-ს წევრი ქვეყნების მიერ გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა ისო 22000:2005 - "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ". ისო 22000 არის სტანდარტი, რომელიც შეიმუშავა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ. ისო 22000 სტანდარტის გამოყენებით შეძლებთ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობა. ეს საერთაშორისო სტანდარტი ადგენს მოთხოვნებს "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის " მიმართ, რომელიც მოიცავს: ინტერაქტიულ კომუნიკაციას, სისტემის მენეჯმენტს, წინასწარ მოსამზადებელ პროგრამებს, და HACCP პრინციპებს. ისო 22000 სისტემის უპირატესობები წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - ისო 22000 სტანდარტი გეხმარებათ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჯაროდ/ღიად განაცხადოთ ამის შესახებ. ნდობით სარგებლობა დაინტერესებული მხარეების მიმართ - თუ თქვენ გყავთ ნდობით აღჭურვილი კლიენტები, მაშინ იმავე ნდობას მოიპოვებთ როგორც მომხმარებლებთან, აგრეთვე კანონმდებლებთან. პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ისო 22000 აღიარებულია გლობალურ სასურსათო ჯაჭვში. სურსათის მსხვილი მწარმოებლები განსაკუთრებულად აღიარებენ ისო 22000 საერთაშორისო სტანდარტს. დაზოგავთ დროს და რესურსებს - დღესდღეობით მრავალ ორგანიზაციას სჭირდება სურსათის უვნებლობის სხვადასხვა სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ ხშირად სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნებს შორის არსებობს დამთხვევები. ისო 22000 არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ჰარმონიზებულია HACCP სისტემის ბაზაზე. ვის შეუძლია ისო 22000 სტანდარტის გამოყენება? ისო 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ, "ფერმიდან სუფრამდე". მათ შორის იმ პროდუქტების მწარმოებელმა და მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი, მოწყობილობა-დანადგარების მწარმოებელი და სატრანსპორტო კომპანიები. ისო 22000 შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციების მიერ, თუნდაც ეს იყოს 5 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული მცირე ზომის საცხობი, შემფუთავი კომპანია, თუ მრავალ ათასიანი საერთაშორისო დონის სურსათის მწარმოებელი კომპანია ან ჰიპერმარკეტი. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd's-ის მიერ შემუშავებული HACCP და ისო 22000 ტრენინგი, რომელიც ადაპტირებულია თქვენი წარმოების და მომსახურების პროცესებზე. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც სტანდარტის მოთხოვნების გაცნობის, აგრეთვე ისო 22000 შიდა აუდიტორის ტრენინგები მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის ან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • isoconsulting | ისო 45001 - შრომის უსაფრთხოება

    ისო 45001:2018 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის გამოყენებით ... ISO 45001:2018 შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება გააუმჯობესეთ OH&S შედეგები სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ჯანმრთელი მუშახელის მეშვეობით ISO 45001 გეხმარებათ რისკების შემცირებასა და ბიზნესის შედეგიანობის გაუმჯობესებაში. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა ISO 45001 მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენასა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემებში, რომელიც შემუშავებულია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის გამოსაყენებლად, მიუხედავად მისი ზომისა, მრეწველობის დარგისა თუ ადგილმდებარეობისა. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 2.78 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ინციდენტებისა და დაავადებების გამო. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას აბსოლიტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც დამოუკიდებელი სერტიფიცირებული შრომითი ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვის (OH & S) სისტემების ღირებულების გააზრებას. ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტი ანაცვლებს OHSAS 18001, რომელიც შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო შემუშავებული. ორგანიზაციებს, რომლებიც სერტიფიცირებულნი იყვნენ OHSAS 18001 შესაბამისად, ეძლევათ 3 წლიანი ვადა ISO 45001 სტანდარტზე გადასასვლელად. ISO 45001 სარგებელი გლობალური აღიარება ISO 45001 სერტიფიკაციის საშუალებით ისო 45001:2018 სერტიფიცირებით თქვენ მოახდენთ დემონსტრირებას, რომ თქვენ დანერგილი გავთ OH&S მტკიცე სისტემა, რაც ამაღლებს თქვენს რეპუტაციას მომხმარებლებთან და დასაქმებულებთან. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო ადგილი ISO 45001:2018 მიზნად ისახავს შეამციროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები (2.78 მილიონი სამუშაოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და 374 მილიონი სამუშაოზე მიღებული ტრამვა), რომელიც ხდება ყოველწლიურად. ISO 45001 ხელს უწყობს დასაქმებულთა მეტ დაინტერესებას, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და გაუმჯობესდეს მათი კეთილდღეობა. მწარმოებლურობის მაქსიმიზაცია თქვენი სამუშაო ძალის ჯანმრთელობის შენარჩუნების სისტემატური პროცესით თქვენ მინიმუმამდე დაიყვანთ მოცდენების დროს, რომელიც უკავშირდება ყოველდღიური ოპტიმალური შედეგების მიღწევას. მარტივი ინტეგრირება ISO-ს შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი თანხვერდაშია SL დანართთან - ზუსტად ისეთივე სტრუქტურა, როგორიც აქვს ISO 9001:2015 და ISO 14001:2015 სტანდარტებს; მენეჯმენტის სისტემის გამარტივებული კონტროლის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ინტეგრირება "ბიზნესის მენეჯმენტის სისტემის" ფართო სპექტრში. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ როგორც ISO 45001:2018 სტანდარტის მოთხოვნების გათვითცნობიერების , აგრეთვე ISO 45001 შიდა აუდიტორების ტრენინგები. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! "გეპ ანალიზი" გიჩვენებთ სხვაობას, თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი. ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ, რა პოტენციური საფრთხეები არსებობს სამუშაო ადგილებზე და როგორ უნდა უზრუნველყოთ მათი მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა. ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

  • გარემოს მენეჯმენტი | isoconsulting

    XXI საუკუნეში გარემოს მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა წამყვანი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ცდილობს აითვისოს განახლებადი ენერგიის წყაროები და ამავდროულად ზიანი არ მიაყენოს გარემოს, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის მდგრადი განვითარების პრინციპებთან. გარემოს მენეჯმენტი გარემოს მენეჯმენტი თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გარემოზე ზემოქმედება უკეთესი მომავლისათვის. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს მენეჯმენტი? XXI საუკუნეში გარემოს მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა წამყვანი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ცდილობს აითვისოს განახლებადი ენერგიის წყაროები და ამავდროულად ზიანი არ მიაყენოს გარემოს, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის მდგრადი განვითარების პრინციპებთან. ეს უკანასკნელი კი ჩვენი მომავალი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს მსოფლიო განვითარების ვექტორს სწორი მიმართულებით. გარემოს მენეჯმენტის სისტემის სარგებელი LRQA-ის ტრენინგები დაგეხმარებათ გაეცნოთ ISO 14001 და ISO 50001 სტანდარტების მოთხოვნები, რათა დანერგო გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის შედეგიანი მენეჯმენტის სისტემები თქვენს ბიზნესში. შედეგიანი ტრენინგები გააუმჯობესებს თქვენს ხედვას და უნარებს, რათა მუშაობის პროცესში ეფექტურად გამოიყენოთ გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის მენეჯმენტის სისტემის ელემენტები. Lloyd's -ის ტრენინგებით თქვენ უზრუნველყოფთ ეფექტურ და ორგანიზებულ მიდგომას შეიმუშაოთ და დანერგოთ შედეგიანი გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის მენეჯმენტის სისტემები და გაზარდოთ ორგანიზაციის საერთო სარგებელი. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ... თქვენ შეხვდებით Lloyd's-ის გამოცდილ ტრენერებს, ხოლო მიღებულ ცოდნას გამოიყენებთ მენეჯმენტის სისტემების შედეგიანობის გასაუმჯობესებლად. თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ცოდნა და უნარები, რათა დანერგოთ და აუდიტი ჩაუტაროთ გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის მენეჯმენტის სისტემებს. სერვისები ISO 14001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება შეიტყვეთ მეტი >> ISO 50001 - ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება შეიტყვეთ მეტი >> ISO 14001:2015 შიდა აუდიტორი შეიტყვეთ მეტი >>

  • isoconsulting | ხარისხის სისტემის მენეჯერი

    ტრენინგი მომზადებულია სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს გახდეს ხარისხის სისტემის მენეჯერი ან გაიუმჯობესოს მისი ცოდნა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ... ხარისხის სისტემის მენეჯერი ტრენერი - ივანე დიდბერიძე ღირებულება - 420 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 24 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გამოიმუშაოთ საჭირო უნარები, რათა შეასრულოთ თქვენი ფუნქციები უფრო შედეგიანად თქვენ გსურთ დანერგოთ და გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რათა ხელი შეუწყოთ თქვენს ბიზნესს თქვენ ხართ ხარისხის სისტემის ახლად დანიშნული მენეჯერი. თქვენ შეისწავლით: თქვენს, როგორც ხარისხის სისტემის მენეჯერის როლს ორგანიზაციაში ისო 9001 სტანდარტის მოთხოვნებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, რათა ჩამოაყალიბოთ მტკიცე მენეჯმენტის სისტემა პროცესებისადმი მიდგომას და მოთხოვნებს დოკუმენტირებული ინფორმაციის მიმართ პოლიტიკის და მიზნების ურთიერთკავშირს, რომელიც მხარს უჭერს თქვენი ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემას ხარისხის შიდა აუდიტებს მაკორექტირებელი ღონისძიებების პროცესს და აგრეთვე, როგორ უკავშირდება იგი თქვენი ხარისხის მენეჯმენტის სისტემას მენეჯმენტის მიმოხილვის პროცესს მესამე მხარის აუდიტის ტიპურ ეტაპებს. თქვენ დაგჭირდებათ: წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვებათ. კურსის შემდგომი განვითარება ისო 9001:2015 შიდა აუდიტორი (IRCA) ისო 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები ISO 9001 Auditor/Lead auditor. სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს

bottom of page